RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს შექმნის

yazbegi 001ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის გიორგი სიგუას სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად ქვეყნის მასშტაბით ტურისტულ ობიექტებში მომსახურების სფეროს გაუმჯობესება სახელდება. რისთვისაც უწყებაში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური იქმნება, რომლის მიზანიც ქვეყნის მასშტაბით ტურისტულ ობიექტებში მომსახურების სფეროს გაუმჯობესება იქნება. Read the rest of this entry »

 

მიწისძვრას ჩინეთში მსხვერპლი მოჰყვა

miwisZvraჩინეთის პროვინცია განსუში მომხდარი მისწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ დინსის გარეუბანში დანგრეულია 400 სახლი და 5 ათასზე მეტი დაზიანებულია. Read the rest of this entry »

 

უკანონო თევზჭერის ფაქტებზე სანქციები მკაცრდება

daxocili Tevzi2013 წლის 17 ივლისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლში ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტებზე. Read the rest of this entry »

 

დარიალჰესის გამო მიღებული კანონი და დარიალის ხეობა

dariali 003ოლიკო ცისკარიშვილი

“აქცია არ გაგვიმართავს, უბრალოდ, მინდოდა ჩემს შვილებს თერგი ენახათ. ლაღი – ხევში თავისუფლად მორბენალი. მასთან ერთად, ზვიადი კლდეების სიდიადე შეეგრძნოთ. მინდოდა იმ სილამაზით, ისე აღტაცებულიყვნენ, როგორც მე დამემართა, რამდენიმე წლის წინ. მინდოდა ჩემს შვილებს თავისი შვილებისთვის მოეყოლათ, დარიალსა და თერგზე. დავიგვიანე… “- ყვება ერთ-ერთი ქართველი, რომელმაც დარიალის ხეობაში უკვე მშენებარე ჰესების გამო, როგორც თავად ამბობს, ულამაზესი დარიალის ხეობის ნაცვლად, მისმა შვილებმა უშველებელი ბულდოზერების მიერ ამტვერებულ გარემოში მხოლოდ ის ნახეს, როგორ ამზადებდნენ თერგისთვის გვირაბს. Read the rest of this entry »

 

ზოოპარკში ლეკვების გაჩუქების აქცია მიმდინარეობს

ლეკვებიდღეს, თბილისის ზოოპარკში გაიმართება მორიგი მე-8 ღონისძიება “თავშესაფრებიდან ლეკვებისა და კნუტების გაჩუქება”.  “დღეს, გასაჩუქებლად 11 ლეკვი გამოვიყვანეთ
აქცია გაგრძელდება 4 საათამდე”, – აცხადებენ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში. Read the rest of this entry »

 

სოფელ კარდენახში რამდენიმე ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს

mewyeri 001სოფელ კარდენახში, სადაც 2800 ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე ათეული ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. 53 წლის კორახაშვილი დავითი ავარიულ სახლში მარტო ცხოვრობს ობოლ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი თქმით, 2010 წლიდან ითხოვენ დახმარებას მთავრობისგან. “არჩევნების შემდეგ ვიყავით გამგეობაში და გეოლოგების დადებული დასკვნაც დაკარგულია, წერილი პრეზიდენტის სახელზეც დავწერეთ, თუმცა ჩვენი საშველი მაინც არაა,” – ამბობს იგი. Read the rest of this entry »

 

ტრავერტები დღეს

ტრავერტინები გუდაური -კობის საგზაო მონაკვეთზეა. ვინც კი ყაზბეგში ნამყოფია ყველამ იცის ეს ადგილი. ამჟამად, ტრავერტინებთან არსებული გვირაბის შეკეთება მიმდინარეობს, რისთვისაც სამშენებლო კომპანიამ  გზა პირდაპირ ტრავერტინებზე გაიყვანეს და ტექნიკა ამ გზით მოძრაობს.  სამშენებლო კომპანიისა და არა მარტო მისი განცხადებით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ ბუნების ძეგლის განადგურება, რადგან ტრავერტები სწრაფად მძარდია და მათი მტკიცებით, ორ წელიწადში ჩვეულ ფორმაში ჩადგება. თუმცა მის პირვანდელი სახის დაბრუნებას, სპეციალისტების თქმით, საუკუნეები დასჭირდება. Read the rest of this entry »

 

კანადაში მატარებლის კატასტროფამ 24 ადამიანი შეიწირა

kanadaკანადაში კვებეკის პროვინციაში მატარებლის კატასტროფის ადგილას პოლიციამ კიდევ 24 ცხედარი აღმოაჩინა. კიდევ 30 ადამიანი დაკარგულად ითვლება. პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, დაკარგულები ხანძარს ვერ გადაურჩებოდნენ. მატარებელი, რომელსაც 73 ცისტერნა ნავთობი გადაჰქონდა, ქალაქ ლიაკ მეჯანტიკში მონრეალიდან 250 კილომეტრში რელსებიდან გადავიდა. Read the rest of this entry »

 

ატმის მაგივრად თივას მოვიყვანთ, თივა უფრო ძვირად ფასობს…

atami 001“ჩემი ღორები თვალებს ხუჭავენ უკვე, ატამს რომ ხედავენ, ატმის მეტს არაფერს ვაჭმევ, – ამბობს ატმის და ვაშლატამას გამყიდველები, სოფელ ჩუმლაყში ატმის ბაზრობაზე, სადაც ატმის ფასი ათიდან 20 თეთრამდე მერყეობს.

“ატმის რევოლუციას ხომ არ მოვაწყობთ?: – ხუმრობს გევრდითა დახლიდან გლეხი და ჩივილს იწყებს, რომ არ ეყიდება ატამი, – “ალბათ გავკაფავთ ატამსაც, როგორც ყურძენს. იმდენს დავიტოვებთ, რამდენიც ოჯახს სჭირდება.” Read the rest of this entry »

 

ლაგოდეხში სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გაიმართა

lagodexi 003 “რაც თავი გვახსოვს ასეთ მდგომარეობაში ვართ, ადრე წყალი იყო, სათავე წვიმის შემდეგ იმღვრევა და მოდის. დასალევად საერთოდ არ ვარგა,” – ამბობენ ლაგოდეხის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა, რომლებიც სასმელ წყალს ითხოვენ. მათ უკვე თვეზე მეტია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. თუმცა, ლაგოდეხელები სულადობის მიხედვით იხდიან წყლის საფასურს და ერთი სული მოსახლე ყოველთვიურად 30 თეთრს იხდის. Read the rest of this entry »