RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

ბათუმში კრიზისების მართვის დროებითი შტაბის სხდომა გაიმართა

17.12.13შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ბათუმში კრიზისების მართვის დროებითი შტაბის სხდომა გამართა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირებისგან ანგარიში მოისმინა. სხდომაზე აჭარაში უამინდობის გამო შექმნილი ვითარება და პრობლემების გადაჭრის გეგმები განიხილეს. გუშინ გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დღეს აჭარის რეგიონში შემოყვანილია დამატებითი ტექნიკა, რათა გზების უფრო სწრაფი და ეფექტიანი გაწმენდა მოხდეს. გეგმის მიხედვით, მთელს რეგიონში გზების გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება. Read the rest of this entry »

 

შემოგვიერთდი შენც – ნუ მოჭრი ნაძვის ხეს!!!!

nu moWri xes 5მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტყეებით მდიდარ ქვეყნებს მიეკუთვნება, ტყეების საშუალო, უცვლელი სიმჭიდროვე ბევრგან კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ქვეყნის ტყის საფარი საფრთხის წინაშეა. საქართველოში, გაუთავებელი ჭრების გამო, ტყის საფარი, საგრძნობლად არის შემცირებული. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი უკანონო ჭრები და ტყის არასწორი კონტროლია. უკანონო ხის ჭრამ საქართველოც მნიშნველოვნად დააზარალა, რამაც შესაძლოა ფატალურ შედეგებამდე მიგვიაყვენოს. Read the rest of this entry »

 

ანტარქტიდაზე -91,2 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა

ანტარქტიდაანტარქტიდაზე იაპონური კვლევითი სადგურ Dome Fuji-ის ტერიტორიაზე ცელსიუსის შკალით მინუს 91,2 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა. ეს ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ოდესმე დაფიქსირებულთა შორის ყველაზე დაბალია. Read the rest of this entry »

 

112 წლის შემდეგ ეგვიპტეში თოვლი მოვიდა

პირამიდაქაიროში 1901 წლის მერე პირველად მოვიდა თოვლი. ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ყველასათვის მოულოდნელად მოვიდა თოვლი, მოულოდნელად იმდენად რამდენადაც თოვლი ქაიროში ბოლოს 1901 წელს მოვიდა. სადღეისოდ ეგვიპტის დედაქალაქში +7გრადუსია, ეს კი ბოლო 112 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. Read the rest of this entry »

 

მუყაოს “ოცნების ქალაქში” ჩვილების გადასარჩენად ხეებს ჭრიან

muyaoბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულებმა ფიცრულების მიმდებარედ ალვის ხეების გაჩეხვა დაიწყეს. ”მუყაოს ქალაქში” მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი ქმედებას მცირეწლოვანი ბავშვების სიცივისგან დასაცავად ხსნიან. შესახლებულები ამბობენ, რომ მთავრობას შეშის გამოყოფისთვის მიმართეს, თუმცა დახმარება უწყებიდან არ მიუღიათ. Read the rest of this entry »

 

გადავარჩინოთ წიწვოვანი მცენარეები

1472374_10152103896769310_1752795078_n დღეს, 14 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის და ეკოლოგიის სპეცილობის სტუდენტების მიერ შექმნილი ,,თსუ-ეკო კლუბის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა,  „ნუ მოჭრი წიწვოვან მცენარეს“ –  ხეების საახალწლოდ  ჭრასთან დაკავშირებით. Read the rest of this entry »

 

“ნუ მოჭრი ნაძვს”!

hawvali 008შაბათს, 14 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 11:00 საათზე #115 აუდიტორიაში გაიმართება Tsu-Eco Club-ის შეხვედრა, განხილული იქნება თემა “ნუ მოჭრი ნაძვს!” Read the rest of this entry »

 

დღეს, მთის დღეა

gergeTisken 001დღეს, მთის საერთაშორისო დღეა. ყველას მინდა მივულოცო ეს დღე… ვისაც ჩემთან ერთად უვლია… ვინც აწი ივლის… ვინც უჩემოდ და ჩემამდე დადიოდა… ვისაც სურვილი ჰქონდა და ვერ ახერხებდა… Read the rest of this entry »

 

დიდთოვლობასთან დაკავშირებით შსს-ს საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

IMG_0077აჭარის რეგიონში დიდთოვლობასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და 24 საათის განმავლობაში მოძრაობის მოწესრიგებას უზრუნველყოფს. მობილიზებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სრული შემადგენლობა და მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა სამაშველო სამსახურთან და საგზაო დეპარტამენტთან ერთად.  Read the rest of this entry »

 

საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის მოგვარებას მინიმუმ ათი წელი დასჭირდება

nagavsayreli 007ოლიკო ცისკარიშვილი

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა შესაფუთი მასალების წილი- პლასტიკა, მუყაო, ქაღალდი, ფერადი მეტალები საქართველოს ქალაქებისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების საერთო ნაკადში საგრძნობლად გაიზარდა საკვები და მცენარეული ნარჩენი, მაკულატურა, პოლიმერიული მასალები, მინა და სხვა. მინა – ისეთი ალკოჰოლური სასმელებისა და სხვადასხვა ლოუსების მოხმარების ზრდამ, რომლებიც ჩასხმულია არასტანდარტულ შუშის ბოთლებში და არ მიიღება მინის ჩასაბარებელ პუნქტებში, მკვეთრად გაზარდა მინის ნამსხვრევების რაოდენობა. ასეთი ტიპის ნარჩენების შეგროვებისა და შემდგომი გადამუშავების შედეგად მიიღება სხვადასხვა ფრაქციის მინის ფხვნილი, მინის ნაწარმი და სამშენებლო მასალები. Read the rest of this entry »