RSS

Category Archives: სხვა…

ხაშმში მოხუც ქალს დახმარება სჭირდება

ოლიკო ცისკარიშვილი

„ჟანგიან „კრაოტზე“ მძინავს, რამდენჯერაც შევიტანე განცხადება, იმდენჯერ მითხრეს, რომ ამ ეტაპზე, იმ  ეტაპზე… აღარ დასრულდა, ნეტა, გენახათ, როგორ პირობებში ვცხოვრობ, არაფრად მაგდებენ, სულ მატირებენ. როგორ მოვიქცე… დამაკვალიანეთ… მასწავლეთ, როგორ მოვიქცე, ხუთი წელია ასე იძახიან… ფანჯრები და კარები „დიქტებით“ მაქვს გამაგრებული. მაშ, სიმართლე არ არის არსად? როგორ მოვიქცე? ისეთ დღეში ვართ..“ – სოფელ ხაშმში, ჩვენს დანახვაზე იმედი ემატება ხმაში 77 წლის ხალხატიან რიმას. უკან დაგვყვება და ტირის… ტირის და გვეხვეწება დავეხმაროთ… Read the rest of this entry »

 

ფსიქიკური პრობლემა – ეს ყველას შეიძლება შეგვეხოს

ოლიკო ცისკარიშვილი

ჩემი მეგობრის ბებია, 83 წლის იყო რომ გარდაიცვალა… რამდენიმე წლით ადრე, დემენცია დაეწყო, თუმცა მაშინ ოჯახის წევრები ვერ მიხვდნენ რა სჭირდა მოხუცს. ის იპარებოდა სახლიდან: პოულობდნენ ხან სად და ხან სად. ხშირად შინ  პატრულს მოყავდა. ბოლოს კი, სახლში, სადაც ჩვილი ბავშვი იზრდებოდა, ღამე ანთებული ასანთით მძინარეებს დაადგა თავზე… საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი ოთახი დაიწვა. ის კი ამბობდა, რომ ეშმაკების განდევნის რიტუალს აწარმოებდა. ისე გარდაიცვალა, ყველას ეგონა, რომ მას უბრალოდ, სკლეროზი ჰქონდა… Read the rest of this entry »

 

„ოცნების ქალაქის“ ბინადრები

ლილიანა საითაძე

სიძველისგან ფერდაკარგული, დაობებული  მუყაოს კედლები, ტალახიანი „ბილიკები“ მწერები და ნესტის სუნი  ეს “ოცნების ქალაქია“, რომელიც გიგისთვის მართლაც  საოცნებო ადგილია.

“სამი დედმამიშვილი მყავს, ჩვენ საკუთარი ჭერიც კი არ გვქონდა, როცა გავიგეთ ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახები სახლდებოდნენ, დავიძარით საოცნებო ადგილისთვის, 20 კვ მეტრი ფართი ავიღეთ და ვცხოვრობთ, მართლია ეს არ არის ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ჭერი გვაქვს, საკუთარი ჭერი,” – ამბობს გიგა „ოცნების ქალაქის“ ერთ-ერთი მკვიდრი. Read the rest of this entry »

 

