RSS

Category Archives: ეკოტურიზმი

ელიას მთა

elias mTa 003ოლიკო ცისკარიშვილი

ვაშლოვანი დაცულ ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხრეთით აღმართულია ორმწვერვალიანი მთა. მისი ორივე მწვერვალი თეთრი კირქვის მძლავრი მასივია, რომელთაც გაბატონებული ადგილი უკავიათ დედოფლისწყაროს ზეგანზე და შორიდანვე იქცევენ მნახველის ყურადღებას. ჩრდილოეთი მწვერვალი, რომელიც ნიკორაციხის სახელითაა ცნობილი, ცოტა უფრო მაღალია ( სიმაღლე 1001 მ. ზღვის დონიდან), ვიდრე სამხრეთი მწვერვალი, რომელსაც ელია ეწოდება, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო ფრიალოკალთებიანი და ძნელად მისადგომია. Read the rest of this entry »

 

ჭაჭუნას აღკვეთილი

WaWuna 006ოლიკო ცისკარიშვილი

დედოფლისწყაროს დაცული ტერიტორიებიდან აღსანიშნავია ჭაჭუნას აღკვეთილი. ჭაჭუნას აღკვეთილი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქიზიყში, ისტორიულ კამბეჩოვანში  მდებარეობს. თბილისიდან დაახლოებით, 175 კილომეტრითაა დაშორებული. მისი ფართობი 5 200 ჰექტარია და მდინარე იორის ნაწილს მოიცავს. ჭაჭუნას აღკვეთილში დაცულია ჭალის ტყე…

ადგილობრივების გადმოცემით, ზამთარში ჭალის ტყყები ქარის გამო ჭრაჭუნს იწყებდნენ. დროთა განმავლობაში,  ასე დაერქვა ამ ადგილს ჭაჭუნა. საქართველოში, ამ ტიპის ტყეები ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად თითქმის გადაშენებულია და შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ მდინარეთა ნაპირებზე. Read the rest of this entry »

 

შუამთა

SuamTa 009შუამთა – ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-შია. ულამაზეს ტყეში, ხუროთმოძღვრულ ანსამბში სამი ეკლესიაა: გუმბათიანი ეკლესია და მცირე გუმბათოვანი ეკლესია მეშვიდე საუკუნისაა, ხოლო სამნავიანი ბაზილიკა მე-5 მე-6 საუკუნეების, რომელიც ქართული არქიტექტურის ადრეული საფეხური ერთ-ერთ საყურადღებო ნიმუშად ითვლება. სამივე ეკლესია ტყეში, რიყის ქვითაა ნაგები. ახალი შუამთა ძველი შუამთისგან 2-3 კილომეტრშია. იგი დაუარსებია ლევან (ლეონ) კახთა მეფის (1520-1574 წ.წ.) მეუღლეს, გურიელის ასულ თინათინს. მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს – მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა. Read the rest of this entry »

 

ბათუმში გრანდიოზულ აკვარიუმის მშენებლობა გაგრძელდება

akvariumiახალი მთავრობა მიხეილ სააკაშვილის იდეას ბოლომდე განახორციელებს და ბათუმში გრანდიოზულ აკვარიუმს ააშენებს.

აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ პროექტი მართლაც საინტერესოა და ის აუცილებლად განხორციელდება. Read the rest of this entry »

 

იყალთოს სამონასტრო კომპლექსი

iyalTo 003ოლიკო ცისკარიშვილი

იყალთოში შუა სუკუნეების სამონასტრო ანსამბლი კახეთში, თელავიდან 7-8 კმ დაშორებით მდებარეობს, რომელშიც შედის  VI ს. პატარა გუმბათოვანი ეკლესია, მეორე გუმბათოვანი ეკლესია IX ს-ისა: ერთნავიანია სამლოცველო XII -XIII სს-სა და თავის დროზე სახელგანთქმული აკადემიის   ნანგრევები. აკადემიის აყვავება XI – XII სს. მიჯნის ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის არსენ იყალთოელის სახელთანაა დაკავშირებული, მაგრამ თავად შენობა VIII – IX საუკუნეთა ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და სპეციალისტთა ვარაუდით, აგებულიც დაახლოებით მაშინ უნდა იყოს. ეს ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა, რიყის ქვით ნაშენი (მას დასავლეთით სხვა შენობებიც ებმის). პირველი სართული ორ ოთახადაა გაყოფილი, ზემოთ კი ერთი მთლიანი,  ვრცელი დარბაზია (24,5X9 მ. შიგნით, ე.ი. 220 კვ.მ – მდეა), ალბათ ეს იყო სამეცნიერო შეკრებათა ადგილი. ყველაზე საინტერესო, ხუროთმოძღვრული ელემენტი აღმოსავლეთი კედლის ორი (შეწყვილებული) თაღოვანი მალია, მათ შუა მოქცეული რვაწახნაგა ბოძით. შენობა ძლიერ დაზიანებულია – აღარც სართულშუა გადახურვებია, აღარც მონასტრის ეზოსკენ მიმართული ჩრდილოეთის კედელი. Read the rest of this entry »

 

ახმეტის ღვთისმშობლის ეკლესია

axmeta 001ოლიკო ცისკარიშვილი

ახმეტა მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ილტოს ქვემო დინებასა და მდინარე ორვილს შორის გაშლილ ვაკეზე, პანკისის ხეობის შესასვლეთან. თბილისიდან 174 კმ-ში.

თქმულების მიხედვით, თამარ მეფეს ძალზე მოსწონებია წყლითა და ნოყიერი ნიადაგით მდიდარი ეს კუთხე და უნატრია: ახ, ნეტავ, აქ ზვარი და ხეხილი გაშენდესო. მეფის სურვილი ასრულებულა, დასახლებისათვის კი ახმეტა დაურქმევიათ.

