RSS

Category Archives: ეკოპრობლემა

ანაკლიაში მკვდარი დელფინები ნახეს

delგარემოსდამცველმა ორგანიზაციამ “მწვანე სარტყელი” ანაკლიაში, დაცულ ტერიტორიაზე, 7 მკვდარი დელფინი აღმოაჩინა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით , სავარაუდოდ, დელფინები მეთევზეების ბადეში მოყვნენ, რის შემდეგაც დაიხოცნენ და მკვდარი დელფინები სანაპიროზე მეთევზეებმა დაყარეს.  Read the rest of this entry »

 

ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოს სოფლები დააზარალა

setyva 001ძლიერი სეტყვის შედეგად საგარეჯოს რაიონის სოფლები დაზარალდა. სტიქიამ ვერხვიანში, შიბლიანსა და ყანდაურაში ვენახები და ერთწლიანი კულტურები გაანადგურა. სეტყვის შედეგად დაზიანდა ატმისა და საზამთროს ბაღებიც.  Read the rest of this entry »

 

მსხვერპლთა რაოდენობა ჩრდილოეთ ინდოეთში 8 ათასს აღწევს

indoeti 004დღეს, ინდოეთში სამაშველო ოპერაციები შეწყდა. ამის მიზეზი, ძლიერი წვიმების კვლავ განახლებამ და მეწყერმა განაპირობა. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლთა რაოდენობა 8 ათასს აღწევს, ხოლო ხალხის დიდი რაოდენობა დღესაც გარესამყაროს მოწყვეტილია, განსაკუთრებით კი ჰიმალაებთან ახლოს. Read the rest of this entry »

 

ინდოეთში წყალდიდობას 182 ადამიანი ემსხვერპლა

8de22d4259c053eebb9459b21e519bd0დიდი წყალდიდიობის შედეგად ინდოეთში 182 ადამიანი გარდაიცვალა. სამძებრო-სამაშველო სამსახურები აგრძელებენ დაკარგულების ძებნას. სამაშველო სამსახურებში ჩაება 5 ათასი სამხედრო და 20 ვერტმფრენი, აცხადებს РБК. Read the rest of this entry »

 

წყალდიდობა მარტვილსა და წალენჯიხაში

697_529811483720615_985985368_nწალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო, წყალდიდობაა. სტიქიამ ძირითადად საჩინოსა და ლიის თემი დააზიანა.

Read the rest of this entry »

 

კლიმატური ცვლილებების ანარეკლი სომხეთში

კლიმატური ცვლილებების ანარეკლი სომხეთში

oliko003 ოლიკო ცისკარიშილი

„ადრე, რამდენიმე ტონა მოსავალი მოგვყავდა, ახლა იმდენიც არ მოვა, რომ სახლში ბავშებს ვაჭამო,“ – ამბობს არარატის ველზე არსებულ სოფელ მარკაშატის მცხოვრები 58 წლის მესრანიან სურენი და გვაჩვენებს ერთი თვის წინ დასეტყვილ ვენახს და პამიდორი.

ასეთივე მდგომარეობაში, არა მხოლოდ ამ სოფლის 6000 მაცხოვრებელი, რომელთაც სრულიად გაუნადგურდა მოსავალი, 43 სოფლიდან, 23 სოფელში სეტყვამ სრულიად გაანადგურა მოსავალი. მარკაშატში 626 ჰექტარზე სრულიად განადგურდა მოსავალი, 44 ჰექტარზე ხილი და 45 ჰექარზე ყურძენი. Read the rest of this entry »

 

წყალწაღებული მილიონები – ჟურნალისტური გამოძიება

kaxetiწყალდიდობები და ღვარცოფები, რომელიც ყოველ ზაფხულსა და შემოდგომას კახეთის მოსავლის 60-70%-ს ანადგურებს, დღემდე რჩება საქართველოს ხელისუფლების თავის ტკივილად.
სოფლის მეურნეობის პროდუქტის განადგურება ქვეყნის შიდა პროდუქტის წარმოებას საფრთხეს უქმნის, დაზარალებული მოქალაქეები მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვენ და, რაც მთავარია, წლების განმავლობაში ხევებისა და მდინარეების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი მილიონები ისევ წყალს მიაქვს.  Read the rest of this entry »

 

მაჭახელას მოსახლეობა კირნახი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

dariali 001მაჭახელას ხეობის მოსახლეობა კირნათი-ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.  ოთხი სოფლის – კირნათის, მარადიდის, მირვეთის და აჭარისწყლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია თუ რომელი ტერიტორია დაიტბორება წყლით. მოსახლეობის თქმით, მათ არ უნახავთ პროექტის მშენებლობის ნებართვა და არ აქვთ გეოლოგიური დასკვნა იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ჰესის მშენებლობა გარემოზე. ასევე, როგორც ადგილობრივმა რამაზ თავდგირიძემ აღნიშნა, მისი წინაპრების საფლავები დატბორვის ზონაშია. რამაზ ჯინჭარაძის თქმით, კომპანია შპს “აჭარ-ენერჯი 2007”-ის წარმომადგენლებმა კომპენსაცია და საფლავების გადატანა შესთავაზეს, თუმცა ის წინაპართა საფლავების გადატანას არ აპირებს.  Read the rest of this entry »

 

პრაღაში წყლის დონე იკლებს, თუმცა ზოგიერთ რაიონში ისევ საგანგებო მდგომარეობაა

praRaპრაღაში არსებულმა დამცავმა ზღუდეებმა წყალდიდობის პიკს გაუძლეს და ჩეხეთის დედაქალაქში წყლის დონემ კლება დაიწყო. ამასთან ერთად, ტურისტებისთვისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის რიგი ობიექტები პრაღაში ჯერ კიდევ დახურულია და ქალაქის ცენტრში მეტრო ჯერ კიდევ არ მუშაობს, თუმცა დღეისათის 5 მეტროსადგურის გახსნა იგეგმება. Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება მავნე მწერების გავრცელებასთან დაკავშირებით

tye7მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ქალაქ თბილისის გარშემო სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (მცხეთა, ლისი, თეთრიწყარო და ა.შ) შეინიშნებოდა მერქნიან მცენარეებზე მავნე მწერების ინტენსიური გავრცელება.

სპეციალისტების მიერ შესწავლის შედეგად დადგინდა მწერების სახეობა: მზომელები – ცქვლეფია (Erannis defoliaria) და მოზამთრე – (Operophtera brumata) Read the rest of this entry »