სხვიტორი და სავანე ქართული საზოგადოებისთვის დიდი მგოსნის აკაკი წერეთლის სახელს უკავშირდება. სხვიტორში აკაკის სახლ-მუზეუმში, რომელიც 1939 წელს დაფუძნდა და 2004 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ფოტოების გადაღების უფლება არ მოგვცეს. გიდის თქმით, მუზეუმი რამდენჯერმე გაიძარცვა, და ამიტომ მნახველს უფლებას არ აძლევენ ფოტოების გადაღების, რომ მუზეუმი მორიგ თავდასხმას აარიდონ… Read the rest of this entry »
Category Archives: ტურიზმი
2013 წლის ოქტომბრის თვეში, საქართველოს 480 510 ვიზიტორი ესტუმრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების შესახებ საზოგადოების ყოველთვიურ ინფორმირებას. Read the rest of this entry »
უსახელო ტაძარი – სავარაუდოდ თურქაშენი
ამიერ ტაოდან მდინარე მტკვრის ზემო წელში კოლა არტაანში – ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები ყველაზე ცუდადაა შემორჩენილი. ამ ადგილებში იყო შემოსევები, დაპყრობითი ომების გზები ყველაზე ხშირად აქ გადიოდა – მტრის ჯარი ამ ადგილებში შემოდიდოდა. 2100 მეტრის სიმაღლეზე, საუკუნეების წინ, სიცოცხლე დუღდა, ახლა კი უკაცრიელია. თუმცა საკმაოდ ბევრი ნასახლარი, ნასოფლარი და ნატაძრალია. Read the rest of this entry »
ლეგენდარული ბანა
ბანა, მდინარე ბანას წყლის ხეობაში, მდებარეობს, შორიდან ნანგრევების გარდა არაფერი ჩანს. თუმცა ტაძარში შესული მისი სიდიადე გამუნჯებს.
თურქეთის ტერიტორიაზე, ბევრ ქართულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არა პირვანდელი სახით შემორჩენილი სახელი, არამედ ახალი ტოპონიმებით იცნობენ. სოფელს პენეკი ქვია, ბანასაც პენეკსაც უწოდებენ. სამწუხაროდ, ბანა არაა ერზრუმის ტურისტულ მარშუტში შეტანილი და მასზე არც არანაირი ინფორმაციაა. სამწუხაროდ, ტურისმისთვის არა ხელსაყრელ მდგომარეობაშია. თუმცა, თავისი ისტორიის 15 საუკუნის განმავლობაში უდიდესი მნიშვნელობის ძეგლი იყო. Read the rest of this entry »
ფარნაკის კომპლექსი და სისხლის ციხე
მდინარე ოლთისის ხეობაში შემაღლებულ ბუნებრივ შთენილზე, რომელიც, სავარაუდოდ, მე-9 მე-10 საუკუნეში მოსწორდა და გამაგრდა, ძლივს ავაღწიეთ. Read the rest of this entry »
ხახულში, დღესაც, მეჩეთია განთავსებული
ოლიკო ცისკარიშვილი
ერზერუმის პროვინციაში, თორთუმის რეგიონი, ბაგბაში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსია – ხახული. ეს არის ქართული ოქრომჭედლების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში, ბექა და ბეშქენ ოპიზრები ამ სავანეში მოღვაწეობდნენ. ხახულის ტაძარის სამხრეთის ექსპოზიციაზე ძალიან საინტერესო ორნამენტია – არწივი. “თურქებს ასეთი ლეგენდა აქვთ, თუ აქ მოვიდოდნენ მუსლიმანი ქალბატონები და ამ გამოსახულებას შეთხოვდნენ, უშვილობას კურნავდა, მე თვითონ შევსწრებივარ ასეთ ფაქტს,” – ამბობს გიორგი დვალაშვილი. Read the rest of this entry »
ყველაზე დიდი ქართული ტაძარი – ოშკი სავალალო მდგომარეობაშია
ოლიკო ცისკარიშვილი
ოშკის გრანდიოზული ტაძარი 1050 წლისაა. 1050 წლის წინ, მოხდა და იოანე ნათლსიმცემლის სახელობის სახელზე აგებული ტაძრის კურთხევა. ეს იყო უდიდესი ცენტრი ქართული კულტურული მემკვიდრეობის. დიდი ხნის განმავლობაში, ეს იყო ბაგრატ მეფის მთავარი ტაძარი, რომელიც საკმაოდ მძლავრი იყო. ამ ტაძრის ანალოგიურად მოხდა ქუთაისში ბაგრატის ტაძრის აგება. ოშკი, ქართულ ძეგლებს შორი,ს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა. ჩვენი ვარაუდით, 1791 წელს უნდა დაზიანებულიყო ტაძრის დიდი ნაწილი. თურ-სელჩუკებმა როდესაც ეს ტერიტორია დაიკავეს აქ მეჩეთი განათავსეს. Read the rest of this entry »
იშხანში რესტავრაცია მიმდინარეობს
იშხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, რესტავრაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. იშხნის რესტავრაცია ერთი წლის წინ გადაწყდა, და ამ წლის მარტიდან დაიწყო. თუმცა მასში ჩართულები არ არიან ქართველი რესტავრატორები. Read the rest of this entry »
ტაო-კლარჯეთში თამარის ხიდები წყალმა დაფარა
ქალაქი იუსუფელიც მალე წყალქვეშ მოექცევა
ოლიკო ცისკარიშვილი
ისტორიული წყაროების მიხედვით, ამჟამინდელ ართვინის პროვინციაში, ქალაქ იუსუფელს, ახალთა ერქვა. მდინარე ჭოროხის მარჯვენა მხარეს, მარცხნიდან პარხალისწყალი უერთდება და მიმდებარე ტერიტორიები კარგად ჩანს. ახალთის ძველი დასახლება აქვეა, მდინარე პარხალის მარცხენა მხარეს, ახალი დასახლებაა – იუსუფელი. ეს ადგილი გზაგასაყარია – იმიერ და ამიერ ტაოს გზაგასაყარი. აქედან შვიდ კილომეტრშია კავკასიძეების ციხის კომპლექსი, რომელიც ოთხთას კომპლექსში შედიოდა. იქვეა ბაზილიკური ტაძარი, რომელიც სამწუხაროდ, კაშხლის მშენებლობის დროს, დაიტბორება. იუსუფელის კაშხალი, რომელიც ამ ტერიტორიებს დატბორავს, იქნება თურქეთში ყველაზე მაღალი კაშხალი. მისი სიმაღლე 260 მეტრს მიაღწევს და მსოფლიოში მეორე ადგილზე იქნება თავისი სიმაღლით, სიმძლავრით, წყლით მოცულობით. Read the rest of this entry »
დოლისყანა ართვინის პროვინციაში
ართვინის პროვინციაში, 1100 წლის ტაძარი, რომელიც დოლის ყანას სახელითაა ცნობილი. მდიდარია ორნამენტებით, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობითაა. სამწუხაროდ, დიდი ნაწილი დაკარგულია. გიორგი დვალაშილის თქმით, დოლისყანაზე იყო მზის საათიც, რომელიც 15 წლის წინ უკვალოდ გამქრალა. Read the rest of this entry »









