RSS

Category Archives: ტურიზმი

17 და 18 აგვისტოს ბათუმი ლუდის ფესტივალს მასპინძლობს

baTumi 00317 და 18 აგვისტოს ბათუმი ლუდის ფესტივალს მასპინძლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათ ატარებს და ორი დღეს გასტანს. ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდება სხვადასხვა სახის შეჯიბრი ლუდის სმაში, გამარჯვებულებს პრიზად გადაეცემათ ფესტივალის ატრიბუტიკა – ქუდები, სათვალეები, კათხები, მაისურები და ტალონები. Read the rest of this entry »

 

საგარეო უწყება ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

egvipte01საქართველოს საგარეო უწყება ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, 14 აგვისტოს, კაიროსა და ქვეყნის 14 რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კომენდანტის საათი მოქმედებს 19:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეტაკებები ეგვიპტის სამართალდამცავ ორგანოებსა და “მუსლიმი ძმების” მომხრეებს შორის, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. Read the rest of this entry »

 

აჭარისა და ტურიზმის დეპარტამენტში სეზონური სიახლეების პრეზენტაცია შედგა

zRva 00013დღეს, აჭარისა და ტურიზმის დეპარტამენტში სეზონური სიახლეების პრეზენტაცია შედგა. დეპარტამენტში დაწყებულია არა ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც სარეკლამო კამპანიას მსოფლიოს 10 ქვეყანაში ახორციელებს. მათ შორის საერთაშორისო პროექტი „Batumi In Your Pocket” მცირე ფორმატში მოქცეულია მაქსიმალური ინფორმაცია ბათუმის შესახებ. Read the rest of this entry »

 

იანვარ-ივლისში საქართველოში შემოსული უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობა 26%-ით გაიზარდა

wurid turistebi2013 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ჩამოსულ უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობამ 2 მლნ. 797 ათასი 910 შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. 2013 წლის იანვარ-ივლისში, ევრო-პის ქვეყნებიდან საქართველოში 2 მლნ 685 ათას 170 უცხოეთის მოქალაქე შემოვიდა (შემოსულ მოქალაქეთა 96,0%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 27%-ით მეტია.  Read the rest of this entry »

 

ქუთაისში, იმერეთის ღვინის ფესტივალი გაიმართება

Rvinis festivali 03ხვალ, 11 აგვისტოს, 17:00 საათზე, ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთის ღვინის ფესტივალი გაიმართება!  ფესტივალზე დასწრების მსურველები თბილისიდან გამგზავრებას სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით შეძლებენ, რომლებიც მათ სასტუმრო „რადისონის” წინ 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დაელოდება.  Read the rest of this entry »

 

დღეიდან დედაქალაქში ტურისტებს „მობილური გიდები” მოემსახურებიან

nariyalaტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დედაქალაქის სტუმრებს ახალ სერვისს „მობილურ გიდებს” სთავაზობს. კვირაში 3 დღე, პარასკევს, შაბათს და კვირას ქ. თბილისში ტურისტულად დატვირტულ ადგილებში იარსებებს მობილური ჯგუფები, რომლებიც, გამოირჩევიან ბრენდირებული ჩაცმულობით, აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ბეჭდვითი საინფორმაციო-სარეკლამო მასალით და ტურისტებს უზრუნველყოფენ მათთვის საჭირო ინფორმაციით სრულიად უფასოდ. Read the rest of this entry »

 

ქობულეთით უკრაინელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ

qobuleTi02ქობულეთის ტურისტულ ზონაში ინვესტირებით უკრაინელი ბიზნესმენები ინტერესდებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ზონაში ოპერირებით უკრაინელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან.
„ამ დროისათვის ქობულეთის ტურისტული ზონით უკრაინელ ბიზნესმენები არიან დაინტერესებულნი და მათთნ მიმდინარეობს მოლაპარაკებები”- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ტურისტულ ზონებთან მიმართებაში ქვეყანაში შესაბამისი კანონმდებლობა უკვე არსებობს და ახალ ინვესტორებთან ხელშეკრულებებიც სწორედ ამ კანონისა და პირობების შესაბამისად დაიდება. Read the rest of this entry »

 

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში ღამის გათევა 5843 დოლარი ღირს

wurid turistebiმსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო სეიშელის კუნძულებზე მდებარეობს. North Island Lodge-ში ღამის გათევა 5843 დოლარადაა შესაძლებელი. სასტუმროში მოხვედრა კუნძულ მაედან ვერტმფრენითაა შესაძლებელი. კუნძულიდან სასტუმროში ვერტმფრენის ფრენის ხანგრძლივობა 15 წუთია. უნდა აღინიშნოს, რომ North Island Lodge-ის სასტუმრო ნომრის ღირებულების შემდეგ, ძვირადღირებულად ფიჯიში, Laucala-ის სასტუმრო ნომერი ითვლება, სადაც ღამის გათევა 5040 დოლარადაა შესაძლებელი. Read the rest of this entry »

 

24 საათიანი ცხელი ხაზი ტურისტებისთვის

yazbegiskenტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით საქართველოში ტურისტებისთვის 24 საათიანი ცხელი ხაზი ამუშავდა. ნომერზე _ 0 800 800 909 როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია განთავსების, დადაადგილება-ტრანსპორტირებისა და კვების ობიექტების შესახებ სრულიად უფასოდ. სურვილის შემთხვევაში მიეცემათ რეკომენდაციები ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების, ასევე ქვეყანაში დაგეგმილი ეროვნული დღესასწაულების, ფესტივალებისა და სხვა აქტივობების შესახებ. Read the rest of this entry »

 

დაბინძურებული ბაზალეთის ტბა

bazaleTi 010 ოლიკო ცისკარიშვილი

ამჟამინდელ ბაზალეთზე ოქროს აკვანს კი არა, სუფთა წყლის და გარემოს ნატრული გახდება, იქ, თუნდაც შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი.

ეს ბაზალეთის მარჯვენა მხარეს, რომლის მახლობლად დევნილები კომპლექსურადაა ჩასახლებული. მარცხენა მხარეს კი კერძო ინვეტორის მიერ შესყიდულ ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სასტუმრო კომპლექსია აშენებული გაწმენდილი და გასუფთავებულია. Read the rest of this entry »