RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

ქობულეთით უკრაინელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ

qobuleTi02ქობულეთის ტურისტულ ზონაში ინვესტირებით უკრაინელი ბიზნესმენები ინტერესდებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ზონაში ოპერირებით უკრაინელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან.
„ამ დროისათვის ქობულეთის ტურისტული ზონით უკრაინელ ბიზნესმენები არიან დაინტერესებულნი და მათთნ მიმდინარეობს მოლაპარაკებები”- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ტურისტულ ზონებთან მიმართებაში ქვეყანაში შესაბამისი კანონმდებლობა უკვე არსებობს და ახალ ინვესტორებთან ხელშეკრულებებიც სწორედ ამ კანონისა და პირობების შესაბამისად დაიდება. Read the rest of this entry »

 

ომს გამოქცეულები

oliko015ბევრი ფიქრის შემდეგ, მაინც გადავწვიტე დამედო… ეკოფაქტი მაინც ეკოფაქტია. ამ ტკივილს ყველა თავისებურად განიცდის, მეც დღემდე მტკივა და ვერ ვერევი… ამიტომაც გადავწვიტე აქ დამედო, იმ დღეების ჩანაწერები… თუმცა აქაც ნაკლებადაა ჩემი შეგრძნებები… მაინც იდოს აქაც…

ოლიკო ცისკარიშვილი
ქუჩებში შიში. ტანკები, იარაღიანი ჯარისკაცები. თვითმფრინავების ინტენსიური ფრენა და გამუდმებით აფეთქებების ხმა. საარტილერიო დაბომბვისგან განადგურებული ქალაქები, სოფლები, პორტები, ხიდები. რუსი ჯარისკაცების მიერ გაძარცვული სახლები, გაუპატიურებული ქალები, დახოცილი კაცები, მოხუცები, ბავშვები. ეს არაა რომელიმე ბოევიკური ფილმიდან ამონარიდი. ეს დღევანდელი საქართველოს რეალობაა. ნამდვილად არ ვიცი, ვისი პოლიტიკური თამაშის მსხვერპლია ჩემი სამშობლო, ამას მომავალში გავიგებთ, დღეს კი ფაქტია, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, რუსეთის ჩექმით ითელება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მოსახლეობის ყველანაირი უფლება. დასავლეთ საქართველოდან ათასობით დევნილია სახლკარისა და საკვების გარეშე დარჩენილი. ათობით დახოცილი კი უპატრონოდაა მიყრილი რუსების კონტროლირებად ტერიტორიებზე. ათობით დაჭრილი კი სამედიცინო დახმარების გარეშეა დარჩენილი და სიკვდილს ებრძვის. გაიქურდა სახლები, მაღაზიები, ბანკები, გათიშულია საკომუნიკაციო საშუალებები. დაბლოკილია რუსული ინტერნეტგვერდები. არ მუშაობს ელექტრონული ფოსტაც. იწვება ტყეები და ნაკრძალები. თითქმის განადგურებულია ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ აღიარა ის ფაქტი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ომს აწარმოებს, რუსული მხარე ამ ფაქტს უარყოფს და ამ ოპერაციას სამშვიდობოს უწოდებს. საქართველოს მშვიდობა დაუბრუნდება და ქვეყანაში ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგება. მანამდე კი დევნილები კარვებში, სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობებში ცხოვრობენ. Read the rest of this entry »

 

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში ღამის გათევა 5843 დოლარი ღირს

wurid turistebiმსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო სეიშელის კუნძულებზე მდებარეობს. North Island Lodge-ში ღამის გათევა 5843 დოლარადაა შესაძლებელი. სასტუმროში მოხვედრა კუნძულ მაედან ვერტმფრენითაა შესაძლებელი. კუნძულიდან სასტუმროში ვერტმფრენის ფრენის ხანგრძლივობა 15 წუთია. უნდა აღინიშნოს, რომ North Island Lodge-ის სასტუმრო ნომრის ღირებულების შემდეგ, ძვირადღირებულად ფიჯიში, Laucala-ის სასტუმრო ნომერი ითვლება, სადაც ღამის გათევა 5040 დოლარადაა შესაძლებელი. Read the rest of this entry »

 

