RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

ტყის დაცვის მიზნით განახლებადი პორტალი შეიქმნა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და მსოფლიოს რესურსების ინსტიტუტი (WRI) ერთად ახორციელებენ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის(GEF) მიერ დაფინანსებულ პროექტს – “Global Forest Watch (GFW) Georgia”. პროექტში ასევე ჩართულები არიან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)და კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელი CENN. პროექტი სამწლიანია და 2018 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება. Read the rest of this entry »

 

“ტყე შეუნახე შვილებსა” – ქართული ვარიანტი

ოლიკო ცისკარიშვილი

შეხვედრა, რომელიც ხუთი დღე გაგრძელდა და არასამთავრობო ორგანიზაცია cenn-ის მიერ იყო ორგანიზებული, ბულაჩაურში ჩატარდა. ხშირად იყო მოწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს შორის შეხლა-შემოხლა…  ხშირად მაღალჩინოსნები თუ არა მაღალჩინოსნები, სწორედ ჟურნალისტებს ადანაშაულებდნენ გარემოს დაცვის სფეროში უმოქმედობას, ანდა მთელი რიგი საკითხების არასწორად გაშუქებას… მაგრამ რატომღაც იშვიათად იყო ხაზგასმული, რომ პრობლემა ქვეყანაში არის სისტემურად მოსაგვარებელი… Read the rest of this entry »

 

კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ  ყველა ქვეყნის გაერთიანება საჭირო

ოლიკო ცისკარიშვილი

საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაიმართა  შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების შესახებ, ევროკავშირის კლიმატის დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში. შეხვედრაზე ისაუბრეს კლიმატის ცვილებების შესახებ,  პარიზის კონფერენციის შეთანხმებაზე, რომელსაც  2017 წლის ივნისიდან საქართველო ოფიციალურად შეუერთდა. ასევე ისაუბრეს ევროკავშირის წვლილზე საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილების პარიზის შეთანხმების შესრულებაში. შეხვედრა გახსნა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკა გრიგალავამ. Read the rest of this entry »

 

კონკურსი ჟურნალისტებისათვის

CENN აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვისმედიაპროექტში – სატყეო რეფორმა მონაწილეობის მისაღებად. პროექტის ძირითადი მიზანია ჟურნალისტების კვალიფიკაციისამაღლება საქართველოს სატყეო რეფორმის, სატყეოპოლიტიკის ძირითადი გამოწვევებისა და განვითარებისშესაძლებლობების შესახებ.  Read the rest of this entry »

 

დღეს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება.

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

Read the rest of this entry »

 

დღეს, ეკოფაქტი შვიდი წლის გახდა…

დღეს, ჩემი ეკოფაქტი შვიდი წლის გახდა. შვიდი წელია მედია სივრცეშია და ამ ხნის განმავლობაში უამრავი სტატი, რეპორტაჟი და ახალი ამბავი გამოქვეყნდა. ჩემდა საამაყოდ, ისიც მინდა ვთქვა, რომ უამრავი პრიზი აიღო ეკოფაქტზე გამოქვეყნებულმა სტატიებმა თუ ფოტორეპორტაჟებმა. წლევანდელი წელიც არაა გამარჯვების გარეშე. იმედია მომავალშიც იგივე წარმატებით გააგრძელებს მოღვაწეობას. თუმცა რიგი პრობლემების და დაბრკოლებები ხელს უშლიან, მაგრამ პრობლემებს მოვერევით 🙂 Read the rest of this entry »

 

სოფელ ვარციხეში ტურისტული მარშრუტების შექმნისთვის იმუშავებენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში სოფლის კრებაზე, რომლის ინიციატორიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ პროექტში „სტუდენტები თვითმმართველობებისთვის“ სტუდენტები, მათ ეტაპობრივად გამოივლიეს ისტორიული წარსული. შეხვედრაზე განიხილეს სოფელში მდებარე უძველესი ისტორიული ძეგლის „როდოპოლისისა და მის ტერიოტირიაზე არსებული სასაფლაოს რეგულირების საკითხი”. სოფლის კრებამ განიხილა შეთავაზებული ინიციატივები და მიიღო გადაწყვეტილება: Read the rest of this entry »

 

საქართველოს 3633 სოფლიდან 223 ნასოფლარია

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, საქართველოს 3633 სოფლიდან 223 ნასოფლარია, 5 ათას კაცზე მეტი ადამიანი კი მხოლოდ 12 სოფელში ცხოვრობს. ინფორმაციას გამოცემა commersant-ი საქსტატის მონაცემებზე დაყრნობით ავრცელებს.

