RSS

Category Archives: ტურიზმი

ლეჩხუმი – ხვამლის მთაზე მიჯაჭვული პრომეთე

ოლიკო ცისკარიშვილი

ხვამლის მთიდან შორს, ჩრდილოეთისაკენ რომ გაიხედავთ, მურის ციხე მოჩანს. ცაგერის კლდოვან მწვერვალზე ამართული სამი კოშკი ცხენისწყლის ხეობას გადაჰყურებს. მურის ციხე დიდი ხნის წინათ არის აშენებული. იგი პირველად ეკუთვნოდა შვიდ ძმას ჩარკვიანს, რომლებიც ქვემო სვანეთს ფლობდნენ.  Read the rest of this entry »

 

რაჭა – შაორის ტბა

racha 004ოლიკო ცისკარიშილი

რაჭაში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასვენების მიზნით მხოლოდ ზაფხულის პერიოდში ჩადის, თუმცა რაჭის რეგიონშიცაა ტურიზმის განვითარების პერპექტივები. რაჭის ბუნებრივი პირობების გამო, ტურიზმს უდიდესი პოტენციალი გააჩნია. შესაძლებელია ტურისტების სოლიდური რაოდენობის მოზიდვა და ადგილობრივი მოსახლეობის მასიური დასაქმება მომსახურების სფეროში. სხვა ტურისტულ ობიექტებთან შედარებით, ყველაზე დიდი პოტენციალი შაორის წყალსაცავს გააჩნია. შაორის ტბაზე შესაძლებელია მეთევზეობის ტურიზმის განვითარებაც. Read the rest of this entry »

 

მწვანე კონცხის გენერლები

mwvane koncxi 004ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია მწვანე კონცხი, რომელიც ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და განლაგებულია ზღვის დონიდან 70-92 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობებზეა გაშენებული ევროპაში ერთ-ერთი მდიდარი ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი და სტუმარი ათვალიერებს. Read the rest of this entry »

 

ბალნეოლოგიური კურორტი წაღვერი

Photo1072 წაღვერი ბორჯომ-ბაკურიანის ჯგუფის კურორტებს მიეკუთვნება, განლაგებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობდე, ზღვის დონიდან 1020-1052 მ-ის სიმაღლეზე, მდინარე გუჯარეთის წყლის (გუჯარულას) ხეობაში. კურორტის ირგვლივ მდებარე მთების ფერდობები დაფარულია, ძირითადად, წიწვოვანი ტყეებით (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი). Read the rest of this entry »

 

მაიას იმქვეყნიური საიდუმლოებანი

maias tomebiძველ მაიას ხალხს სწამდა, რომ წვიმის ღმერთი ჩააქი მღვიმეებსა და წნოტებად წოდებულ ბუნებრივ ჭებში ბინადრობდა. არქეოლოგები კი, მათი წყალობით, ახალ ცოდნას იძენენ მაიას წინაპრების წმინდა ადგილების შესახებ.

სტატიის ავტორი ალმა გიერმოპრიეტო არქეოლოგებთან: გიერმო დე ანდასა და არტურო მონტეროსთან ერთად ჰოლტუნის წნოტში ჩავიდა. ეს წნოტი ჩიჩენ-იცას განთქმული ცენტრალური პირამიდის – ელ კასტილიოს მთავარი კიბიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და ამ იდუმალი ქალაქის ურბანულ საზღვრებშია მოქცეული. დე ანდას სურდა გაეგო, ასრულებდა თუ არა ამ ბუნებრივი ჭის წყალი ძველი მაიას ხალხისათვის წმინდა მზის საათის ფუნქციას წელიწადში ორი დღის განმავლობაში: 23 მაისსა და 19 ივლისს, მაშინ, როცა მზე ზენიტს აღწევს. ამ დროს მზე ზუსტად ჭის თავზე მოექცევა ხოლმე, ისე, რომ პატარა ჩრდილსაც კი ვერსად იპოვით. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 05/09/2013 დუიმი ტურიზმი

 

სტიქია დასავლეთ საქართველოში

abaria qobuleTis gzazeძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ფაცამ სენაკის რაიონში 25-მდე სახლი დატბორა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები. ადგილობრივების განცხადებით, აუცილებლად ასაშენებელია მდინარესთან ჯებირები. ეს ჯებირები დაახლოებით ერთი თვის წინ წყალდიდობის დროს დაზიანდა და მას შემდეგ შეკეთება ვერ მოხერხდა. მოსახლეობა აღდგენითი სამუშაოების დროულად დაწყებას ითხოვს. Read the rest of this entry »

 

„რაჭული ტრადიცია” – პრეზენტაცია

Rvinis festivali 03დღეს, 31 აგვისტოს, რაჭაში დაგეგმილ ღვინის ფესტივალზე ახალი ყველის – „რაჭული ტრადიცია” – პრეზენტაცია გაიმართა.  „ქეა საერთაშორისო კავკასიაში” განმარტავენ, „რაჭული ტრადიცია” მალე საქართველოს ყველის ბაზარზე გამოჩნდება და მისი დაგემოვნების შესაძლებლობა ყველა მსურველს შეეძლება. Read the rest of this entry »

 

„გიორგი სიგუა ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა”

bazaleTi 012ზამბიასა და ზიმბაბვეში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა პლენარულ სესიაზე მოხსენებით წარსდგა, სადაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე ტურიზმის შესახებ, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე ღია ცის პოლიტიკასა და საავიაციო თემატიკაზე ისაუბრა. მოხსენების შემდეგ გიორგი სიგუა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალებ რიფაის პირისპირ შეხვდა, სადაც საუბარი ბატონ რიფაის საქართველოში შესაძლო ვიზიტს, 2017 წელს გენერალური ასამბლეის მასპინძელ ქვეყანდ საქართველოს კანდიდატურის განხილვას, საქართველოს, როგორც ევროპის კომისიის ვიცე-თავმჯდომარის აქტიურ ჩართულობას ორგანიზაციის მუშაობაში და სხვა საკითხებს შეეხო. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 30/08/2013 დუიმი ტურიზმი

 

ურეკში გადაუღებელმა წვიმამ სანაპირო ზოლი დატბორა

urekiდღეს, დილიდან ურეკში ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია. დამსვენებლების თქმით, დატბორიალია ეზოები. წყალი ეზოებში მუხლებამდე დგას, გადაუღებელი წვიმის გამო, წყლის დონე იმატებს და საფრთხეს უქმნის შენობებს. Read the rest of this entry »

 

ნადირობის სეზონი იხსნება

paliastomi1217 აგვისტოდან ნადირობის სეზონი იხსნება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული. სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობის სეზონი განსაზღვრულია ყოველი წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო ცალკეულ სახეობებზე ვადები მინისტრის ბრძანებით დგინდება.
აგვისტოს მესამე შაბათიდან – მომდევნო წლის 15 თებერვლამდე ნადირობა შესაძლებელია შემდეგ გადამფრენ ფრინველებზე: მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე). Read the rest of this entry »