RSS

Category Archives: გარემო

2020 წლისთვის ყოველი მეხუთე ადამიანი იშიმშილებს

მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კლიმატის ცვლილება, რომელიც ატმოსფეროში სასათბურე გაზების ანთროპოლოგიური გადაყრითაა გამოწვეული, 2020 წლისთვის სოფლის მეურნეობის წარმოების დეფიციტს გამოიწვევს. ეს დედამიწის ყოველ მეხუთე ადამიანს შიმშილისთვის გაწირავს. ამის შესახებ კლიმატოლოგთა “მსოფლიო ეკოლოგიური ფონდის” არაკომერციული ორგანიზაციის მოხსენებაშია ნათქვამი.

დღესდღეობით საკვების უკმარისობას დედამიწის ყოველი მეშვიდე მცხოვრები განიცდის.
2020 წლისთვის კი უმეტეს ქვეყნებში კლიმატის დათბობის შედეგად სოფლის მეურნეობის პროდუქტები შემცირდება, რის გამოც დედამიწის მზარდი მოსახლეობის გამოკვება შეუძლებელი გახდება.

კლიმატოლოგები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე სცენარის მიხედვით, სასათბურე გაზების შეუზღუდავი გადაყრა დედამიწაზე კლიმატს 2,4 გრადუსით გაზრდის.

ამასთან, დედამიწის მოსახლეობა სულ მცირე, 900 მილიონით გაიზრდება და 7-8 მილიარდს მიაღწევს.

კლიმატური ცვლილებების შედეგად სხვადასხვა ქვეყანაში მოსავლის განადგურება ისეთ მასშტაბს მიაღწევს, რომ ხორბლის დეფიციტი 14% იქნება, 11 %-ით ნაკლები ბრინჯი იწარმოება, ხოლო სიმინდი 9 %-ით ნაკლები იქნება. მეცნიერთა დასკვნით, ამ ტიპის მცენარეული წარმოება რუსეთში უკვე მცირდება.

მეურნეობის შემცირების უკმარისობა ტემპერატურის ცვლილებებითა და არასაკმარისი წყლის მიწოდებით იქნება გამოწვეული.

იმის გამო, რომ მარცვლოვანი პროდუქციის დაახლოებით 35 % შინაური ცხოველების კვებას ხმარდება, მეცნიერები ხორცის წარმოების შემცირებასაც ვარაუდობენ. შესაძლოა, ამან რეალური ფასები 20 %-ით გაზარდოს.

ამდენად, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ატმოსფეროში ნარჩენების გადაყრის შემცირება უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. სამწუხაროდ, ცალკეული ქვეყნების ოფიციალური პირები ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ამასთან, შიმშილის დაძლევის კიდევ ერთ საშუალებად მეცნიერები კვების რაციონში ახალ საკვებზე _ ცილებსა და ნახშირწყალებზე გადასვლას მიიჩნევენ.

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 20/01/2011 დუიმი გარემო

 

საქართველოს ნაძვის გირჩები

თურმე…. საქართველოს ნაძვის გირჩებს ევროპაში ყიდიან….

http://news.tut.by/207083.html

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 03/12/2010 დუიმი გარემო

 

ზამთარი მოვიდა

რა გადაიტანს ზამთარს…..

ვიცი სული გამეძარცვება… გაზაფხულამდე კი 88 დღე დარჩა…

This slideshow requires JavaScript.

 
1 კომენტარი

ავტორი: on 02/12/2010 დუიმი გარემო

 

ოქტომბრის შავი ზღვა

ოქტომბრის შავი ზღვა

This slideshow requires JavaScript.

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 19/10/2010 დუიმი გარემო

 

ეროტიული ბუნება

სამწუხაროდ, ეს ფოტოები ჩემი გადაღებული არაა, მაგრამ ალბათ დაგაინტერესებთ

This slideshow requires JavaScript.

 
1 კომენტარი

ავტორი: on 23/07/2010 დუიმი გარემო

 

გლობალური კატასტროფის ქართული აჩრდილი

ეს მასალა ჩემმა მგობარმა, ირმა კახურაშვილმა მომცა ამ ბლოგისთვის, მართლა საინტერესოა და დიდი რეზონანსიც მოჰყვა როცა ჟურნალ ”ფოკუსში” დაიბეჭდა.