2014 წლის მონაცემებით, საქართველოს 3633 სოფელში, 1 591 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 42%-ა; აქედან 223 სოფელს, მოსახლეობის გრაფაში უწერია – 0, ანუ იქ ახლა აღარავინ ცხოვრობს.

საქართველოს 157 სოფელში 1-დან 5-მდე ადამიანი ცხოვრობს; 98 სოფელში – 5-10 კაცამდე; 828 სოფელში მცხოვრებთა რიცხვი 11-დან 100 კაცამდეა; 503 სოფელში 100-200 ადამიანი; 893 სოფელში 200-500-მდე მოსახლე; 517 სოფელში – 500-1000-მდე ადამიანი; 271 სოფელში მოსახლეთა რაოდენობა 1000-2000-მდეა; 86 სოფელში – 2000-იდან 3000-მდე; 45 სოფელში 3000-იდან 5000-მდე; და მხოლოდ 12 სოფელია, სადაც 5 ათას კაცზე მეტი ცხოვრობს.

გამოცემის ცნობით, 2014 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ნასოფლარი მცხეთა-მთიანეთშია: გუდამაყარში 22 სოფელია, მაგრამ ზამთარში სოფლების უმეტესობა იცლება. ბევრგან 2-3 ან მაქსიმუმ 10 ოჯახია. მთელ გუდამაყარში ერთი სკოლაა, რომელშიც 11 მოსწავლე დადის; სოფელ ლუთხუბში ოფიციალურად რეგისტრირებულია 23 ადამიანი. 2002 წლის აღწერით, აქ 80 კაცი ცხოვრობდა. დღეს გუდამაყრის ხეობაში ლუთხუბს მოსახლეობით მხოლოდ მაქართა და კიტოხი აღემატება. იქ 25-40 კაცი ცხოვრობს.

Read the rest of this entry »

 

USAID-მა და CENN–მა WMTR პროგრამის მეორე ფაზის განხორციელება დაიწყო

USAID-მა და CENN–მა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიებირეგიონებში“ პროგრამის მეორე ფაზის – WMTR II – განხორციელება დაიწყო. პროგრამა განაგრძობს საქართველოსმთავრობის ხელშეწყობას ნარჩენების მართვის სექტორისმოდერნიზების, მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიურიეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ბუნებრივირესურსების პასუხისმგებლიანი მართვის პრინციპებისგამოყენებით, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ნარჩენებისმავნე ზემოქმედების შემცირებას ადამიანის ჯანმრთელობასადა გარემოზე.
Read the rest of this entry »

 

წინასწარი გაყიდვა – „მეგზური ჟურნალისტებისთვის სოციალური საკითხების გაშუქებაში“

მკითხველმა უკვე იცის, რომ სამი სასწავლო წიგნი გამოიცა ჟურნალისტიკაში ოლიკო ცისკარიშვილის ავტორობით. წიგნმა „მეგზური ჟურნალისტებისთვის სოციალური საკითხების გაშუქებაში“ დღის სინათლე რომ იხილოს, საჭიროა მინიმუმ ასმა (100) ადამიანმა შეიძინოს წინასწარ. წიგნის პირველი ვერსია, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის და ისიც იცის, რომ საჭირო და მნიშვნელოვანია, როგორც ჟურნალისტებისთვის, სტუდენტებისთვის, ასევე არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

წიგნის ფასი 20 ლარია. 408 გვერდიანი წიგნი იბეჭდება მყარი ყდით. წინასწარ ნაყიდი წიგნი გადმოგეცემათ წიგნის პრეზენტაციაზე.

წიგნის შეძენისთვის თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ:

ს.ს. „თიბისი ბანკი“,

საბანკო კოდი TBCBGE 22

მიმღების დასახელება ოლღა ცისკარიშვილი-სოსელია

ანგარიშსწორების ანგარიში GE03TB7489645061100017

დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და მეილი;

იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდა სტამბის ბეჭდვისთვის თანხის შეგროვება, დარიცხული თანხა უკან დაგიბრუნდებათ.