ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას მიმართა მარტის თვეში საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით. აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიის (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) მიერ მოხდა ხუდონის პროექტის გზშ-ს შესწავლა და ანგარიშის მომზადება, სადაც ჰოლანდიელი ექსპერტები თავის რეკომენდაციებს სთავაზობენ გარემოს დაცვის სამინისტროს. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოპრობლემა
ჰოლანდიელ ექსპერტებს ხუდონჰესის მშენებლობის პროექტზე დადებითი დასკვნა აქვთ
გარემოს დაცვის სამინისტრო ტრავერტინის საკითხს შეისწავლის
ყაზბეგის რაიონში გუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე, სადაც გვირების შეკეთება მიმდინარეობს, მშენებლებმა გზა პირდაპირ “ტრავერტინების ველზე” გაიყვანეს. ადგილობრივების ცნობით, ამჟამად ახლადგაყვანილ გზაზე მიმდინარეობს ტექნიკის გადადგილება. “ჩვენთვის გასაგებია, რომ მიმდინარეობს გვირაბის შეკეთება, მაგრამ ის, რაც ტრავერტინებს გაუკეთეს არის მავნებლობა”, – აცხადებენ ადგილობრივები. მათივე განმარტებით, არც მშენებლები და არც ხელისუფლების წარმომადგენლები ამ “მავნებლობასთან დაკავშირებით” განმარტებებს არ აკეთებენ. “ეტყობა ამ ადამიანებს ეს საკითხი არ აღელვებს. არც გარემოს დაცვის სამინისტროს გაუკეთებია რაიმე სახის რეაგირება, და ფაქტია, რომ ამ ყველაფერს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანადგურებს”, – აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა. Read the rest of this entry »
ოზურგეთში მგლებმა კვიცი დაგლიჯეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ამ დილით მგლებმა ორი კვიცი დაგლიჯეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არსებულ საძოვარზე მოხდა. ფაქტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ მგლების ხროვა დილით, დაახლოებით, 7 საათზე შენიშნა, მაშინ როცა საქონელს საძოვარზე მიერეკებოდა. Read the rest of this entry »
SOS ტრავერტები საფრთხეშია
ტრავერტინები გუდაური -კობის საგზაო მონაკვეთზეა. ვინც კი ყაზბეგში ნამყოფია ყველამ იცის ეს ადგილი. ამჟამად ტრავერტინებთან არსებული გვირაბის შეკეთება მიმდინარეობს, რისთვისაც მშენებლებმა ასეთი რამ გააკეთეს – გზა პირდაპირ ტრავერტინებზე გაიყვანეს და ტექნიკა ამ გზით მოძრაობს. Read the rest of this entry »
კატასტროფების რისკის შემცირების საკითხზე მემორანდუმი გაფორმდება
კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში ჩართულ სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
დოკუმენტს ხელს მოაწერენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი; “გადავარჩინოთ ბავშვები”-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ნათია დეისაძე და “არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი”-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ბერნდ ილგი. Read the rest of this entry »
ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტზე იმსჯელებენ
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ქუთაისში KFW-ს წარმომადგენლებს შეხვდებიან.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, ასევე მიწვეულნი არიან იმერეთის მხარეში არსებული მუნიციპალიტეტებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. Read the rest of this entry »
დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო
მაგნიტოსფეროში შეინიშნება აქტივობა – მაგნიტური ქარიშხარლი, რომელიც გამოიწვია შაბათს მზეზე აფეთქებამ, ამის შესახებ აცხადებენ აშშ-ს ნაციონალური მართვის ოკეონოლოგიური და ატმოსფერული გამოკვლევების კოსმოსური ამინდის პროგნოზის ცენტრში. Read the rest of this entry »
ჩინეთში წყალდიდობას 55 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის სამხრეთ-ცრენტრალურ პროვინციაში ძლიერი წვმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 200 ათასი ადამიანი დააზარალა. გუანდუნის პროვინციაში 12 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. Read the rest of this entry »
ოკლაჰომაში ტორნადომ 24 ადამიანი იმსხვერპლა
ოკლაჰომას სახელმწიფო ორგანოების ცნობით, ტორნადოს შედეგად, გარდაიცვალა 24 ადამიანი და არა 91, როგორც სხვა წყაროები უფრო ადრე იტყობინებოდნენ. – წერს როიტერი. Read the rest of this entry »
ამერიკაში ტორნადოს შედეგად დაკარგულებს ეძებენ
აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ტეხასის შტატში ტორნადოს შედეგად დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. შერიფის განცხადებით, მაშველთა ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაკარგული ადამიანები იპოვონ და აქტიურად მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენა. Read the rest of this entry »



