ნაძვის ხეების გამოფენა თსუ-ში 27 დეკემბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნაძვის ხეების გამოფენა გაიმართება. „თსუ-ეკო კლუბი“ აწარმოებს კამპანიას წიწვოვანი ხეების და განსაკუთრებულად ნაძვების გადარჩენის მიზნით. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოფაქტის ამბები
შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს ყველაზე მეტი ვიზიტორი ქართველი ჰყავდა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ველური ბუნების მრავალფეროვნების, ხელუხლებელი ტყეების დაცვის მიზნით შეიქმნა. იგი მოიცავს ხელუხლებელი ტყის, სუბ-ალპური და ალპური მდელოების 85 000 ჰექტარს. მათ შორის 50 000 ჰექტარი ველური ბუნების ზონაა. ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაარსებული პირველი ეროვნული პარკია კავკასიის რეგიონში. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ოფიციალურად გაიხსნა 2001 წელს. Read the rest of this entry »
კლიმატის ცვლილებების შედეგი – ნასახლარი უფლისციხეში
თბილისდან 85 კილომეტრში, გორის მუნიციპალიტეტში, უფლისციხის კომპლექსის მახლობლად, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს სოფელ უფლისციხის ნასახლარია, ცოტა ზემოთ, რამდენიმე მეტრში კი მიტოვებული სოფლის სასაფლაო. Read the rest of this entry »
გორის მუნიციპალიტეტში ქარსაცავი ზოლები უახლოეს მომავალში გაშენდება
გორისა და ქუთაისის დემოკრატიის სკოლების (NIMD) კურსდამთავრებულებმა პროექტის “ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაცია გორისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში” განხორციელება ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყეს. პროექტ “მწვანე კედელის” ფარგლებში კონსულტაციების მიზნით, უკვე მოეწყო შეხვედრები თემის ექსპერტებთან და დემოკრატიის სკოლის სხვა კურსდამთავრებულებთან, რომლებმაც პროექტის განხორციელების პროცესში დახმარება აღუთქვეს გუნდს. Read the rest of this entry »
ნაძვების უკანონოდ მოჭრისა და რეალიზაციის ფაქტი აღიკვეთა
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნაძვების უკანონოდ მოჭრისა და რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საამრთალდამრღვევებმა 29 ნაძვი და 347 კვიპტომერიის ჯიშის ხეები მოჭრეს. ამ დროისთვის ხეები უკვე ჩამორთმეული და დალუქულია. Read the rest of this entry »
ნუ მოჭრი ხეს – თსუ ეკო-კლუბის აქცია ბორჯომში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული „თსუ-ეკო კლუბი“ უკვე მეორე კვირაა აწარმოებს კამპანიას წიწვოვანი ხეების და განსაკუთრებით, ნაძვების გადარჩენის მიზნით. კამპანიის ფარგლებში იმართება კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის – „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“. კონკურსის მთავარი პირობაა „ნაძვის ხე დამზადებული იყოს“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და ამით არანაირი ზიანი არ ადგებოდეს გარემოს. გამარჯვებულები კი Facebook მოწონებებისა და ჟიურის საშუალებით გამოვლინდებიან. Read the rest of this entry »
მიწისძვრა ონში
დღეს, საღამოს, ქალაქ ონში მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდას შეადგენდა. Read the rest of this entry »
წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო რამდენიმე წელია, ტრადიციად ჩამოყალიბდა ახალი წლის წინა პერიოდში დიდი რაოდენობით ნაძვების, სხვა წიწვოვანი სახეობების მოჭრა და მათი რეალიზაცია. ამიტომ დღეიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან კოორდინირებული თანამშრომლობით წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. Read the rest of this entry »
თუშეთში ფიჭვნარის გამაჯანსაღებელი ღონისძიებები 2014 წლიდან დაიწყება
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიჭვნარის გამაჯანსაღებელი ღონისძიებები 2014 წლიდან დაიწყება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განუცხადა. როგორც ცნობილია, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიჭვნარს განადგურება ემუქრება. Read the rest of this entry »
კარვებს შეფარებულები
48 წლის ბედია უსახლ-კაროთათვის გახსნილ კარავში უკვე ერთი კვირაა იმყოფება. აქ პატრულის თანამშრომლებმა გორიდან ჩამოიყვანეს, მას არც ახლობლები ჰყავს და არც სახლი აქვს. ახლანდელი სუტიაციით კმაყოფილია, რადგან სითბო, საწოლი და საჭმელიც აქვს. Read the rest of this entry »






