RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

მდ.ჭოროხის კირნათი ჰესის მშენებლობისა და მისი გარემოზე ზემოქმედების რისკები

dariali 006დღეს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის და ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის ინიციატივით გაიმართა დისკუსია მდ.ჭოროხის კირნათი ჰესის მშენებლობისა და მისი გარემოზე ზემოქმედების რისკებთან დაკავშირებით. “აჭარ ენერჯი 2007” გეგმავს მდ. ჭოროხის ბოლო 21 კმ-იან მონაკვეთზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტრო სადგურების კასკადის პროექტის განხორციელებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, თუმცა გარემოსდაცვის ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გააჩნიათ მთელი რიგი შენიშვნებისა, რომლებიც ეკოლოგიური თვალსაზრისით საფრთხეს უქმნის გარემოს და ადგილობრივებს. Read the rest of this entry »

 

ბელგიაში მსოფლიში ყველაზე დიდი ყვავილი “გვამის ყვავილი” გაიშალა

belgia“გვამის ყვავილი” Titan Arum (Amorphophallus titanum) არის ყველაზე დიდი ყვავილი დედამიწაზე, აყვავდა კვირას ბელგიის ქალაქ მეიზეს ნაციონალურ ბოტანიკურ ბაღში.  ყვავილი, რომლის სიმაღლე 2 მეტრი და 44 სანტიმეტრია, და მისი წონა სავარაუდოდ 50 კილოგრამია, პირველად გაიშალა 2008 წელს. Read the rest of this entry »

 

გიორგი სიგუა: საქართველოში უკვე სასტუმროების დეფიციტია

yvarlis tba 022“საქართველოში უკვე სასტუმროების დეფიციტია”- აღნიშნულის შესახებ განცხადებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა აკეთებს. სიგუა ინვესტორებს მოუწოდებს, რომ სასტუმრო ბიზნესში ფული ჩადონ, რადგანაც საქართველოში სასტუმროებზე მზარდი მოთხოვნაა. Read the rest of this entry »

 

„საძოვრების მდგრადი მართვა საქართველოში” პროექტის პრეზენტაცია ქორთიარდ მერიოტში

mecxvare 009 9 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში” პროექტის „საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვა ადგილობრივი თემებისთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით” პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიასა და მის მიმდებარე ზონაში დეგრადირებული საძოვრების რეაბილიტაცია და ძოვების მდგრადი პრაქტიკის შემოღება საქართველოში. Read the rest of this entry »

 

იაპონიაში სიცხისგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა

mzeიაპონიაში ძლიერი სიცხის გამო, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 902 საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხუთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, იტყობინება ტელეკომპანია NHK . 50 წლის გარდაცვლილი ღია ცის ქვეშ ალაგებდა, ის საავადმყოფოში მიიყვანეს მზის დარტყმის სიმპტომებით და ძალიან მალე გარდაიცვალა. საავადმყოფოში მოხვდა ბევრი სპორტსმენიც, რომლებიც ღია ცის ქვეშ ვარჯიშობდნენ. Read the rest of this entry »

 

კანადაში მსხვერპლთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

kanadaკანადაში კვებეკის პროვინციის პოლიციამ მატარებლის კატასტროფის ადგილას, აღმოაჩინა კიდევ ორი ცხედარი, იტყობინება რია ნოვოსტი.

უფრო ადრე პოლიცია იტყობინებოდა მხოლოდ ერთი გარდაცვლილის შესახებ. მატარებელი, რომელსაც 73 ცისტერნა ნავთობი გადაჰქონდა, ქალაქ ლიაკ მეჯანტიკში მონრეალიდან 250 კილომეტრში რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის ადგილას მოხდა აფეთქება და ძლიერმა ხანძარმა მოიცვა ახლომდებარე სახლები. ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით ასამდე ადამიანი დაკარგულია და არ გამორიცხავენ მსხვერპლის ზრდასაც. Read the rest of this entry »

 

კანადაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ასზე მეტი დაკარგულად ითვლება მატარებლის კატასტროფის შემდეგ

xanZari kanadaSiერთი ადამიანი გარდაიცვალა და ასზე მეტი დაკარგულად ითვლება მატარებლის კატასტროფის შემდეგ ქალაქ ლაკ-მეგანკში, სადაც ნავთობით დატვირთული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, – წერს The Globe and Mail. Read the rest of this entry »

 

ზოოპარკში დღეს 20 ლეკვი გაჩუქდება

lekvebiთბილისის ზოოპარკში ლეკვების გაჩუქების ყოველკვირეული ღონისძიება მიმდინარეობს. თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს გასაჩუქრდება 20 ლეკვი და
აქცია გაგრძელდება 4 საათამდე 🙂 Read the rest of this entry »

 

ქაიროში არეულობის მიუხედავად, ეგვიპტეში ტურისტების ნაკადი არ წყდება

egvipte01ქაიროში არეულობის მიუხედავად, ეგვიპტეში ტურისტების ნაკადი არ წყდება, ალექსანდრიასა და რიგ მსხვილ ქალაქებში უცხოელი ტურისტები აგრძელებენ ვიზიტს. იქ სადაც შენარჩუნებულია მშვიდი გარემო, განაცხადა წითელი ზღვის ტამერ ნაბილმა. Read the rest of this entry »

 

რუსეთის სამ ცენტრალურ რეგიონში ქარიშხლის საშიშროება გამოაცხადეს

Stormiანომალიური სიცხეების გამო, ქარიშხლის საშიშროება გამოაცხადეს რუსეთის სამ ცენტრალურ რეგიონში – ბელგოროდში, ვორონეჟსა და ლიპეცკიში. ამის შესახებ იტყობინება იტარ-ტასი. Read the rest of this entry »