მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთი ამ დროისთვის დაკეტილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზაზე ჩამოსულია რამდენიმე ზვავი, მათ შორის ერთი 10 მეტრიანია, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზების დეპარტამენტის ტექნიკა აღდგენით სამუშაოებს უკვე აწარმოებს.
მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გზა შეძლებისდაგვარად სწრაფად გაიწმინდება.
საქართველოს საავტომობილო გზის სხვა მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჩამოწოლილი ზვავის გამო, გაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.