24 საათიანი ცხელი ხაზი ტურისტებისთვის

yazbegiskenტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით საქართველოში ტურისტებისთვის 24 საათიანი ცხელი ხაზი ამუშავდა. ნომერზე _ 0 800 800 909 როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია განთავსების, დადაადგილება-ტრანსპორტირებისა და კვების ობიექტების შესახებ სრულიად უფასოდ. სურვილის შემთხვევაში მიეცემათ რეკომენდაციები ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების, ასევე ქვეყანაში დაგეგმილი ეროვნული დღესასწაულების, ფესტივალებისა და სხვა აქტივობების შესახებ. Read the rest of this entry »

 

მედიაკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

sidaა/წ 6 აგვისტოს, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“–ს მიერ ორგანიზებული რეგიონული პრობლემატიკის მედიატურის/კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

კონკურსის გამარჯვებულად შემდეგი ჟურნალისტები დასახელდნენ: I ადგილი – ოლიკო ცისკარიშვილი – მედიასაშუალება „iReporter“, “Eko Fact”, II ადგილი – სუხლან მესხიძე –„25–ე არხი“, III ადგილზე კი სამი ჟურნალისტი გავიდა:თეა თოფურია – რადიო „თავისუფლება“მანანა ვარდიაშვილი – „ლიბერალი“და თამარ კვინიკაძე – ჟურნალი ,,გზა”. Read the rest of this entry »

 

დაცული ტერიტორიების დაზიანება-დანაგვიანება სოლიდურ ჯარიმებთან იქნება დაკავშირებული

tye 5დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და დაწესებული ჯარიმები იზრდება. ამასთან, ადმინისტრაციულ კოდექსს ორი მუხლი ემატება, რომელთაგან ერთი დაცულ ტერიტორიის დანაგვიანებას ეხება, მეორე – ბუნების ძეგლის დაზიანებას და ასეთ ქმედებებზე ფულად პასუხისმგებლობას აწესებს.  Read the rest of this entry »

 

აშშ ამერიკელ ტურისტებს მოუწოდებს, ალ-ქაიდას ტერაქტების მუქარის გამო, მოგზაურობაზე უარი თქვან

egvipte01აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ ტურისტებს მოუწოდებს, უარი თქვან მოგზაურობაზე ალ-ქაიდას ტერორისტული აქტების მუქარის გამო. ამის შესახებ “ბიბისი” იუწყება. დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ალ-ქაიდას” პოტენციური სამიზნე ძირითადად შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა იქნებიან.  Read the rest of this entry »

 

ომალოში თუშეთობა იმართება

omalo 005სოფელ ომალოში სახალხო დღესასწაული “თუშეთობა” გაიმართება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან ცნობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, ქარუმ წერეთელი, რეგიონალური სამმართველოს მთავარ სპეციალისტ არჩილ ჭოტაშვილთან ერთად თუშეთს ესტუმრება და სოფელ ომალოში სახალხო დღესასწაულ “თუშეთობას” დაესწრება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღესასწაული თუში ხალხის უძველეს პროფესიას – მეცხვარეობას უკავშირდება და გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ივლისის ან აგვისტოს თვეში, ყოველწლიურად აღინიშნება. Read the rest of this entry »

 

უნიკალური წარმონაქმნის ბუნების ძეგლებს სპეციალური კანონი დაიცავს

martvili 019უნიკალური, იშვიათი წარმონაქმნის ბუნების ძეგლები სპეციალური კანონის დაცვის ქვეშ ექცევა. “ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ” – ასე ეწოდება კანონპროექტს, რომლის რეგულირების სივრცეში შევა: სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსი – ბალდის კანიონი, ინიორეს ჩანჩქერი და ტობას პირველი მღვიმე, ტობას ჩანჩქერი და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლი, ასევე მოთენას მღვიმე, ჯორწყუს მღვიმე, ოჩხომურის ჩანჩქერი, ნაზოდელაოს მღვიმე, მდინარე აბაშის ჩანჩქერი და გოჭკადილის კანიონი.  Read the rest of this entry »

 

სენაკს სტიქია უტევს

senakiსენაკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.სენაკი უკვე დატოვა 100-ზე მეტმა ოჯახმა.სენაკის რაიონის ნაწილს ამ დროისთვის არ მიეწოდება ელექტროენერგია. დატბორილია რუსთაველის, ჭავჭავაძის, მშვიდობისა და შარტავას ქუჩები. Read the rest of this entry »