RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მეხუთმილიონე საერთაშორისო მოგზაური დააჯილდოვა

gergeTi 0352013 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს 5 000 000 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც უპრეცენდენტო რაოდენობაა ქვეყნის ისტორიაში.

Read the rest of this entry »

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში პირველი თოვლი მოვიდა

Tovli 002დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პირველი თივლი მოვიდა. თოვლის საფარი ამ ეტაპზე 5 სანტიმეტრს არ აღემატება. ქალაქის ტერიტორიაზე საგზაო მიმოსვლაში შეფერხებები არ ფიქსირდება. ბათუმის ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ციხისძირში თოვლმა გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. Read the rest of this entry »

 

მიწისძვრები ბუნებრივია და ზუსტად იმ არეალში ხდება, სადაც მოსალოდნელია

tba 004დიდი თუ მცირე მიწისძვრები დედამიწის დაარსების დღიდან სულ ხდება და ამაში გასაკვირი არაფერია. მიწისძვრა ბუნებრივი პროცესია, დედამიწის წიაღში ტალღების გადაადგილების საფუძველზე ხდება ბლოკების გადაადგილება, რაც ზედაპირზე სხვადასხვა სახით გამოვლინდება. დედამიწაზე დღე-ღამეში 300-მდე მიწისძვრა ხდება, ზოგიერთ მათგანს ადამიანი ვერც კი გრძნობს, მხოლოდ ხელსაწყოები აფიქსირებენ. დედამიწის მოსახლეობისათვის ამგვარი ახსნა ნუგეში ვერ იქნება, მათ შორის, არც საქართველოსთვის, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. გარდა იმისა, რომ მიწისძვრა მოსახლეობაში სერიოზულ სტრესს და პანიკას იწვევს, გაჩნდა ეჭვიც, რომ ეს ბიძგები ხელოვნურია და ამას საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნები ახორციელებენ. Read the rest of this entry »

 

25 წელი გავიდა სპიტაკის მიწისძვრიდან

miwisZVraსპიტაკის მიწისძვრა (სომხ. Սպիտակի երկրաշարժ) — 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც მოხდა 1988 წლის 7 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 11:41 საათზე, სომხეთის სპიტაკის რეგიონში.
ადგილობრივი ინფრასტრუქტურა (განსაკუთრებით სკოლები და საავადმყოფოები) მიწისძვრისთვის შესაბამისი მშენებლობის არ აღმოჩნდა, რის გამოც სულ მცირე 25.000 ადამიანი დაიღუპა. შენობათა უმრავლესობა დაბალი სეისმოშედეგობის იყო. თვითმხილველთა ვარაუდით, მიწისძვრა 10 წუთით გვიან რომ მომხადრიყო, ბავშვები სტრუქტურულად არასაიმედო სკოლებიდან გამოსული იქნებოდნენ და დაღუპვას გადაურჩებოდნენ. Read the rest of this entry »

 

თბილისში ყინვისგან უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა

yinulis loloebiთბილისში ყინვისგან უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ორგანიზაცია „იდენტობა“ ავრცელებს.

ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, “სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში გახსნას თავშესაფარი უსახლკარო ადამიანებისთვის”. Read the rest of this entry »

 

ნუ მოჭრი

nu moWri xes 5– ნაძვის გაზრდას 30 წელი სჭირდება
– იგი დაახლოებით 250-300 წელიწადს ცოცხლობს
– ნაძვის მოჭრა სულ 5 წუთში შეგიძლიათ, ხოლო 10 დღეში ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება
– ნაძვის მოჭრა კანონით ისჯება! Read the rest of this entry »

 

ჭიათურაში სასმელი წყალი უვარგისია

WiaTura 04ჭიათურაში, სასმელ წყლის კვლევის შედეგად, რომელიც, გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიების და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა, ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირის“ ინიციატივით ჩაატარა, დადგინდა, რომ ჭიათურაში სასმელ წყალს აქვს არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა. Read the rest of this entry »

 

საქართველოს სტიქიამ შემოუტია

Stormi batumSiსაქართველოს მთელს ტერიტორიაზე თოვა და ყინვაა მოსალოდნელი. ჰიდრომეტეოროლოგიოური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის განმარტებით, ხვალიდან გამოდარებს, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

დღეს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი იყო, ზღვაზე კი შტორმი. დღეს და ხვალ ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი. Read the rest of this entry »

 

ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოს ნარჩენები ისპანის ჭაობში ჩაედინება

ისპანაგადამუშავებული ციტრუსის ნარჩენები ისპანის ჭაობში. ქობულეთში არასტანდარტული მანდარინის გადამამუშავებელი საწარმოდან ნარჩენები ნაგებობის უკან მილით მდინარეში ჩაედინება. ,,მაცნემ” მდინარეში მდუღარე წყლის ჩაღვრაც დააფიქსირა. შპს. ,,აქტივების მართვის ინდუსტრიული ჯგუფის” ხელმძღვანელის მტკიცებით, საწარმოს გამწმენდი ნაგებობა აქვს, თუმცა სად მდებარეობს აღნიშნული ნაგებობა, მერაბ არძენაძემ ვერ გვიჩვენა. მისი განმარტებით, ისპანის ჭაობში მხოლოდ სუფთა წყალი იღვრება. Read the rest of this entry »

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო უამინდობის გამო, მოქალაქეებს აფრთხილებს

gzaaaaaშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, უამინდობის გამო თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან რიკოთის, გოდერძის, წალკა-ნინოწმინდის, კობი-გუდაურის უღელტეხილებზე. Read the rest of this entry »