სხვიტორი და სავანე ქართული საზოგადოებისთვის დიდი მგოსნის აკაკი წერეთლის სახელს უკავშირდება. სხვიტორში აკაკის სახლ-მუზეუმში, რომელიც 1939 წელს დაფუძნდა და 2004 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ფოტოების გადაღების უფლება არ მოგვცეს. გიდის თქმით, მუზეუმი რამდენჯერმე გაიძარცვა, და ამიტომ მნახველს უფლებას არ აძლევენ ფოტოების გადაღების, რომ მუზეუმი მორიგ თავდასხმას აარიდონ… Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოტურიზმი
“საქართველო სიცოცხლის ქვეყანა”
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს იწყებს. ფოტოკონკურსი სახელწოდებით „საქართველო სიცოცხლის ქვეყანა” 3 თვეს გასტანს და ყოველი თვის ბოლოს გამარჯვებული გამოვლინდება.
პროექტი მიზნად ისახავს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფოტობანკის გამდიდრებას და ფოტოგრაფთა წახალისებას. Read the rest of this entry »
ლეჩხუმი – ფარელის ვაკე და უცნობი მონასტრის ნანგრევები
ფარელის ვაკე მთლიანად უყურებს ლეჩხუმის ხეობას, ადრე კომუნისტების პერიოდში აღდგომის ბრძწყინვალე დღესასწაულზე იქ ადიოდნენ პატარები, რომ წითელი კვერცხები დაეჭიდებინათ, რადგან სოფელში, პატარებს უშლიდნენ წითელი კვერცხების გამოჩენას.
ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ მე-6-7 საუკუნისაა, მდებარეობს ფარელის ვაკეს მიმდებარე ტერიტორიაზე. Read the rest of this entry »
შსს-მ მთა–თუშეთში დაკარგული ტურისტები იპოვა
შსს–ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს და მცხეთა–მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო-საძიებო სამუშაოების შედეგად მთა–თუშეთში დაკარგული ტურისტები იპოვეს. Read the rest of this entry »
პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე ან ღლიანის მღვიმე, რომელიც გამოცხადებულია ბუნების ძეგლად კარსტული მღვიმე დასავლეთ საქართველოშია. ეკუთვნის წყალტუბოს მუნიციპალიტეტს და მდებარეობს ქვილიშორისა და ყუმისთავის სიახლოვეს, მდინარე ყუმის აუზში, ზღვის დონიდან 100 მეტრზე. პრომეთეს მღვიმეში ვიზიტისას სასურველია გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რადგან ბილეთის აღება მოგიწევთ, რომელიც 6 ლარი ღირს, ნავით გასეირნება კი დამატებით 7 ლარი ჯდება. მოწაფეებისა და სტუდენტებისთვის ფასდაკლება. ერთი შეხედვით ძვირადღირებული სიამოვნებაა, თუმცა დამერწმუნეთ ღირს, მღვიმეში წარმოდგენილი სატალაქტიტები, სალაგმიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მიწისქვეშა ტბები და სხვა ხილვა საკუთარი თვალით 80 მეტრ სიღრმეზე და 14 გრადუს ტემპერატურაზე, 1400 მეტრის ფეხით გავლა მართლა ძალიან სასიამოვნო მოგონებად დარჩება მნახველს. Read the rest of this entry »
ორბელის ციხე
ლაჯანურის ხეობაში მდებარე შუა საუკუნეების ორბელის ციხე, სავარაუდოდ, მე-16-17 საუკუნის ძეგლია, მის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა.
იგი მიეკუთვნება ადრეშუასაუკუნეებს გვიან საუკუნეების დამატებით. ეხლა ციხე მოუვლელია, თუმცა მაინც ამაყად გადმოჰყურებს ლაჯანურის ხეობას. მის კედლებზე კი აშკარაა კვალი, რომ ის მოხატული იყო.მის მიმდებარე ტერიტორიაზე სასაფლაოა, და ადგილობრივები თუ მიაკითხავენ ხოლმე ხანდახან ციხეს. Read the rest of this entry »
მწვანე თეატრი
ლეჩხუმში, ცაგერში 30-იოდე წლის წინ, მდინარე ცხენისწყლის მახლობლად გაშენდა უმშვენიერესი მწვანე თეატრი, რომლის ბადალი მსოფლიოში არ იყო. ეს საზაფხულო უმშვენიერესი თეატრი გადახურულია, ღია ცის ქვეშ გაკეთებულ სკამებზე მაყურებელი ოვაციებით ხვდებოდა სცენაზე გამომსვლელებს. ახლა ეს თეატრი მიტოვებულია, თუმცა მისი აღდგენა ძალიან კარგი საქმე იქნებოდა ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისთვის. Read the rest of this entry »
ლეჩხუმი – ხვამლის მთაზე მიჯაჭვული პრომეთე
ოლიკო ცისკარიშვილი
ხვამლის მთიდან შორს, ჩრდილოეთისაკენ რომ გაიხედავთ, მურის ციხე მოჩანს. ცაგერის კლდოვან მწვერვალზე ამართული სამი კოშკი ცხენისწყლის ხეობას გადაჰყურებს. მურის ციხე დიდი ხნის წინათ არის აშენებული. იგი პირველად ეკუთვნოდა შვიდ ძმას ჩარკვიანს, რომლებიც ქვემო სვანეთს ფლობდნენ. Read the rest of this entry »
რაჭა – შაორის ტბა
რაჭაში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასვენების მიზნით მხოლოდ ზაფხულის პერიოდში ჩადის, თუმცა რაჭის რეგიონშიცაა ტურიზმის განვითარების პერპექტივები. რაჭის ბუნებრივი პირობების გამო, ტურიზმს უდიდესი პოტენციალი გააჩნია. შესაძლებელია ტურისტების სოლიდური რაოდენობის მოზიდვა და ადგილობრივი მოსახლეობის მასიური დასაქმება მომსახურების სფეროში. სხვა ტურისტულ ობიექტებთან შედარებით, ყველაზე დიდი პოტენციალი შაორის წყალსაცავს გააჩნია. შაორის ტბაზე შესაძლებელია მეთევზეობის ტურიზმის განვითარებაც. Read the rest of this entry »
მწვანე კონცხის გენერლები
საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია მწვანე კონცხი, რომელიც ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და განლაგებულია ზღვის დონიდან 70-92 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობებზეა გაშენებული ევროპაში ერთ-ერთი მდიდარი ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი და სტუმარი ათვალიერებს. Read the rest of this entry »









