აჭარაში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსალოდნელია ზღვაში შტორმები და ქარბორბალები, რის გამოც საგანგებო სიტუაციების სააგენტო მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოფაქტის ამბები
აჭარის საგანგებო სიტუაციების სააგენტო ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა
ინდოეთის პოლიციამ შვეიცარიელი ტურიტების ძარცვისა და გაუპატიურების გამო 20-მდე ადამიანი დააკავა
ინდოეთის მათხია-პრადეშის შტატის პოლიციამ 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან შვეიცარიელი ტურისტის გაძარცვასა და ჯგუფურ გაუპატიურებაში.
39 წლის ქალი და მისი მეუღლე ცენტრალურ ინდოეთში ველოსიპედით მოგზაურობდნენ. პარასკევს საღამოს მათ სოფელ ჯიდიასთან მათ თავს დაესხნა რამდენიმე ადამიანი. Read the rest of this entry »
წუხელ დასავლეთ საქართველოში მთელი ღამე სტიქიას ებრძოდნენ
უამინდობის გამო, წუხელ, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში, ებრძოდნენ ცეცხლს ქობულეთში, ხელვაჩაურსა და გონიოში. ცეცხლი გვიან ღამით სოფელ ჭარნალში ელექტროსადენებს გაუჩნდა, საიდანაც სამეურნეო ფართობზე გავრცელდა, შემდეგ კი ტყეს მოედო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში, ე.წ. ”კირპიჩის” ტერიტორიაზე, მასშტაბური ხანძარი საათნახევრის განმავლობაში 10 ჰექტარ ფართობს მოედო. Read the rest of this entry »
მომავალ კვირას ყინვაა მოსალოდნელი
მომავალ კვირას საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი. ყინვაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთაში და არ არის გამორიცხული აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც მოყინოს. 8-19 მარტს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში, ღამით ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა მინუს 1-დან 4 გრადუსამდე დაეცეს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერის ტემპერატურამ მინუს 3-5 გრადუსი შეადგინოს.
ოჩხამურში ხანძარი 10 ჰექტარს მოედო
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში, ე.წ. ”კირპიჩის” ტერიტორიაზე, მასშტაბური ხანძარი საათნახევრის განმავლობაში 10 ჰექტარ ფართობს მოედო. ადგილზე ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა ამ დრომდე მუშაობს. ”ხანძარი, სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობის შედეგად გაჩნდა. მეხანზრეები ცდილობენ, რომ ცეცხლის ალი საცხოვრებელ სახლებზე არ გადავიდეს” – აცხადებს რადიო ”აჭარის” კორესპონდენტთან სატელეფონო საუბარში ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი დავით დავითაძე Read the rest of this entry »
ხანძარი ჩაქვში
ძლიერი ხანძარი იყო ჩაქვში. წერეთლის ქუჩაზე ცეცხლი ათეულობით ჰექტარ ფართობზე ნაძვის ხეებს მოედო, რის შემდეგაც ცეცხლის ალი მოსახლეობაში გავრცელდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლებზე ელექტროსადენებიდან გადავიდა. თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ ცეცხლი მოპირდაპირე მთიდან გადმოვიდა, სადაც წყალსაცავი იწვოდა. ძლიერი ქარის გამო, ხანძარი სასაფლაოს ტერიტორიასაც გადაედო. Read the rest of this entry »
გომის ტყეში ხანძარია
ამ წუთებში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ინფორმაცია, რომ მტირალას ეროვნულ პარკში ხანძარია. გურია ნიუსი კი იტყობინება, რომ ოზურგეთის მინიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, გომის ტყეში ხანძარი მძვინვარებს. Read the rest of this entry »
ჭიათურა – ეკოლოგიური პრობლემების ზღვარზე
საზოგადოებისთვის გაურკვეველია, რა ბედი ელის ჭიათურის მუნიციპალიტეტში, “ბუნიკაურის” და “კავთელაძეების” უნიკალურ ტყის მასივებს, რომლებიც მანგანუმის ამოღების შემდეგ, შესაძლოა, უდაბნოდ იქცეს. ჭიათურაში ჰაერის დაბინძურების დონე კი მრავალჯერ აღემატება დასაშვებ კონცენტრაციას. Read the rest of this entry »
თბილისის ზოოპარკში თეთრ ვეფხვს სამი ბოკვერი გაუჩნდა
გუშინ საღამოს, თბილისის ზოოპარკში, თეთრმა ვეფხვმა კამერონმა ბოკვერი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა. Read the rest of this entry »
ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია
გუშინ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning-ისპროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში” ფარგლებში. Read the rest of this entry »



