Category Archives: ეკოფაქტის ამბები
ახმეტის მუნიციპალიტეტს აქვს პოტენციალი განვითარდეს ტურიზმი
ახმეტის მუნიციპალიტეტში ათეულობით ძეგლია, რომლითაც შეიძლება უამრავი ტურისტი დაინტერესდეს. მათ შორის უმრავლესობა აღდგენას, მოვლასა და პატრონობას საჭიროებს. რეგიონს სერიოზულად სჭირდება ამ დარგის განვითარება, და მასში უეჭველად უნდა ჩაერთოს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ხელისუფლება და კერძო სტრუქტურებიც. გარდა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობისა, აუცილებელია ეკოპროექტების დაპროექტება, მოგზაურობისას ტურისტთა უსაფრთხოების დაცვა და ტურისტული მენეჯმენტის განვითარებაზე ზრუნვა. Read the rest of this entry »
“გარემოს მონიტორინგისა და საინჟინრო ეკოლოგიის ცენტრი” სემინარს ატარებს
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტთან არსებული “გარემოს მონიტორინგისა და საინჟინრო ეკოლოგიის ცენტრი” ატარებს გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სემინარს თემაზე: “ეკოლოგიური პრობლემები და ახალგაზრდობა”. Read the rest of this entry »
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გიორგი სიგუა უხელმძღვანელებს
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა გიორგი სიგუა წარადგინა. Read the rest of this entry »
წყალდიდობამ ჩეხეთიდან სლოვაკეთში გადაინაცვლა
წყალდიდობამ, რომელიც ცენტრალურ ევროპაში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, ჩეხეთიდან სლოვაკეთში გადაინაცვლა. “სი-ენ-ენის” ინფორმაციით, ბრატისლავაში სტიქიას უკვე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. პირველად ისტორიაში, დუნაის წყლის დონემ სლოვაკეთის დედაქალაქში 10 მეტრს მიაღწია. Read the rest of this entry »
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენა 7-9 ივნისს გაიმართება
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებით, 7-9 ივნისს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენა “ექსპოჯორჯია 2013” გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასოციაცია “ქართული ღვინო” და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 7 ივნისს გამოფენას ოფიციალურად გახსნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, შალვა ფიფია და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან დავითაშვილი. Read the rest of this entry »
USAID-ის მისიის დირექტორმა კლიმატის ცვლილებაზე სტუდენტთა ესეების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
დღეს, 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ივ,ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID-ის მისიის დირექტორმა სტივენ ჰაიკინი კლიმატის ცვლილების საკითხებზე სტუდენტთა ესეების კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა Read the rest of this entry »
პრაღაში წყლის დონე იკლებს, თუმცა ზოგიერთ რაიონში ისევ საგანგებო მდგომარეობაა
პრაღაში არსებულმა დამცავმა ზღუდეებმა წყალდიდობის პიკს გაუძლეს და ჩეხეთის დედაქალაქში წყლის დონემ კლება დაიწყო. ამასთან ერთად, ტურისტებისთვისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის რიგი ობიექტები პრაღაში ჯერ კიდევ დახურულია და ქალაქის ცენტრში მეტრო ჯერ კიდევ არ მუშაობს, თუმცა დღეისათის 5 მეტროსადგურის გახსნა იგეგმება. Read the rest of this entry »
არჩილ გეგენავას ყვარლის ტბა ჩამოართვეს
კომპანია “m ჯგუფის” მფლობელსა და მთაწმინდის ყოფილ მაჟორიტარს არჩილ გეგენავას ყვარლის ტბა ჩამოართვეს. ყვარლის ტბის კომპლექსი გეგენავამ რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის სამინისტროსაგან შეიძინა, თუმცა კომპანიის ძველი მფლობელი ს/ს “კორპორაცია ქინძმარაულის” ხელმძღვანელი თამაზ კონჭოშვილი აცხადებდა, რომ მას ქონება გეგენავას დავალებით ეკონომიკის სამინისტრომ უკანონოდ ჩამოართვა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებულ პირებს გადასცა. Read the rest of this entry »
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას. Read the rest of this entry »





