დღეს, ქალაქი ნინოწმინდის აღმოსავლეთით 20 კილომეტრში სოფელ ფოკასთან მიწისძვრა დაფიქსირდა. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოფაქტის ამბები
სოფელ ფოკასთან მიწისძვრა დაფიქსირდა
როგორ დავიცვათ თავი ამა თუ იმ სტიქიური მოვლენის შემოტევისას
გთავაზობთ მაშველთა რჩევებს, როგორ დავიცვათ თავი ამა თუ იმ სტიქიური მოვლენის შემოტევისას. მაშველები აცხადებენ, რომ სტიქიის შემოტევისას ადამიანების მთავარი მტერი პანიკაა. Read the rest of this entry »
საქართველოს ციკლონი უახლოვდება
გარემოს დაცვის სამინისტრო უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს ყველა მუნიციპალიტეტს. სინოპტიკოსების ვარაუდით 4 სექტემბრიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება. Read the rest of this entry »
ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
წუხელ ღამით ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები აფენი, ჭაბუკიანი, ლელიანი და განსაკუთრებულად აბაშისწილი დააზარალა. როგორც სოფლის მოსახლეობამ განაცხადა, სტიქია სოფლებს თითქმის 20 წუთამდე უტევდა. დაზარალებული მოსახლეობა სტიქიის შედეგით შეშფოთებულია, რადგან მათი განცხადებით, სათანადო დახმარების გაწევის გარეშე, ისინი საბანკო კრედიტების გასტუმრებას ვერ შეძლებენ. Read the rest of this entry »
სტიქია დასავლეთ საქართველოში
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ფაცამ სენაკის რაიონში 25-მდე სახლი დატბორა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები. ადგილობრივების განცხადებით, აუცილებლად ასაშენებელია მდინარესთან ჯებირები. ეს ჯებირები დაახლოებით ერთი თვის წინ წყალდიდობის დროს დაზიანდა და მას შემდეგ შეკეთება ვერ მოხერხდა. მოსახლეობა აღდგენითი სამუშაოების დროულად დაწყებას ითხოვს. Read the rest of this entry »
შს სამინისტროს მაშველებმა 1974 წელს დაკარგული ხორვატი ალპინისტის ნეშტს მიაკვლიეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, მწვერვალ „უშბას“ მყინვარზე 1974 წელს დაკარგული ხორვატული ალპინისტური ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ნეშტს მიაკვლიეს. Read the rest of this entry »
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 22 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია
ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში 22 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია, – აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” სოფლის რწმუნებულმა, გულნარა ჩიჩუამ დაუდასტურა.
ლანჩხუთის გამგებლის ინფორმაციით, ჭანჭათის გარდა სტიქიამ სერიოზულად დააზარალა სოფლები ზემო და ქვემო აკეთი. როგორც სოფელ აკეთის რწმუნებულმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მოვარდნილმა ღვარცოფმა ხიდ-ბოგირები დაანგრია. Read the rest of this entry »
ურეკში გადაუღებელმა წვიმამ სანაპირო ზოლი დატბორა
დღეს, დილიდან ურეკში ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია. დამსვენებლების თქმით, დატბორიალია ეზოები. წყალი ეზოებში მუხლებამდე დგას, გადაუღებელი წვიმის გამო, წყლის დონე იმატებს და საფრთხეს უქმნის შენობებს. Read the rest of this entry »
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეწყვეტილია
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიღმის ხიდიდან გმირთა მოედნის ესტაკატამდე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. თამარ მეფის სახელობის ხიდთან ორი ექსკავატორით კლდის ქანების ჩამოშლა მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია მარშალ გელოვანისა და ბელიაშვილის ქუჩებზე და მარჯვენა სანაპიროზე. Read the rest of this entry »
ნადირობის სეზონი იხსნება
17 აგვისტოდან ნადირობის სეზონი იხსნება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული. სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობის სეზონი განსაზღვრულია ყოველი წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო ცალკეულ სახეობებზე ვადები მინისტრის ბრძანებით დგინდება.
აგვისტოს მესამე შაბათიდან – მომდევნო წლის 15 თებერვლამდე ნადირობა შესაძლებელია შემდეგ გადამფრენ ფრინველებზე: მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე). Read the rest of this entry »



