RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მთავარ გამოცემაში მაღალი შეფასება დაიმსახურა

orbelis cixe 004მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში UNWTO World Tourism Barometer (აგვისტო, 2013), სადაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა არის შეფასებული როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი (6 თვის მონაცემებით). მომდევნო პოზიციებს ინაწილებენ სლოვაკეთი, სომხეთი, ლატვია და ლიტვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მტო-ს მთავარ წლიურ გამოცემაში UNWTO Tourism Highlights-შიც მოხვდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყანა. Read the rest of this entry »

 

კახეთში მდინარეები ადიდდა

wvima444წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად, ახმეტაში დაზიანდა ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, ეზო და მეურნეობა. განსაკუთრებით დაზარალდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მოსახლეობა. დატბორილია როგორც საკარმიდამო ნაკვეთები, ისე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. Read the rest of this entry »

 

22 სექტემბერი “დღე – ავტომობილების გარეშე”

garemos dacvis logo22 სექტემბერს “დღე – ავტომობილების გარეშე” აღინიშნება. აღნიშნული დღე 2000 წელს ევროკომისიამ დაარსა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკოლოგიურმა აქციამ ავტომობილების გარეშე სტარტი პირველად საფრანგეთში აიღო, თუმცა, დაბინძურების მაჩვენებელი არ შეცვლილა. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ წამს დედამიწაზე ერთი ახალი მანქანა იქმნება. Read the rest of this entry »

 

კამპანია ,,დავასუფთაო მსოფლიო”(Clean Up the World)

alvani 002საქართველო მეოთხე წელია რაც მონაწილეობს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნებულ კამპანია ,,დავასუფთაო მსოფლიო”-ში (Clean Up the World).

წელს, კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო ” ტარდება 20-21-22 სექტემბერს თბილისში და ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტებში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში დევიზით:
ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობაა…
20 სექტემბერს კამპანიები ტარდება: Read the rest of this entry »

 

გაიღიმეთ :) ყველაფერი კარგად იქნება :)

smailiეკოფაქტი, ბუნების დაცვას, გარემოს დაბინძურებას, ტურიზმს, მეწყერებს, ვულკანებს და ა.შ. ეხება, თუმცა საქართველოში ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, გვინდა ამ დღის – ღიმილის საერთაშორისო დღის შესახებ, შევახსენოთ მკითხველს… რადგან რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, გისურვებთ, არ დაგვეკარგოს ღიმილი პოლიტიკურ ქარცეცხლების გამო…

Read the rest of this entry »

 

ყველაზე დიდი სახლი ხეზე

saxli-xezeმსოფლიოში ხეზე გაშენებული ყველაზე დიდი სახლი მოიცავს 930 კვ.მ-ს და განლაგებულია ექვს ხეზე .
სახლში თითქმის 80 ოთახია. ამ სახლის შემქნელმა ჰორაციო ბერჟესმა სახლის მშენებლობისთვის გამოიყენა 258.000 ცალი ლურსმანი, ხოლო სახლის მშენებლობას დასჭირდა 14 წელი და ჯამში მასზე დახარჯა 14.000 დოლარი. Read the rest of this entry »

 

დისკუსია თემაზე: “ენერგოეფექტურობა და ენერგოდაზოგვა – პრობლემები და პერსპექტივები”

qaris 2სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (dvv international) ყოველი თვის 15 რიცხვში ატარებს საჯარო დისკუსიას აქტუალურ საკითხებზე, რომელთა მიზანია, საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება. პროექტის პარტნიორები არიან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU). Read the rest of this entry »

 

საქართველოს აგვისტოში 770 608 ვიზიტორი სტუმრობდა

TuSeTisken 016საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიურ განსაჯაროებას. 2013 წლის აგვისტოს თვე 770 608 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,2 %-ით მეტია. Read the rest of this entry »

 

უშბის დასაპყრობად წასული ორი ტურისტი დაიკარგა

ushba 002საქართველოს მთებში ორი რუსი ტურისტი – ვიკა ბუშაევა და ანდრეი სიდოროვი – დაიკარგა. ამის შესახებ donnews იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, როსტოველი ტურისტები უშბას მწვერვალის დასაპყრობად 31 აგვისტოს გაემართნენ, 6 სექტემბერს კი უკან დაბრუნებას გეგმავდნენ.  Read the rest of this entry »

 

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება

nu moWri xes 5სამეწარმეო მიზნებისთვის ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი უკვე შემუშავებულია. Read the rest of this entry »