RSS

Category Archives: ტურიზმი

იანვარ-აპრილში საქართველოში 32%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა

yazbegiskenიანვარ-აპრილში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ითაა გაზრდილი. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 1 მლნ 291 ათას 593 ვიზიტორი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2012 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში უცხოეთიდან 978 ათას 521 ვიზიტორი შემოვიდა. Read the rest of this entry »

 

ეთნოგრაფიულ მუზეუმში ,,ახალი ღვინის ფესტივალი 2013″ გაიმართა

Rvinis festivali 05,,ღვინის კლუბის” ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თბილისის მერიის  მხარდაჭერით  ეთნოგრაფიულ მუზეუმში წლის ერთერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – ,,ახალი ღვინის ფესტივალი 2013″   გაიხსნა. ღონისძიება მიზნად ისახავს ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობას და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას. ფესტივალი გახსნეს ,,ღვინის კლუბის” პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა და ,,საქპატენტის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ღვალაძემ. Read the rest of this entry »

 

“ახალი ღვინის ფესტივალი” ეთნოგრაფიულში

Rvinis festivali 03ხვალ, 11 მაისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, “ღვინის კლუბის” ორგანიზებითა და “ღვინის ეროვნული სააგენტოს” პატრონაჟით, რიგით მეოთხე “ახალი ღვინის ფესტივალი” გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც მსხვილი ღვინის კომპანიები, ასევე მცირე და ოჯახური მარნები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოს. ფესტივალს გახსნის “ღვინის ეროვნული სააგენტოს” თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი. Read the rest of this entry »

 

ბათუმში ტურისტული გამოფენა „EXPO BATUMI 2013“ გაიხსნა

baTumi13დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-6 საერთაშორისო გამოფენა „EXPO BATUMI 2013″ გახსნა. გამოფენაში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველო, თურქეთი, ირანი, სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი, ესპანეთი და ჩინეთი. Read the rest of this entry »

 

აფხაზეთში ორი მოსკოველი ტურისტი დაიხრჩო

afxazორი მოსკოველი ტურისტი აფხაზეთის მაღალმთიან სოფლებს ფსხუსა და აუადხარას შორის მდებარე მდინარე ბზიფში დაიხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. სეპარატისტებმა შემთხვევის ადგილზე სამაშველო ვერტმფრენი უკვე გააგზავნეს.  Read the rest of this entry »

 

ნასაყდრალი – ალვანი

nasaydrali 001ოლიკო ცისკარიშვილი

სოფელ ზემო ალვანში, ალაზნის პირას, არის შუასაუკუნეების ძეგლი, ამ ძეგლზე ინფორმაცია ფაქრობრივად, ვერ მოვიძიე.

თუმცა ადგილობრივების თქმით, სწორედ, აქ მართავდა თამარ მეფე წვეულებებს. Read the rest of this entry »

 

სამების ეკლესია სოფელ ალვანში

alvani 001ოლიკო ცისკარიშვილი

ეკლესიის ეზოში ხალხი ფაციფუცობდა, აღდგომის წინა კვირაა. ყველა თავის მიცვალებულის საფლავს ალაგებს, ასუფთავებს… ჩუმად ვაფიქსირებ ფოტოკამერით, მათ ფაციფუცს… ეკლესიაში შევდივარ და შიში მიტანს… რაღაც გაურკვევლის… სამების ცივი კედლები და ნახევრად ბნელი სივრცე ძვალ-რბილში მატანს და სასწრაფოდ გამოვდივარ გარეთ. Read the rest of this entry »

 

ცხრაკარი-ნათლისმცემელი ალვანში

cxrakari 001ოლიკო ცისკარიშვილი

სოფელი ზემო ალვანი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს. ახმეტიდან 8 კილომეტრში. ალვანი (ალონი) სოფლების ზემო და ქვემო ალვანის ძველი სახელწოდებაა. მოსახლეობა აქ ადრევე დასახლებულა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ალვანი სანადირო ადგილებით ყოფილა განთქმული. XVI საუკუნეში კახეთის მეფეს – ლევანს (1520-1574 წწ.) – იგი თუშებისათვის უწყალობებია. 1757 წელს თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის წყალობის სიგელის მიხედვით, თუშები აქ მხოლოდ საძოვრებს იყენებდნენ. XIX საუკუნეში კი მუდმივად დამკვიდრებულან. Read the rest of this entry »

 

წყნარი ოკეანეში პერუს სანაპიროსთან საჰაერო ბურთით 7 ტურისტი დაიკარგა

sahaero burTiსაჰაერო ბურთით 7 ტურისტი დაიკარგა პერუს სანაპიროსთან. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ უბედური შემთხვევა მოხდა და საჰაერო ბურთმა წონასწორობა დაკარგა და დაეცა,“ – აცხადებს კომპანია „გლობალ პერუს“ დირექტორი მიგელ ფერნანდესი. Read the rest of this entry »
 

ახალ მთავრობას სურს ტურიზმი ეკონომიკის მყარ სექტორად აქციოს

yvarlis tba 021ახალ მთარობას სურს ტურიზმი რაც შეიძლება სწრაფად  აქციოს ეკონომიკის ერთ-ერთ მყარ სექტორად, აღნიშნულის შესახებ  “ამერიკის ხმასთან” საუბრისას “ეს დაბლიუ ასოშიეტსის” პრეზიდენტმა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროფესორმა  სკოტ ვეინსმა განაცხადა. მისი თქმით, დაახლეობით ხუთი წლის წინ მისმა კომპანიამ ამერიკა-საქართველო ბიზნეს საბჭოსთან პარტნიორობით  საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება დაიწყო. ამ სტრაგეტიის ნაწილი განხორციელდა, თუმცა ომის შედეგად ბევრი რამ შეწყდა.  Read the rest of this entry »