“თბილსერვის ჯგუფის” განცხადებით, გუშინ, 20 აპრილს, ინსპექტირების დაწყებიდან პირველივე დღეს, სულ 14 მოქალაქე დააჯარიმეს თბილისის ქუჩების დანაგვიანებისთვის. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოფაქტის ამბები
თბილისში სიგარეტის ნამწვით ქუჩის დანაგვიანებისთვის 20 აპრილს 13 ადამიანი დააჯარიმეს
ბიჭი, რომელსაც ყველაზე მეტად ფრინველები უყვარს
დაჩი, 15 წლის იყო, როცა გავიცანი. თუ არ ვცდები ზედაზნის მონასტერში ვიყავით, მერე შიომღვიმეშიც… მაშინ მისგან გაოცებული ვისმენდი, როგორ უყვარდა ცხოველები, როგორ ზრუნავდა ფრინველებზე… როგორ უყვარდა ბუნება…
დაჩი შოშიტაშვილი ახლა 20 წლისაა, 11 წლიდან თბილისის ზოოპარკში მოხალისეობდა და ცხოველებზე ზრუნავდა. ახლაც არ ღალატობს ზოოპარკს… და დაჩის ელოდებიან გალიებს მიღმა არწივები, ფერადოვანი თუთიყურშები, ბუები და ახლახანს ზოოპარკში დასახლებული პინგვინებიც… Read the rest of this entry »
ქალთა მდგომარეობა ქვემო ქართლში – „სიდას“ კვლევების შედეგები
„რათ მინდოდა ჩემი ცემის ხარჯზე ბიუჯეტში შესულიყო თანხა, რომელიც ჩემმა მოძალადე ქმარმა გადაიხადა გირაოს სახით და ისევ ჩემს შვილებს მოაკლდათ, რაღა მნიშვნელობა აქვს გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება, როცა საჭირო იყო, მაშინ არ მკითხეს არაფერი და აზრი არ ქონია ამ კანონის“, – ესაა ამონარიდი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მიერ ჩატარებული კვლევიდან „ქალთა მდგომარეობა ქვემო ქართლში“, რომლის პრეზენცაია დღეს, სასტუმროში ,,რუმს თბილისი“ გაიმართა. პრეზენტაცია, მიზნად ისახავდა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაცნობას და ამ კუთხით არსებული პრობლემების ანალიზს.
გიორგი დვალაშვილის წიგნის „საქართველოს ბუნების 100 საოცრების“ წარდგინება
ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღე
მთელ მსოფლიოში 19 თებერვალს აღნიშნავენ, როგორც ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღეს. ეს დღე, არა მხოლოდ ვეშაპების დასაცავად აღინიშნება, არამედ ყველა ზღვის ძუძუმწოვართა და ზღვის ბინადართა დაცვის დღედ მოიაზრება და დაარსდა 1986 წელს, საერთაშორისო ვეშაპთა კომისიის მიერ (International Whaling Commission, IWC). კომისია დღემდე ებრძვის მსოფლიოში ვეშაპებზე ნადირობასა და მათი ხორცით ვაჭრობას.ვეშაპთა საერთაშორისო დღის აღნიშვნით კომისიას სურს ,რომ მთავრობა და მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ამ ცხოველების დაცვაზე, რადგან დღემდე ზღვის ძუძუმწოვართა, მხოლოდ 119 სახეობაა შემორჩენილი. ვეშაპებზე და ზღვის ძუძუმწოვრებზე უკანონო ნადირობა, დაახლოებით 200 წელია გრძელდება, რამაც გამოიწვია მათი რიცხვის შემცირება და ვეშაპთა რამდენიმე სახეობის გადაშენებაც. Read the rest of this entry »
აზერბაიჯანის რესუბლიკაში ყველაზე მაღალ ტალახის ვულკანზე ამომავალ გაზს ცეცხლის ალის სვეტი ამოყვა
2017 წლის 8 თებერვალს, ოთხშაბათს 12:20-ზე აზერბაიჯანის რესუბლიკაში დაბა სანგაჩლთან ახლოს მდებარე ოთმან ბოზდაღის ტალახის ვულკანში ბუნებრივი აირის სადინარში ცეცხლის ალი ამოიფრქვა და გრძელდებოდა 20 წუთის განმავლობაში. ამოფრქვეული ტალახი ათ ჰექტარზე გაიშალა.
აჭარაში ჩადებული ინვესტიციის ორი მხარე…
აჭარისწყლის ჰესების კასკადის პროექტი ხორციელდება საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 2,900 კმ2-ია და რომელსაც სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მესხეთ-ჯავახეთის რეგიონი, ჩრდილოეთიდან გურიის რეგიონი, ხოლო დასავლეთიდან შავი ზღვა. აჭარის მოსახლეობა დღეისათვის შეადგენს 400, 000 ადამიანს, რომელთა 48% ცხოვრობს ურბანულ ცენტრებში (ბათუმი, ქობულეთი და სხვა). აჭარისწყლის კასკადი შედგება ოთხი ჰესისაგან: ზომლეთის, ვაიოს, დანდალოს და ჭოროხის. ჰესების კასკადის ინფრასტრუქტურის ობიექტები განთავსებულია ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორებზე, შესაბამისად ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება მოსალოდნელია ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში. Read the rest of this entry »
სოფელ ქვედა ზეგანში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა
დღეს 22 იანვარს 23:03:18. მიწისძვრა მოხდა საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ეპიცენტრი იყო სოფელ ქვედა ზეგანი, Read the rest of this entry »
გილოცავთ დამდეგ 2017 წელს
ქართულ ხალხურ დღეობებისთვის მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს. ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა. Read the rest of this entry »
ბაღდათში მოსწავლეთა ვიქტორინა ,,როგორ ვიცნობთ ბაღდათის მუნიციპალიტეტს“ გაიმართა
25 დეკემბერს ქალაქ ბაღდათის № 2 საჯარო სკოლაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,საბავშვო უნივერსიტეტის”, თსუ-ს ,,ნორჩ გეოგრაფთა სკოლისა”, ბაღდათის საინფორმაციო და ტურიზმის განვითარების ფონდის, აგრეთვე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გეოგრაფიული ვიქტორინა. ვიქტორინაში მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული თავისებურებების შესახებ დასმული იქნა 15 შეკითხვა. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა: ქალაქ ბაღდათის №1, ქალაქ ბაღდათის №2, სოფელ ობჩის №1, სოფელ ფერსათის №2, სოფელ ვარციხის, სოფელ როკითისა და სოფელ დიმის №1 საჯარო სკოლები, სულ 35 მოსწავლე. Read the rest of this entry »







