საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პროექტის “ichange.gov.ge. პეტიციის პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კამპანიის” დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, მთავარი მიზანი დამსწრე საზოგადოებისთვის პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და პეტიციების პორტალთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა იყო. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოფაქტის ამბები
კონკურსის “მოითხოვე ცვლილებების” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
მოგზაურობა ხევსურეთში – ხევსურების ტკივილი
ობიექტივიდან, „სოციალური გადაცემის“ ავტორმა და წამყვანმა, ნათია მაზანაშვილმა დამირეკა – ხევსურეთში მივდივართ და ხომ არ წამოხვალო, – უარს როგორ ვიტყოდი, ისედაც ბუნებით მაწანწალა ვარ და ამის გარდა, სულით ხორცამდე მტკივა მაღალმთიანეთი, ასეთ შანს კი ნამდვილად არ გავუშვებდი ხელიდან, რომ კიდევ ერთხელ ვყოფილიყავი შუამავალი მთის ხალხსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ევალებათ მთის პრობლემების მოგვარება. Read the rest of this entry »
მიგრანტთათვის და არა მხოლოდ…
გასული საუკუნის ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და როცა ქვეყნის ეკონომიკის მასობრივი რღვევა იყო, საქართველოში, სოციალური ფონი საშინლად დაეცა. ხალხის ძირითადი ფენა შიმშილობდა… უძლებდა სიცივეს, სიბნელეს, ბევრ უსამართლობას… ამას თან დაერთო ოსეთისა და აფხაზეთის ომები, სამოქალაქო ომი… სწორედ, აქედან დაიწყო საქართველოდან ადამიანების მასობრივი გასვლა სხვა ქვეყნებში. ადამიანები საკუთარი თავებისა და ოჯახების შიმშილისგან გადარჩენისთვის მზად იყვნენ უკანონონდ გადაეკვეთათ საზღვრები, ფეხით, სიცხეში, ტყვიის ქვეშ, საბარგულში დამალულები და ფაქტობრივად, მონურ პირობებში ემუშავათ ან სექსმუშაკები ყოფილიყვნენ, რადგან მათ ზურგს უკან იდგნენ დედები, მამები, ცოლები, შვილები… Read the rest of this entry »
აზრებაიჯანში 5.7 მაგნიტუდა მიწისძრა დაფიქსირდა
დღეს, თბილისის დროით, 22:40 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახლემწიფო საზღვრიდან 15 კმ-ში მოხდა 5.7 მაგნიტუდი მიწისძვრა. Read the rest of this entry »
დღეს, გარემოს დაცვის დღეა
ეკოფაქტი, ყველას ულოცავს გარემოს დაცვის დღეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა. დღეს, მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს მსოფლიოს ქვეყნები ერთიანდებიან პლასტმასის ნარჩენებით დედამიწის დაბინძურების წინააღმდეგ. დღევანდელი მონაცემებით, 2050 წლისთვის ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება. Read the rest of this entry »
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე
5 ივნისს მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს მსოფლიოს ქვეყნები ერთიანდებიან პლასტმასის ნარჩენებით დედამიწის დაბინძურების წინააღმდეგ. დღევანდელი მონაცემებით, 2050 წლისთვის ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება. ამ მოსალოდნელი რეალობის შესაცვლელად საჭიროა თითოეული ადამიანის ჩართულობა პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლაში. Read the rest of this entry »
ტრენინგი ეკოჰაბებში – „მწვანე სპეციალისტი – სწორად შერჩეული პროფესია“
CENN, ახალი ტექნოლოგიების ცენტრთან ერთად, აგრძელებს ტრენინგების ციკლს სკოლის მოსწავლეებისათვის „მწვანე სპეციალისტი – სწორად შერჩეული პროფესია“.
ტრენინგები უკვე ჩატარდა გორში, ახალციხესა და თელავში. ციკლი სასწავლო წლის დასრულებამდე გაგრძელდება და საქართველოს ყველა ეკოჰაბსდაფარავს. Read the rest of this entry »
ტყის ჭრაზე სანქციები აუცილებელია
„გლობალ ფორესტ ვოჩი“, საქართველოში, ტყეებში არსებულ მდგომარეობას 2001 წლიდან იკვლევს. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქვეყნის მასშტაბით 8917 ჰექტარი ტყეა გაჩეხილი. არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა ამ კუთხით თბილისში. დედაქალაქში ხე-ტყის ჭრა ძირითადად, ეკონომიკური განვითარების ხარჯზე ხდება. გასულ წელს საზოგადოების საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა ყაზბეგის გამზირზე სახლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული ხეების ჩეხვის ფაქტი. შპს „ორბი ჯგუფი თბილის“-ის მიერ გაიჩეხა 44 ჯანმრთელი ხე. არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ შეისწავლა ხეების ჭრის სტატისტიკა და ეკონომიკურ მოგებასთან მისი კავშირი. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. 2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე სულ 583 ნებართვა გაიცა 3,552 ხის მოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე. სწორედ, ეს გარემოება აჩენს კითხვას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება დედაქალაქში ხეებისთვის დაზიანებულის სტატუსის მინიჭება. Read the rest of this entry »
საქართველოში, ტყის საფარი, გაუთავებელი ჭრების გამო, შემცირებულია
მსოფლიოში ტყე ფასდაუდებელ ბუნებრივ სიმდიდრედ ითვლება, რომელსაც ცოცხალი ორგანიზმებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ტყის საფარი დედამიწის ზედაპირის 30% მოიცავს. საქართველოში, ტყეს, ქვეყნის საერთო ტერიტორიის დაახლოებით 40 % უკავია. ბიოსფეროში ტყე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, გავლენას ახდენს ჟანგბადის და ნახშირბადის ბალანსზე, ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, იცავს ნიადაგს ეროზიისგან, მოკლედ რომ ვთქვათ, თითოეული ადამიანისთვის ჯანსაღი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სიმშვიდის ხელშემწყობია.
მომწამლავი პლასტმასი
იცოდით თუ არა, რომ პლასტმასი, რომელსაც ადამიანები ყოველდღე ვიყენებთ შემდეგ კი ნარჩენებად ვაქცევთ, ბუნებრივად არ იხრწნება. საქართველოში მისი გადამამუშვებელი სექტორი არ არის განვითარებული და ადგილობრივ ბაზარზე, მისი სეპარირებული შეგროვება სხვადასხვა პროექტის სახით მიმდინარეობს. საყოფაცხოვრებო ნაგვის 11%-ს სწორედ პლასტმასის ნარჩენი წარმოადგენს. Read the rest of this entry »








