RSS

Category Archives: ეკოპრობლემა

საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის მოგვარებას მინიმუმ ათი წელი დასჭირდება

nagavsayreli 007ოლიკო ცისკარიშვილი

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა შესაფუთი მასალების წილი- პლასტიკა, მუყაო, ქაღალდი, ფერადი მეტალები საქართველოს ქალაქებისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების საერთო ნაკადში საგრძნობლად გაიზარდა საკვები და მცენარეული ნარჩენი, მაკულატურა, პოლიმერიული მასალები, მინა და სხვა. მინა – ისეთი ალკოჰოლური სასმელებისა და სხვადასხვა ლოუსების მოხმარების ზრდამ, რომლებიც ჩასხმულია არასტანდარტულ შუშის ბოთლებში და არ მიიღება მინის ჩასაბარებელ პუნქტებში, მკვეთრად გაზარდა მინის ნამსხვრევების რაოდენობა. ასეთი ტიპის ნარჩენების შეგროვებისა და შემდგომი გადამუშავების შედეგად მიიღება სხვადასხვა ფრაქციის მინის ფხვნილი, მინის ნაწარმი და სამშენებლო მასალები. Read the rest of this entry »

 

ჭიათურაში სასმელი წყალი უვარგისია

WiaTura 04ჭიათურაში, სასმელ წყლის კვლევის შედეგად, რომელიც, გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიების და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა, ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირის“ ინიციატივით ჩაატარა, დადგინდა, რომ ჭიათურაში სასმელ წყალს აქვს არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა. Read the rest of this entry »

 

საქართველოს სტიქიამ შემოუტია

Stormi batumSiსაქართველოს მთელს ტერიტორიაზე თოვა და ყინვაა მოსალოდნელი. ჰიდრომეტეოროლოგიოური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის განმარტებით, ხვალიდან გამოდარებს, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

დღეს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი იყო, ზღვაზე კი შტორმი. დღეს და ხვალ ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი. Read the rest of this entry »

 

ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოს ნარჩენები ისპანის ჭაობში ჩაედინება

ისპანაგადამუშავებული ციტრუსის ნარჩენები ისპანის ჭაობში. ქობულეთში არასტანდარტული მანდარინის გადამამუშავებელი საწარმოდან ნარჩენები ნაგებობის უკან მილით მდინარეში ჩაედინება. ,,მაცნემ” მდინარეში მდუღარე წყლის ჩაღვრაც დააფიქსირა. შპს. ,,აქტივების მართვის ინდუსტრიული ჯგუფის” ხელმძღვანელის მტკიცებით, საწარმოს გამწმენდი ნაგებობა აქვს, თუმცა სად მდებარეობს აღნიშნული ნაგებობა, მერაბ არძენაძემ ვერ გვიჩვენა. მისი განმარტებით, ისპანის ჭაობში მხოლოდ სუფთა წყალი იღვრება. Read the rest of this entry »

 

ფოთში მწვანე საფარს იღებენ

DSCF0190ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით, რომელიც ტროტუარისა და ფასადების კეთილმოწყობას ითვალისწინებს, ფოთის მერიას, გადაწყვეტილი აქვს, მწვანე საფარის აღება. მოჭრას, გადაბელვას და გადაადგილებას ემქვედებარება, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები, რომელთა ასაკი, ათეულობით წელს ითვლის. ამასთან, საზოგადოების ერთმა ნაწილმა, დღევანდელი საპროტესტო გამოსვლით შეაჩერა უკვე დაწყებული პროცესი. დღესვე, ქალაქის საკრებულოსთან შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც თავის დასკვნას დადებს. კომისიაში, დარგის სპეციალისტები, საკრებულოს წევრები, მერიისა და მასზე დაქვემდებარებული სამსახურების უფროსებთან ერთად, გარემოსადაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული. Read the rest of this entry »

 

ინდონეზიის სამხრეთში 5,5 ბალის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაინდონეზიის სამხრეთით ღამე 5,5 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა,როგორც ექსპერტები იუწყებიან ჯერჯერობით ცუნამის საშიშროება არ არსებობს.
მიწისძვრის ეპიცენტრი პროვინცია სუმლაკიდან 228 კილომეტრით არის დაშორებული,რაც გამორიცხავს პანიკის საფუძველს.ჯერჯერობით უცნობია მიწისძვრის,შედეგად მიყენებული ზარალის და გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი. Read the rest of this entry »

 

ფილიპინებში ტაიფუნ “იოლანდას” შემდეგ 4 მილიონი ადამიანი დაზარალდა

taifuniფილიპინებში ტაიფუნის, შედეგად 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ხოლო 1200 -ზე მეტი დაიღუპა,უცნობია იმ ადამიანის რაოდენობა, რომლებიც უგზოუკვლოდ არიან დაკარგული.
ამ დროისთვის ფილიპინებში განადგურებულია საცხოვრებელის ახლები, დაიტბორა ქუჩები, მოსახლეობას არ მიეწოდა გაზი და ელექტოენერგია. Read the rest of this entry »
 

“მწვანე კედელი” გორში

IMG_2674გორისა და ქუთაისის დემოკრატიის სკოლების (NIMD) კურსდამთავრებულებმა პროექტის “ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაცია გორისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში” განხორციელება ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყეს. პროექტ “მწვანე კედელის” ფარგლებში კონსულტაციების მიზნით, უკვე მოეწყო შეხვედრები თემის ექსპერტებთან და დემოკრატიის სკოლის სხვა კურსდამთავრებულებთან, რომლებმაც პროექტის განხორციელების პროცესში დახმარება აღუთქვეს გუნდს. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. პროექტ “მწვანე კედლის” წარმომადგენელი ნინო მეგრელიშვილი, იმედის თვალით უყურებს მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ მოქმედებებს და იმედოვნებს, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც აიღებენ მათგან მაგალითს. იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ქარსაცავი ზოლები, მაგალითად კახეთში, სადაც როგორც ყველა რეგიონში, ისე კახეთის ყველა მუნიციპალიტეტშო, 90-იან წლებში უმოწყალოდ გაიჩეხა ქარსაცავი ზოლები. ორიოდე დღის წინ, ტელეკომპანია “თრიალეთის” პირდაპირ ეთერში, ქარსაცავი ზოლების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე, ამ საკითხის ირგვლივ შიდა ქართლში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.  Read the rest of this entry »

 

ჭიათურის რაიონის სოფლებში მოსახლეობა ხანძარს საკუთარი ძალებით ებრძვის

xanZari kanadaSiცეცხლი ათობით ჰექტარ ტყის მასივს უკიდია ჭიათურისა რიონის სოფელებში, გეზრული-მაქათუბნის საზღვარზე, ცეცხლი ათობით ჰექტარ ტყის მასივს უკიდია.  ადგილობრივების ცნობით, ისინი ხანძრის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობენ. Read the rest of this entry »

 

ხალხის დრო Folk Radio-ში

folkradiohttp://www.youtube.com/watch?v=82KLOqW5ooU&feature=youtu.be

Folk Radio-ში (ფოლკრადიო), რომელიც მაუწყებლობს 99,3 სიხშირეზე, დავით მაღლაფერიძის საავტორო გადაცემა “ხალხის დრო” დაეთმო გარემოს დაცვასა და ამ თემებზე ქართულ მედია სივრცეში გაშუქების პრობლემებს.

აუდიო ჩანაწერი