RSS

Category Archives: რეგიონი-სტიქია

სტიქია ბათუმში

baT Stormiსტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ბათუმში. გვიან ღამით შტორმმა ბათუმში 6 ბალს მიაღწია, რის გამოც წყალმა ქალაქის მთელი სანაპირო ზოლი ჩამორეცხა.

განსაკუთრებით დაზიანდა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიები. ზღვის პირზე დაიტბორა ქუჩები და რესტორნები.  Read the rest of this entry »

 

ბათუმში შტორმის შედეგად დაკარგულ მეთევზეს ეძებენ

chaqvi 006ბათუმის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის მაშველები შტორმის შედეგად დაკარგულ მეთევზეს ეძებენ.  Read the rest of this entry »

 

შავ ზღვაში 5-6 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა

baTumSi Stormi nikuSa qobulaZeუამინდობის გამო, წუხელ შავ ზღვაში შტორმი დაფიქსირდა. შტორმის სიმძლავრე 5-6 ბალი იყო. ტალღებმა ზღვისპირა პარკის საფეხმავლო ბილიკამდე და ხიმშიაშვილის ქუჩამდეც მიაღწია. სანაპირო ზოლზე სახანძრო, სამაშველო, სანდასუფთავებისა და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლები დილის 5 საათიდან იყვნენ მობილიზებული. Read the rest of this entry »

 

ხელვაჩაურში ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ნარგავები ფესვებიანად მოგლიჯა

xe 1უამინდობამ პრობლემები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს შეუქმნა. დიდი ზარალი ჭარნალის, მახოსა და მახინჯაურის თემებს მიადგათ. ქარიშხალმა ათეულობით სახლი სახურავის, მოსახლეობის ნაწილი კი შუქის გარეშე დატოვა. სტიქიი გამო, რამდენიმე შენობა საცხოვრებლად უვარგისია. ოპელის მარკის მანქანის მგზავრები უბედურ შემთხვევას გადაურჩნენ. Read the rest of this entry »

 

ოზურგეთის რაიონში ქარიშხალმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა

qariSxaliოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. ქარიშხლის გამო ცენტრალურ მაგისტრალებზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. ძლიერმა ქარმა სოფლებში ხეებიც მოთხარა. Read the rest of this entry »

 

ოჩხამურში ხანძარი 10 ჰექტარს მოედო

IMG_0968ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში, ე.წ. ”კირპიჩის” ტერიტორიაზე, მასშტაბური ხანძარი საათნახევრის განმავლობაში 10 ჰექტარ ფართობს მოედო. ადგილზე ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა ამ დრომდე მუშაობს. ”ხანძარი, სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობის შედეგად გაჩნდა. მეხანზრეები ცდილობენ, რომ ცეცხლის ალი საცხოვრებელ სახლებზე არ გადავიდეს” – აცხადებს რადიო ”აჭარის” კორესპონდენტთან სატელეფონო საუბარში ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი დავით დავითაძე Read the rest of this entry »

 

ხანძარი ჩაქვში

IMG_0938ძლიერი ხანძარი იყო ჩაქვში. წერეთლის ქუჩაზე ცეცხლი ათეულობით ჰექტარ ფართობზე ნაძვის ხეებს მოედო, რის შემდეგაც ცეცხლის ალი მოსახლეობაში გავრცელდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლებზე ელექტროსადენებიდან გადავიდა. თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ ცეცხლი მოპირდაპირე მთიდან გადმოვიდა, სადაც წყალსაცავი იწვოდა. ძლიერი ქარის გამო, ხანძარი სასაფლაოს ტერიტორიასაც გადაედო. Read the rest of this entry »

 

გომის ტყეში ხანძარია

mtirakaამ წუთებში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ინფორმაცია, რომ მტირალას ეროვნულ პარკში ხანძარია. გურია ნიუსი კი იტყობინება, რომ ოზურგეთის მინიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, გომის ტყეში ხანძარი მძვინვარებს. Read the rest of this entry »

 

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა

zamt7მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთი ამ დროისთვის დაკეტილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზაზე ჩამოსულია რამდენიმე ზვავი, მათ შორის ერთი 10 მეტრიანია, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზების დეპარტამენტის ტექნიკა აღდგენით  სამუშაოებს უკვე აწარმოებს.
მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გზა შეძლებისდაგვარად სწრაფად გაიწმინდება.
საქართველოს საავტომობილო გზის სხვა მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჩამოწოლილი ზვავის გამო, გაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

შავ ზღვაში 4 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა

miwisZvra 04დღეს, ღამის 02:51 წუთზე, 4 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, შავ ზღვაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 28 კილომეტრში. Read the rest of this entry »