თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის ზოოპარკში ბურჩელის ზებრა დაიბადა! მათი თქმით, პატარა და დედა კარგად გრძნობენ თავს, მთელი დღე გარეთ არიან და დამთვალიერებლებს მათ ნახვა დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოფაქტის ამბები
თბილისის ზოოპარკში პატარა ზებრა დაიბადა
ავსტრალიაში ციდან ათასობით მკვდარი ღამურა ჩამოცვივდა
ავსტრალიაში, ძალიან ძლიერი სიცხის გამო, მასობრივად იღუპება ღამურები. ამის შესახებ წერს The Telegraph. კვინსლენდის შტატში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იანვრის დასაწყისში ჰაერის ტემპერატურამ 43 გრადუსს გადააჭარბა. Read the rest of this entry »
ჩინეთის მთავრობა ცენტრალურ და რეგიონალურ დონეზე საკუთარი ხარჯით მოახდენს საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. გიორგი სიგუა ქალაქ ჰარბინის მერს , ვიცე მერს, ხელუნნძიანის პროვინციის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსს, ქალაქ ჰარბინის ტურიზმის სამმართველოს უფროსს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. Read the rest of this entry »
არხოტსა და შქმერში ახალი გზები გაივლის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2014 წელს ორი ახალი გზის მშენებლობას იწყებს.
არხოტში მუნიციპალური განვითარების ფონდი 25-კილომეტრიანი გზას გაჭრის. გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს ერთმანეთს დააკავშირებს. სამუშაოები 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამ დრომდე იქ მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობს და ადგილობრივებს, რომლებმაც მხარე უგზოობისა და პირობების არქონის გამო დატოვეს, საკუთარ სახლში მისვლა, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ. საავტომობილო გზის გაჭრის შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნების მზაობა უკვე 32 ოჯახმა გამოთქვა. Read the rest of this entry »
ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა
მსგავსი ყინვა შეერთებულ შტატებში დიდი ხანია არ ახსოვთ. ზოგიერთ ქალაქებში ყინვა – 40 გრადუსს აღწევს.
ძალიან დაბალია ტემპერატურა კანადაშიც. ყინვა იმდენად ძლიერია, რომ აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა. ფოტოებში ჩანს, რომ ხეობაში ძლიერი ნისლია, წყალი, ახლომდებარე პარკი და ხიდიც მთლიანად ყინულითაა დაფარული. რასაკვირველია, ძლიერმა ყინვამ ტურისტები და ადგილობრივები ვერ დააფრთხო და უამრავი ადამიანი შეიკრიბა ჩანჩქერის სიახლოვეს, რათა “დადუმებული” ნიაგარა ეხილათ. Read the rest of this entry »
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2013 წლის დეკემბერი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ასაჯაროებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ გასული წლის შემაჯამებელ სტატისტიკურ მონაცემებს. Read the rest of this entry »
2013 in review
The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2013 annual report for this blog.
Here’s an excerpt:
The Louvre Museum has 8.5 million visitors per year. This blog was viewed about 120,000 times in 2013. If it were an exhibit at the Louvre Museum, it would take about 5 days for that many people to see it.
Click here to see the complete report.
გილოცავთ დამდეგ 2014 წელს
გილოცავთ დამდეგ 2014 წელს. დიდი მადლობა ყველას ვინც გვერდში გვედგა, ვინც გვითანაგრძნობდა, სიტყვით მაინც, თუ ვერ შეძლო საქმით…
დიდი მადლობა ჩვენს მკითხველს, ერთგულებისთვის…
არავინ იცის როგორი იქნება 2014 წელი ქვეყნისთვის და მით უმეტეს ამ პორტალისთვის… Read the rest of this entry »
ფოტორეპორტაჟი – ნასოფლარი უფლისციხესთან
ჩემთვის მართლა აღმოჩენა, იყო…
უფლისციხესთან, გვირამის იქით, საცალფეხო ბილიკის გავლით, პირდაპირ მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარი ყოფილა… დანგრეული კედლებიდან ალაგ-ალაგ მყარი კიდეები გვიყვებოდნენ, რომ აქ ოდესღაც ცხოვრება დუღდა. ოდნავ ზევით, ნასოფლარის მიტოვებული სასაფლაო… Read the rest of this entry »
კურორტი აბასთუმანი და აბასთუმნის ობსერვატორია
კურორტი აბასთუმანი თბილისიდან 210 კმ-ის დაშორებით, მესხეთის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე, მდინარე ოცხეს ხეობაში, ზღვის დონიდან 1270-1340 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზრდილი ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, რომელიც ყვავილობის დროს უებარი სამკურნალო საშუალებაა ფილტვებით ავადმყოფი ადამიანისთვის. აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც საყოველთაოდაა აღირებული. Read the rest of this entry »






