RSS

Category Archives: სხვა…

ხუთი დღით „მდიდარი“ – ანუ საყოველთაო დაზღვევა თუ ბლეფი

აქ ნაოპერაციები ფეხი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იყოს ეს პაწაწინა ანგელოზი 🙂

ოლიკო ცისკარიშვილი

ხუთი დღის წინ, ჩვენი ოჯახისთვის, ერთი ჩვეულებრივი კვირა დღე უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, გავაკეთებდი სადილს, გადავიდოდი ჩემს ძველ მეზობელ-მეგობრებთან, რომლებიც გვერდით კორპუსში ცხოვრობენ, დავლევდით ყავას და ვილაპარაკებდით ამ ქვეყნისა თუ ოჯახების საჭირბოროტო საკითხებზე… სწორედ, სადილის მზადების პროცესში ვიყავი, როცა ჩემმა მეუღლემ გადაწვიტა, სამზარეულოს სკამის შეკეთება, რომელიც გვარიანად შელახულია. ალბათ, წინა დღეს, ჰოლანდიიდან ჩამოსული ჩემი ძმის სტუმრობის გამო, გადაწყვიტა ხელი შეევლო. ე.წ. „ბალგარკა“ (რკინის/ხის საჭრელი მრგვალთავიანი ინსტრუმენტი), რომ აიღო ხელში ცოტა კი შევშინდი და ვთხოვე, ძმისთვის დაეცადა და ერთად გაეკეთებინათ, თუმცა არ დამიჯერა. სამიოდე წუთში კი, სისხლში ცურავდა, ეს საბედისწერო ინსტრუმენტი, ხელიდან აუცდა და ფეხის ტერფი გადაიჭრა, ფაქტობრივად, ბოლომდე. ალბათ, გინახავთ საშინელებათა ფილმებში, როგორც ხდება, სწორედ ისეთი სურათი გადაიშალა ჩემს თვალწინ და უკვე მეხუთე დღეა, თვალებიდან არ ამომდის, გადახსნილი ფეხი, სისხლი, ხორცი… პირველი წამები დაბნევის გარეშე ვმოქმედებდი –  „ბალგარკა“ გამოვრთე, ტელეფონი ავიღე და 112-ზე დავრეკე, თუმცა როგორი ადეკვატური ვიყავი და როგორ ვლაპარაკობდი ეს არ მახსოვს… არ დაიბნა ჩემი უმცროსი ვაჟიც – ფეხზე მაისური გადაახვია, რომ სისხლდენა შეეჩერებინა, გულწასული მამის მოტრიალებაც შეძლო. საბედნიეროდ, ზუსტად ორ წუთ ნახევარში მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა. Read the rest of this entry »

 

შავი ზღვის უნივერსიტეტის ღელვა განათლების სისტემის ჯებირზე

ოლიკო ცისკარიშვილი

პირველად, როცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წინააღმდეგ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრმა უსამართლო ბრძოლა დაიწყო, ჩემი მეგობრები მოდიოდნენ და მითანაგრძნობდნენ. როგორც იქ მომუშავე პერსონას, ჩემმა მეგობრებმა კარგად იციან, რომ ამ უნივერსიტეტში უკვე მეოთხე წელია რაც სტუდენტებს ვასწავლი და თან ვასწავლი სოციალური საკითხების გაშუქებას. მათ ჩემს 28 წლიან ჟურნალისტურ  მოღვაწეობის დროს, არასდროს არ დაუსვამთ კითხვა და არც არასდროს შეპარვიათ ჩემში ეჭვი, რომ მე კეთილსინდისიერად ვაკეთებ თუ არა ჩემს საქმეს, ხშირად, მათი კომპლიმენტებიც დამიმსახურებია. მიუხედავად ამისა, შავი ზღვის უნივერიტეტის გარშემო ამტყდარი ამბების პარალელურად, ისინი მოდიოდნენ ჩემთან და მიყვებოდნენ, რომ თურმე შავი ზღვის უნივერსიტეტში ტერორისტებს ზრდიან… ჩემი გაფართოებული თვალების შემხედვარე წამით ჩერდებოდნენ, მაგრამ ისევ აგრძელებდნენ იგივეს მტკიცებას. ჩემს კითხვაზე – გამოდის, რომ მეც ტერორისტებს ვზრდი? და მეც ტერორისტი ვარ? – შეცბუნებულები წყვეტდნენ დიალოგს და მერე ისევ კამათზე გადმოდიოდნენ: – შენ რა იცი, შიგნით რა ხდება, შენ კი არ ზრდი ტერორისტებს, მაგრამ… რა იცი სხვები რას აკეთებენ… იმდენად ვიღლებოდი კამათით, რომ ოფიციალურად გავაფრთხილე არც ერთს არ ელაპარაკა ამ თემაზე. Read the rest of this entry »

 

სომხეთში, ოთხი ქვეყნის ჟურნალისტებმა გამართეს კონფერენცია დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე

კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრმა პოლონელ, უკრაინელ და სომეხ პარტნიორებთან ერთად ქალაქ წახკაძორში გამართა კონფერენცია თემაზე: „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს საინფორმაციო სივრცეში“. კონფერენციას, რომელიც დაფინანებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (2018 წლის) პოლონეთის დახმარების პროგრამის „დემოკრატიის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ესწრებიდენ ჟურნალისტები და ექსპერტები ოთხი ქვეყნიდან. კონფერენციის მონაწილეებმა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების თემატიკასა და წყაროებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გაუზიარეს მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები. Read the rest of this entry »

 

ელაპარაკეთ მოსახლეობას – ქვემო სვანეთის პრობლემები

რეგიონს აქვს განვითარების პერსპექტივა

ოლიკო ცისკარიშვილი

მთავრობას ხშირად ავიწყდება, რომ ის ხალხის მიერაა არჩეული… უფრო ხშირად კი, მთავრობის წარმომადგენლებს უბრალოდ ავიწყდებათ, როგორ ელაპარაკონ ადამიანებს, ეს პრობლემა ყველაზე მეტად შევიგრძენი ქვემო სვანეთში… იქაური მაცხოვრებლები ელოდებიან, რომ ის ადამიანები, ვინც სათავეში დგანან თუ პრობლემების გადაჭრაში არ მოეხმარებიან, უბრალოდ, დაელაპარაკებიან მაინც… თუმცა ლოდინიცაა და ლოდინიც… Read the rest of this entry »

 

კონკურსის “მოითხოვე ცვლილებების” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პროექტის “ichange.gov.ge. პეტიციის პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კამპანიის” დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, მთავარი მიზანი დამსწრე საზოგადოებისთვის პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და პეტიციების პორტალთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა იყო. Read the rest of this entry »

 

მოგზაურობა ხევსურეთში – ხევსურების ტკივილი

ოლიკო ცისკრიშვილი

ობიექტივიდან, „სოციალური გადაცემის“ ავტორმა და წამყვანმა, ნათია მაზანაშვილმა დამირეკა – ხევსურეთში მივდივართ და ხომ არ წამოხვალო, – უარს როგორ ვიტყოდი, ისედაც ბუნებით მაწანწალა ვარ და ამის გარდა, სულით ხორცამდე მტკივა მაღალმთიანეთი, ასეთ შანს კი ნამდვილად არ გავუშვებდი ხელიდან, რომ კიდევ ერთხელ ვყოფილიყავი შუამავალი მთის ხალხსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ევალებათ მთის პრობლემების მოგვარება. Read the rest of this entry »

 

მიგრანტთათვის და არა მხოლოდ…

ოლიკო ცისკარიშვილი

გასული საუკუნის ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და როცა ქვეყნის ეკონომიკის მასობრივი რღვევა იყო, საქართველოში, სოციალური ფონი საშინლად დაეცა. ხალხის ძირითადი ფენა შიმშილობდა… უძლებდა სიცივეს, სიბნელეს, ბევრ უსამართლობას… ამას თან დაერთო ოსეთისა და აფხაზეთის ომები, სამოქალაქო ომი… სწორედ, აქედან დაიწყო საქართველოდან ადამიანების მასობრივი გასვლა სხვა ქვეყნებში. ადამიანები საკუთარი თავებისა და ოჯახების შიმშილისგან გადარჩენისთვის მზად იყვნენ უკანონონდ გადაეკვეთათ საზღვრები, ფეხით, სიცხეში, ტყვიის ქვეშ, საბარგულში დამალულები და ფაქტობრივად, მონურ პირობებში ემუშავათ ან სექსმუშაკები ყოფილიყვნენ, რადგან მათ ზურგს უკან იდგნენ დედები, მამები, ცოლები, შვილები… Read the rest of this entry »

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა – ბიზნესის კეთილი ნება

ოლიკო ცისკარიშვილი

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთმა „ფრენდმა“ გამოკითხვა გამოქვეყნა, რომელიც კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას ეხებოდა, კითხვარის შევსებისას, აღმოვაჩინე, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციები არც თუ ისე დიდია საქართველოში.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, არსებითად, არის ბიზნესის კეთილი ნება, აიღოს თავის თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მას კანონით ეკისრება, შეგნებულად გასცდეს მოგების მიღების თავდაპირველ ფუნქციას და ნებაყოფლობით იზრუნოს აგრეთვე საზოგადოების კეთილდღეობაზე. დადებითი წვლილი შეიტანოს სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. თუმცა ამას ბევრი ორგანიზაცია ან ვერ იაზრებს, ანდა უბრალოდ, ერევათ იმ პასუხისმგებლობაში რაც წესით მათ იურიდიულად ისედაც ევალებათ. Read the rest of this entry »

 

ეკოფაქტი გილოცავთ კალანდობას

ქართულ ხალხურ დღეობებისთვის მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს.ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა. Read the rest of this entry »

 

ავადმყოფი კენგურუ

“საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ” გამოსცა გერმანიაში მცხოვრები, მონიკა ყოლბაიას წიგნი “ავადმყოფი კენგურუ”.

წიგნის ავტორი გვიყვება, რომ წიგნი მოგვითხრობს ადამიანის სულიერ განცდებზე, რომელსაც უნდა რაღაც შეცვალოს და რეალობას შეხედოს სხვა კუთხით. Read the rest of this entry »