Read the rest of this entry »

 

ბაგრატის ტაძარი – რეკონსტრუქციამდე და დღეს

bagrati2ოლიკო ცისკარიშვილი

ქუთაისში, საუკუნეების განმავლობაში, ერთგვარ სავიზიტო ბარათს  ბაგრატის ტაძარიწარმოადგენდა. თუმცა უმეტესობის აზრით, რეაბილიტაციის შემდეგ, ბაგრატის ტაძარმა სრულიად  დაკარგა ის ინდივიდუალურობა და სილამაზე, რაც მას სხვა ტაძრებისგან გამოარჩევდა.  “რეკონსტრუქციამდე უფრო დიადი იყო, მაშინ უფრო ვგრძნობდი მის სიდიადეს” – გვითხრა ერთ-ერთმა ტურისტმა, თუმცა ადგილობრივი მღვდელმსახურები მას არ დაეთანხმნენ და აგვიხსნეს, რომ ტაძრის შეგნით არსებული რკინის კონსტრუქციები ზუსტი ასლი ყოფილა ძველი ბაგრატის კონსტრუქციისა –  სწორედ, იქ იდგნენ მგალობლები და საგალობლებს მღეროდნენ, – დასძინა მან. Read the rest of this entry »

 

სურამი

surami 005ოლიკო ცისკარიშვილი

ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურა – 2 , ივლისის + 20 გრადუსია, სურამი გარშემორტყმულია ტყით, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისათვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად. სურამი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა დაბას გარშემო ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეები და ბუჩქები აკრავს, წიწვოვანი მცენარეებიც უმრავლესობა ხელოვნურადაა გაშენებული, რაშიც დიდ ღვაწლი მიუძღვის პროფესიონალ მეტყევეს, ტყის ქომაგს, საქართველოში ტყეების გაშენების ერთ-ერთ ორგანიზატორს 1875 წელს  დაბადებულ მიხეილ მურვანიშვილს. მისი გაშენებულია სურამში კვირაცხოვლის, ბაიანთხევის და გვერდისუბნის ფერდობებზე ფიჭვის ტყეები. ფართოფოთლოვანი ხე-მცენარეებიდან გვხვდება მუხა, ნეკერჩხალი, წიფელი, რცხილა, ვერხვი, მურყანი. ტყეებში ბევრია სხმარტლი, კუნელი, შინდი, ასკილი, მაყვალი, იელი, გვიმრა, თხილი. ზოგგან ტყის პირას გვხვდება ხელოვნურად გაშენებული აკაცია. დაბის ტერიტორიაზე ხარობს წითელ წიგნში შეტანილი მცენარეთა ზოგიერთი სახეობა. მაგ: უთხოვარი, ბზა, შიშველი აკაკი, ქართული ნეკერჩხალი, დაბაში კარგად ხარობს ხეხილი, კაკალი, თხილი. სურამის ცენტრში ვხვდებით სხვადასხვა სახეობის ნაძვებს, ნეკერჩხალს, ფიჭვს, ვერხვებს, რომლებიც ალამაზებენ ცენტრალურ ქუჩას. Read the rest of this entry »

 

იმპროვიზირებული ლამპრობა მესტიაში

lamprobaხვალ, 2 მარტს მესტიაში, ტრადიციულად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტურისტებისთვის 2013 „იმპროვიზირებული ლამპრობის“ დღესასწაული გაიმართება. სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით გაფორმებული სუფრა და სახალხო ანსამბლის კონცერტი. ღონისძიება საღამოს ჰაწვალის გორაზე გაჩირაღდნებული ლამპრების, სვანური ფერხულისა და ტრადიციული გამასპინძლების თანხლებით გაიმართება.“ Read the rest of this entry »

 

გუდაური – სამთო-სათხილამურო კურორტი

gudauri wiTeliოლიკო ცისკარიშვილი

თბილისიდან ორი საათის სავალზე, მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური,კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, შეფენილი კურორტზე სათხილამურო სეზონი ადრეული ზამთრიდან, გვიან გაზაფხულამდე გრძელდება.
გუდაურში 1988 წელს შეიქნა საბაგირო გზა და კურორტიც ნელ-ნელა განვითარდა. 5 საბაგირო და უამრავი სათხილამურო ტრასა, რომელსთა საერთო სიგრძე 16 კილომეტრამდეა, ვიზიტორებს საღამოს 5 საათამდე ემსახურება. საქართველოში გუდაურის ინფრასტრუქტურა ყველაზე კომფორტულ და ტექნიკურად გამართული სამთო-სათხილამურო კურორტად ითვლება. ფასების სიძვირის მიუხედავად, სტუმარიც, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორები ბევრი ჰყავს. ყველა სათხილამურო ბილიკი განლაგებულია ალპური ველის ზონაში, მთა კუდებსა (3006 მ) და მთა საძელეს (3307 მ) ფერდებზე, ტყის საფარის მაღლა. სათხილამურო ბილიკებს ემსახურება ცნობილი ავსტრიული კომპანიის “დოპელმაიერის” (Doppelmayr) მიერ აგებული საბაგიროები. მთლიანი სათხილამურო ფართი, რომელიც დაშვების სირთულის რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ, ხუთი სამ და ოთხადგილიანი სავარძლების მქონე და ერთიც გონდოლებიანი საბაგიროს რიგითაა დაფარული. მათ შორის ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1990 მ-ზეა, ზედა საძელეს კი – 3270 მ. მდებარეობს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი 7 კმ-ია. Read the rest of this entry »