სელექციური აბორტი სტატისტიკა საქართველოში

არ დაბადებული გოგონების ხსოვნას

თინათინ სიხარულიძე

 „ძალიან ბედნიერები ვიყავით, ჩემი მეუღლე ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასე შეიცვლებოდა. ჩვენი გოგონა რომ წამოიზარდა ისე ექცეოდა, ისე ზრდიდა როგორც ბიჭს, ბარბების მაგივრად მანქანებს ყიდულობდა, სახლში სულ ან ჭიდაობას ასწავლიდა ან ბურთით ათამაშებდა. მისი ოცნება იყო ბიჭი ჰყოლოდა და ამას უკვე ვეღარც მალავდა, თუმცა ვერასდროს ვიფიქრებდი რომ საკუთარი შვილების „მკვლელობაზე“ იყო წამსვლელი,“  – ამბობს 22 წლის ელენე, რომელიც ორი შვილის დედაა და მეუღლესთან ერთად კახეთში, სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ოჯახი სამი წლის წინ შექმნეს და პირველი გოგონაც მალევე შეეძინათ. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, ელენე მალევე დაორსულდა, თუმცა როცა მისმა მეუღლემ სქესი გაიგო და გაარკვიეს რომ ისევ გოგონა უნდა ჰყოლოდათ ელენეს აბორტის გაკეთება მოსთხოვა. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა, – „არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, არ ვიცი რატომ დავთანხმდი, სამჯერ, სამჯერ მოვკალი საკუთარი შვილი.

Read the rest of this entry »

 

მათ ჩვენ ვძულვართ, იმიტომ, რომ ბოშები ვართ

თამარ იაკობაშვილი

ადა 30 წლისაა, ეთნიკურად ბოშა და თბილისში ნივთებს ყიდის: სუნამოებს, ელექტრო სავარცხლებსა და თმის მოვლის საშუალებებს. თავიდან, როდესაც ვკითხრე დისკრიმინაციის შესახებ, მითხრა, რომ მას დისკრიმინაცია არ ეხება. თუმცა შემდეგ მითხრა, რომ ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ და სხვადასხვა ადგილიდან აძევებენ. ,,მათ ჩვენ ვძულვართ, იმიტომ, რომ ბოშები ვართ და ,,ციგნებს“ გვეძახიან. ჩვენ ასე ვშოულობთ ფულს და ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – ამბობს ადა და გვიყვება ზოგჯერ მძღოლები როგორ ეჩხუბებიან და მაწანწალას ეძახიან.  ეს, კი მისთვის შეურაცხმყოფელია. Read the rest of this entry »

 

საზოგადოების გაჯანსაღების პროცესი მედიაპროპაგანდაა

ოლიკო ცისკარიშვილი

ნოემბრის ბოლო რიცხვებში, ბათუმში, ფონდის გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ ინიციატივით, ქართველი ჟურნალისტებისათვის საშემოდგომო სკოლის ფარგლებში ჩატარდა სწავლება – „ფსიქიკური ჯანმრთელობა და მედიაგაშუქება“, თემაზე „ფსიქიკური აშლილობის და ფსიქო-სოციალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა საქართველოში.“

ტრენინგს  ქართველ ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების გარდა პოლონელი ექსპერტებიც უძღვებოდნენ. Read the rest of this entry »

 

ნარკოდამოკიდებულებს გვერდში დგომა სჭირდებათ – ციხე არაა გამოსავალი

თეკლა ტაბატაძე

 „პირველად წამალი 16 წლის ასაკში გავსინჯე, მეგობრებთან ერთად, თავიდან უბრალო გასართობი გვეგონა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ არ ჩაგვითრევდა, თუმცა ხშირი მოხმარება, ჩვევაში გადავიდა.მოგვიანებით უფრო ძლიერი ნარკოტიებით დავინტერესდი და 18 წლის ასაკში ვენაში გავიკეთე. მომეწონა, მაგრამ ცოტა შევშინდი და ჩემს თავს პირობა მივეცი აღარ გავიკეთებდი. ცოტა ხნით მართლაც დავანებე თავი, თუმცა ოჯახური გაჭირვებისგან გასაქცევად ისევ დავუბრუნდი. მავიწყებდა პრობლემებს და ვერც კი ვხვდებოდი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ეს იყო,“ – ამბობს 40 წლის ანდრია, – „მოგვიანებით ციხეშიც აღმოვჩნდი, თუმცა არც ამან მიშველა. წამლის ფულის გამო ყველაფერი გამიკეთებია, სახლიდან მიმქონდა ნივთები გასაყიდად, ვიპარავდი, ოჯახის წევრების ნერვიულობას არაფრად ვაგდებდი, მეგონა როცა მომინდებოდა მაშინ დავანებებდი თავს.

