თბილისი, 12-14 აპრილს, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას – “კავკასია 2013”-ს უმასპინძლებს. “ექსპო ჯორჯიაში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოური კომპანიებიც – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოფაქტის ამბები
თბილისი, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას – “კავკასია 2013”-ს უმასპინძლებს
სამართალდამცველებმა უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე ამოღეს
ბორჯომის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ხე–ტყის უკანონოდ ჭრისა და დამზადების ფაქტზე, სოფელ ახალდაბაში მცხოვრები, 1969 წელს დაბადებული ჯუმბერ ა. დააკავეს. Read the rest of this entry »
ხეების დარგვის დღე სამხრეთ კორეაში
სამხრეთ კორეის ბევრი მკვიდრი, უბნის გამწვანებაში არის ჩართული.
ხეების დარგვის დღე – მთავრობის კამპანიის გამწვანების გადაწყვეტილებით დაარსდა. მთავრობის პირმა პაკ ჩჟონ ხიმ, თავისი კამპანიის პარგლებში, კორეის ხეების გამწვანება გადაწყვიტა, რის შედეგადაც დაარსდა ეს დღესასწაული. როგორც ცნობილი გახდა, ეს კამპანია საკმაოდ წარმატებბული აღმოჩნდა. Read the rest of this entry »
არგენტინაში წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში წყალდიდობის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. წყლის სიმაღლემ 1,5 მეტრს გადააჭარბა. Read the rest of this entry »
სიწმინდის დღესასწაული ცინ მინი
ცინ მინის დღესასწაული – გამწვანებულ მიწაზე გასვლის პირველი დღე.
დღესასწაული ცინ მინი – სიწმინდის დღესასწაულია, რომელიც მზიან და ნათელ ამინდს უკავშირდება. ცნობილია, რომ ამ დღეს ინი და იანი ერთამენთთან სრულ ჰარმონიაში და დაბალანსებულია. ცა (იანი) ანაყოფიერებს დედამიწას (ინს) და ბადებს ახალ სიცოცხლეს. Read the rest of this entry »
საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით
4 აპრილს, გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტებთან ხუდონის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, აგრეთვე, კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯია”, რომელიც ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განმახორციელებელია.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ევროკავშირის ,,Twinning” პროექტი დასრულდა
დღეს, 3 აპრილს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ევროკავშირის”ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის პროექტის” დახურვის ღონისძიება გაიმართა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციში დასრულდა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონალურ დონეზე ტურიზმის განვითარებას, ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას და ამ სფეროში ადამიანური რესურსების განვითარებას. Read the rest of this entry »
ფრინველების საერთაშორისო დღე
დღეს მთელი დედამიწა ფრინველების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. Read the rest of this entry »
შუამთა
შუამთა – ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-შია. ულამაზეს ტყეში, ხუროთმოძღვრულ ანსამბში სამი ეკლესიაა: გუმბათიანი ეკლესია და მცირე გუმბათოვანი ეკლესია მეშვიდე საუკუნისაა, ხოლო სამნავიანი ბაზილიკა მე-5 მე-6 საუკუნეების, რომელიც ქართული არქიტექტურის ადრეული საფეხური ერთ-ერთ საყურადღებო ნიმუშად ითვლება. სამივე ეკლესია ტყეში, რიყის ქვითაა ნაგები. ახალი შუამთა ძველი შუამთისგან 2-3 კილომეტრშია. იგი დაუარსებია ლევან (ლეონ) კახთა მეფის (1520-1574 წ.წ.) მეუღლეს, გურიელის ასულ თინათინს. მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს – მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა. Read the rest of this entry »
ჩემი მეგობარი ტყე – სასიამოვნო ფინალი
ამინდში გაგვიმართლა, გიჟმაჟმა მარტმა ზუსტად ამ დღეს გამოიხედა და მზიანი, თბილი ამინდი დაგვახვედრა ახმეტის დღის ცენტრში, სადაც უკვე მოუთმენლად გველოდებოდნენ პროექტ “ჩემი მეგობარი ტყის” კონკურსანტები… და ეზო, სადაც რამდენიმე წელიწადში ჩვენს მიერ დარგული კაკლის ხეები იშრიალებს. Read the rest of this entry »



