გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, კამპანიას – „ნუ მოჭრი ბზას“ აგრძელებს. სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ და ქოთნის ბზის შეძენას ურჩევენ, რომლის ფასი მხოლოდ ხუთი ლარია. ბზის ბუნებრივ განადგურებასთან ერთად, მისი უკანონო მოპოვების ფაქტებიც იზრდება. ბზობის დღესასწაულისთის, მრევლი მას კონებად ყიდულობს და თითო კონის ფასი 1-დან 3 ლარამდე მერყეობს. არადა, ბზას, რომელიც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, გადაშენების საფრთხე ემუქრება. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოფაქტის ამბები
ჩვენ და ნარჩენები: საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრებაა საჭირო
რამდენიმე ათეული წლის წინ, ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ ნარჩენი არის ის რაც აღარ გამოდგება და თავიდან უნდა მოვიშოროთ, მარტივად რომ ვთქვათ ნაგავი. გვინდა ეს ჩვენ თუ არა, თითოეული ჩვენგანი უნებურად სერიოზულ „ნაგავწარმოებელს“ წარმოადგენს. ადამიანის მიერ „წარმოებული“ საყოფაცხოვრებო ნარჩენი მრავალი კომპონენტისგან შედგება. ყოველდღიურად სახლიდან გაგვაქვს: მინის ჭურჭელი, მაკულატურა, პლასტიკა, ფასეული მეტალები, საკვები პროდუქტის ნარჩენები და სხვა. ადამიანები ფიქრობენ, რომ საკმარისია ეს ნარჩენები თვალს მოეფაროს და პრობლემაც გადაჭრილია. თუმცა რა ხდება სინამდვილეში? ნარჩენები გროვდება და თავს იყრის ნაგავსაყრელებზე, სადაც ის იტკეპნება, იფარება მიწით ან რომელიმე ინერტული მასალით და იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარემო დასუფთავდა, ნარჩენი „გაქრა“ და პრობლემაც მოგვარდა. Read the rest of this entry »
ირინა ფხოველიშვილი: ფერმერებთან ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია
28 მარტს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის საფუძველზე შემუშავებული „ფერმერის, ფერმერული მეურნეობისა და აგროსექტორის ინვესტორის სტატუსების განსაზღვრის შესახებ“ კონცეფციის პროექტი განიხილეს. კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. Read the rest of this entry »
დღეს, ტყის საერთაშორისო დღეა
1971 წელს, გაეროს ინიციატივით, 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ აღიარეს. ამ დღის ძირითადი ამოცანა პლანეტის მოსახლეობის სატყეო ეკოსისტემების მნიშვნელობის გაცნობიერების ამაღლებაა. ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტყის დასაცავად სხვადასხვა აქცია და ღონისძიება ტარდება. Read the rest of this entry »
ნიკო კეცხოველის პრემია 2018 – აღმოაჩინე საქართველო
ორიოდე დღის წინ, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალური ტური გაიმართა. ნიკო კეცხოველის პრემია 2018 ხორციელდება პროექტის, ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’, ფარგლებში – ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი. ნახევარფინალში მონაწილეობდნენ: კახეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და მცხეთა-მთიანეთი სკოლის მოსწავლეები. კონკურსში მონაწილე თითოეულმა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით აუდიტორიას მათ მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნეს: Read the rest of this entry »
”ზღვის ეშმაკი” მეთევზეებმა ჩაქვის აკვატორიაში იპოვეს
ჩაქვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა თევზის უნიკალური ეგზემპლარი მოიპოვეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული თევზის სახეობა მიეკუთვნება ”ზღვის ეშმაკს” – რომელიც, მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია. Read the rest of this entry »
ეკოფაქტი გილოცავთ კალანდობას
ქართულ ხალხურ დღეობებისთვის მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს.ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა. Read the rest of this entry »
ავადმყოფი კენგურუ
“საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ” გამოსცა გერმანიაში მცხოვრები, მონიკა ყოლბაიას წიგნი “ავადმყოფი კენგურუ”.
წიგნის ავტორი გვიყვება, რომ წიგნი მოგვითხრობს ადამიანის სულიერ განცდებზე, რომელსაც უნდა რაღაც შეცვალოს და რეალობას შეხედოს სხვა კუთხით. Read the rest of this entry »
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში
ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომელთაც ყველა ეპოქაში საზოგადოება სხვადასხვაგვარად ეპყრობოდა. მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს, ამ ადამიანებს იარლიყს აკრავდნენ და მათთვის განკუთვნილ სპეციალურ დილეგებში აცხოვრებდნენ სიცოცხლის ბოლომდე. საბოლოოდ, საზოგადოების ცნობიერებაში მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხა, ისინი მიხვდნენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოების დანარჩენი ნაწილისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროება სჭირდებათ, ისინიც საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან და იმავე უფლებებით უნდა ისარგებლონ, რითიც თითოეული ჩვენთაგანი სარგებლობს. Read the rest of this entry »
ჩელიაბინსკში რადიაციული გაჟონვა დაფიქსირდა
რუსეთის ერთ-ერთ ოლქში, ჩელიაბინსკში დაფიქსირდა ექსტრემალურად მაღალი რადიაციული ფონი, რომელიც ათასჯერ აღემატება ნორმას. რადიაცია დაფიქსირდა ევროპაშიც. გაირკვა, რომ რადიაციული გაჟონვა ორი თვის წინ მოხდა, თუმცა ვიდრე ევროპელმა მეცნიერებმა არ ატეხეს განგაში (საფრანგეთი და გერმანია.), ამ ფაქტს არ ახმაურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რადიაცული გაჟონვა დიდია, მოსახლეობას ისევ ჩვეულ რეჟიმში უწევს ცხოვრება და ადგილობრივი ხელისუფლება არანაირ ზომებს არ მიმართავს მათი უსაფრთხოებისთვის.







