RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

ყველაზე დიდი ქართული ტაძარი – ოშკი სავალალო მდგომარეობაშია

ოლიკო ცისკარიშვილი

ოშკის გრანდიოზული ტაძარი 1050 წლისაა. 1050 წლის წინ, მოხდა და იოანე ნათლსიმცემლის სახელობის სახელზე აგებული ტაძრის კურთხევა. ეს იყო უდიდესი ცენტრი ქართული კულტურული მემკვიდრეობის. დიდი ხნის განმავლობაში, ეს იყო ბაგრატ მეფის მთავარი ტაძარი, რომელიც საკმაოდ მძლავრი იყო. ამ ტაძრის ანალოგიურად მოხდა ქუთაისში ბაგრატის ტაძრის აგება. ოშკი,  ქართულ ძეგლებს შორი,ს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა. ჩვენი ვარაუდით, 1791 წელს უნდა დაზიანებულიყო ტაძრის დიდი ნაწილი. თურ-სელჩუკებმა როდესაც ეს ტერიტორია დაიკავეს აქ  მეჩეთი განათავსეს. Read the rest of this entry »

 

ჩანჩქერი, რომელიც ნიაგარის ჩანჩქერზე მაღალია

ოლიკო ცისკარიშვილი

თორთუმის ხეობაში, ჭოროხის აუზში, ოლთისის წყლის შენაკადში არის უმშვენიერესი ბუნების ძეგლი, საინტერესო წარსულის მქონე. ჩანაწერებში ცნობილია, რომ 1791 წელს ეს ადგილები მძლავრმა მიწისძვრამ ჩაკეტა ხეობა, წარმოქმნა 8 კილომეტრის ტბა. თორთუმის ტბის სიგანე  ერთ კილომეტრს აღწევს. Read the rest of this entry »

 

იშხანში რესტავრაცია მიმდინარეობს

ishxani 011ოლიკო ცისკარიშვილი

იშხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, რესტავრაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. იშხნის რესტავრაცია ერთი წლის წინ გადაწყდა, და ამ წლის მარტიდან დაიწყო. თუმცა მასში ჩართულები არ არიან ქართველი რესტავრატორები. Read the rest of this entry »

 

ტაო-კლარჯეთში თამარის ხიდები წყალმა დაფარა

ქალაქი იუსუფელიც მალე წყალქვეშ მოექცევა

ოლიკო ცისკარიშვილი

ისტორიული წყაროების მიხედვით, ამჟამინდელ ართვინის პროვინციაში, ქალაქ იუსუფელს, ახალთა ერქვა. მდინარე ჭოროხის მარჯვენა მხარეს, მარცხნიდან  პარხალისწყალი უერთდება და მიმდებარე ტერიტორიები კარგად ჩანს. ახალთის ძველი დასახლება აქვეა, მდინარე პარხალის მარცხენა მხარეს, ახალი დასახლებაა – იუსუფელი. ეს ადგილი გზაგასაყარია – იმიერ და ამიერ ტაოს გზაგასაყარი. აქედან შვიდ კილომეტრშია კავკასიძეების ციხის კომპლექსი, რომელიც ოთხთას კომპლექსში შედიოდა. იქვეა ბაზილიკური ტაძარი, რომელიც სამწუხაროდ, კაშხლის მშენებლობის დროს, დაიტბორება. იუსუფელის კაშხალი, რომელიც ამ ტერიტორიებს დატბორავს, იქნება თურქეთში ყველაზე მაღალი კაშხალი. მისი სიმაღლე 260 მეტრს მიაღწევს და მსოფლიოში მეორე ადგილზე იქნება თავისი სიმაღლით, სიმძლავრით, წყლით მოცულობით. Read the rest of this entry »

 

დოლისყანა ართვინის პროვინციაში

dolis yana 009ოლიკო ცისკარიშვილი

ართვინის პროვინციაში, 1100 წლის ტაძარი, რომელიც დოლის ყანას სახელითაა ცნობილი. მდიდარია ორნამენტებით, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობითაა. სამწუხაროდ, დიდი ნაწილი დაკარგულია. გიორგი დვალაშილის თქმით, დოლისყანაზე იყო მზის საათიც, რომელიც 15 წლის წინ უკვალოდ გამქრალა. Read the rest of this entry »

 

ხანცთას ყველაზე მეტად სჭირდება შველა

xanZTa 001ოლიკო ცისკარიშვილი

შავი ზღვის რეგიონში თურქეთის რესპუბლიკაში, ართვინის პროვინციაში,  მდინარე ჭოროხის აუზში, მდინარე ბერთას მარჯვენა შენაკადის ხანძთის წყლის ხეობაში,  წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია. ხანცთა, ადგილობრივები პორტას მონასტერს უწოდებენ. აქ, როგორც ცნობილია, რამოდენიმე შენობა-ნაგებობა ფუნქციონირებდა, მათ შორის მთავარი ტაძარი, რომელიც დღეისათვის, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შემორჩენილი. Read the rest of this entry »

 

დედოფლისწყაროში ქარსაცავი ზოლების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

alvani 002გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროექტს, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) პარტნიორობით და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით

Read the rest of this entry »

 

ოპიზა – ტაძარი, რომელზეც გზა გადის

opiza 002ოლიკო ცისკარიშვილი

ისტორიულად უდიდეს სამონასტრო კომპლექსი ოპიზა –  ვახტანგ გორგასლის პერიოდიდან სამონასტრო კომპლექსი იყო, მე-5 საუკუნეში რამოდენიმე მართლმადიდებული ტაძრის არსებობის შესახებ არსებობს ინფორმაცია. გრიგოლ ხანძთელმა უდიდესი სამონასტრო კომპლექსი შექმნა. ამ ადგილზეა  ერთ-ერთი ცნობილი ბარელიეფი აშოტ კურაპალატის, რომელიც ტაო-კლარჯეთში 1900 წლების დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილმა  წაიღო და მუზეუმშია დღეს შემორჩენილი. Read the rest of this entry »

 

სათლეს ბაზილიკა ტაო-კლარჯეთში

saTle 008ოლიკო ცისკარიშვილი

ისტორიულ ქალაქ შავშეთის ტერიტორიაზე, ამ ნაწილში ფუნქციონირებდა ბაზილიკური ტაძარი, აქვს გვერდზე მინაშენებიც. თუმცა 1555 წლის მერე ეს ტერიტორია გახდა საძვალე ოსმალეთის იმპერიის დროინდელი ფაშების. სამწუხაროდ, ქართული ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, რომლის ფრაგმენტები კარგად შეინიშნება. ბოლო პერიოდში მან ფუნქცია დაკარგა. Read the rest of this entry »

 

ხუდონი სარგებელი თუ პრობლემა

xudonhsi126 ოქტომბერს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება განხილვა ხუდონჰესთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლების სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები. შეხვედრაზე მოწვეული სტუმრები იმსჯელებენ ხუდონჰესთან დაკავშირებით. მისი აშენება რეალურად პრობლემების წინაშე დააყენებს ქვეყანას, თუ სარგებელს მოუტანს. Read the rest of this entry »