Read the rest of this entry »

 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი: ვნანობ მოთმინებას

ანა მშვილდაძე

„გათხოვებიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო ძალადობა ჩემმა მეუღლემ.  ის ბავშვების თანდასწრებით  მაყენებდა  ფიზიკურ  შეურაცხყოფას და ამას  პრობლემად ვერ აღიქვამდა,“  – გვიყვება ა.გ., რომელიც 17 წლის ასაკში სიყვარულით გათხოვდა. ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა. მისი თქმით, ქმარი, რომ მასზე ძალადობდა, ოჯახის წევრებმაც იცოდნენ და მეზობლებმაც, თუმცა „ოჯახის საქმეში“ არ ერეოდნენ.   ა.გ  კი იმდენად შეშინებული იყო  რომ ეგონა  ამ სიტუაციას თავს ვერასდროს დააღწევდა.  თუმცა  პოლიციას მორიგი ძალადობის შემდეგ შეატყობინა. ეს ნაბიჯი, მხოლოდ შეშინებული ბავშვების გამო გადადგა, – „როდესაც  ვხედავდი რა ემართებოდათ დასისხლიანებული დედის დანახვისას, მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და  სამართალდამცავებს  შევატყობინე “, – ის ამ ნაბიჯს არც ნანობს, რადგან თვლის, რომ მოძალადე მამასთან ბავშვები არ უნდა იზრდებოდნენ, – „ვნანობ იმ მოთმინებას  და დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ბევრად უფრო მალე მოვაგვარებდი ამ პრობლემას,“ – ამბობს ის, და ყველა ძალადობის მსხვერპლს მოუწოდებს გამბედაობისკენ. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 27/11/2018 დუიმი სხვა...

 

ოშო რაჯნიშის “ცარიელი ნავის” პრეზენტაცია

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზემში ჩატარდა წიგნის ოშო რაჯნიშის “ცარიელი ნავის” პრეზენტაცია. წიგნი თარგმნა ოლიკო ცისკარიშვილმა, რედაქტორი მანანა ბალიაშვილი, გამომცემლობა “საქართველო აკადემიური გამომცემლობა.” წიგნის წარდგინებაზე ილაპარაკეს ოშოს მოღვაწეობაზე და მთარგმნელმა და ნანა შავდიამ წიგნიდან ამონარიდები წაიკითხეს… Read the rest of this entry »

 

თუ საზღვარგარეთ “ელდორადო” არ დაგხვდათ…

ოლიკო ცისკარიშვილი

„გთავაზობთ მაღალანაზღაურებად სამსახურს ევროპის ქვეყნებში… თურქეთში…“ – ასეთი განცხადებები ვრცელდებოდა საქართველში, გასული საუკუნის ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და როცა ქვეყნის ეკონომიკის მასობრივი რღვევა დაიწყო. მაშინ ქვეყანაში, სოციალური ფონი საშინლად დაეცა. ხალხის ძირითადი ფენა შიმშილობდა… უძლებდა სიცივეს, სიბნელეს, ბევრ უსამართლობას… ამას თან დაერთო ოსეთისა და აფხაზეთის ომები, სამოქალაქო ომი… სწორედ, აქედან დაიწყო საქართველოდან ადამიანების მასობრივი გასვლა სხვა ქვეყნებში. ადამიანები საკუთარი თავებისა და ოჯახების შიმშილისგან გადარჩენისთვის მზად იყვნენ უკანონონდ გადაეკვეთათ საზღვრები, ფეხით, სიცხეში, ტყვიის ქვეშ, საბარგულში დამალულები და ფაქტობრივად, მონურ პირობებში ემუშავათ ან სექსმუშაკები ყოფილიყვნენ, რადგან მათ ზურგს უკან იდგნენ დედები, მამები, ცოლები, შვილები… Read the rest of this entry »