გლობალური დათბობა რომ ფანტომია, ასე მხოლოდ საქართველოში ფიქრობენ.  ამ საკითხზე მომუშავე მკვლევარებისთვის კი ის გლობალური კატასტროფაა, რომელსაც მსოფლიო რუქიდან რამდენიმე სახელმწიფო წაშლა შეუძლია და, რაც მთავარია, არცთუ შორეულ მომავალში. სწორედ ამიტომ განვითარებული ევროპას წელიწადში რამდენჯერმე აქციების ტალღა უვლის, სადაც, უმეტესწილად, ქალაქის მუნიციპალიტეტების ინიციატივით, სხვადასხვა ქალაქის მცხოვრებლები ამ პრობლემის გათავისებას ცდილობენ. აქციების ფორმა მრავალფეროვანია – ერთდროულად მთელი ქვეყნების მასშტაბით ერთი წუთით ითიშება დენი, მილიონობით ადამიანი აქრობს სიგარეტს, არ ქოქავს მანქანას და ჯერ კიდევ ცოცხალ დედამიწას სანთლებს უნთებს.   

სულ ახლახან მოუხელთებელმა ბენ ლადენმა კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან დაკავშირებით ვიდეო-ნოტა გაუგზავნა აშშ-ის მთავრობას, გერმანიის ეკოლოგიის მინისტრმა ნორბერტ რიუტგენმა გამოთქვა საშიშროება იმის თაობაზე, რომ კლიმატის ცვლილების გამო კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენს ცხოველთა და მცენარეულთა მრავალი სახეობის გაქრობა, ფრანგულმა ორგანიზაცია `გრინფისმა~ და სპენსერ ტუნიკმა შიშველ ნატურების დახმარებით ბურგუნდიის ვენახებში მასშტაბური აქცია მოაწყეს, კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღეს კი, მსოფლიოს 170 ქვეყანაში ერთდროულად გაიმართა ღონისძიება `350~ (350 ატმოსფეროში ნახშირორჟანგის უსაფრთხო რაოდენობის მაჩვნებელია), რომლითაც მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ნეგატიური დამოკიდებულება პოლიეთილენის პარკებისა და ერთჯრადი პლასტიკური ნივთების წვით განადგურებისადმი. 

ბოლოს მსოფლიო საზოგადოებრიობამ გლობალური დათბობის პრობლემების შესახებ გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში კოპენჰაგენში იმსჯელა, სადაც 192 ქვეყანასთან ერთად საქართველოს მთავრობის გარემოსდაამცველთა დელეგაციაც ბრძანდებოდა. დანიის დედაქალაქში დაგეგმილ კლიმატის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე მასშტაბური საპროტესტო აქციები მოეწყო ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ბელგიაში. ათი ათასობით დემონსტარნტმა მსოფლიოს ლიდერებს გლობალური დათბობის წინააღმდეგ უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდეს. საქართევლოში კი ეს მნიშვნელოვანი შეხვედრას არანაირი რეზონანსი არ გამოუწვევია. ქართული მედია უმნიშვნელო ნიუსების გავრცელებით შემოიფარგლა, რომ აღარაფერი ვთქვათ საპროტესტო დემონსტრიციებზე.    

ცხადია, საკმარისი როდია ამაზე მხოლოდ მთავრობებს მოეთხოვებოდეთ პასუხი,  მაგრამ იმისათვის, რომ რიგითი მოქალაქე ან მასმედია აცნობიერებდეს ნებისმიერი პრობლემის სიმძიმეს, იმ ოფიაცილურ პირთა საზრუნავია, ვის ხელშიცაა საზოგადოების მართვის სადავეები. საქართველოს მოსახლეობისთვის დღემდე უცნობია კოპენჰაგენში ქართული მხარის მიერ წარდგენილი სპეციალური დოკუმენტის არსი, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს ეხებოდა. ამ დოკუმენტისადმი ცხოველი ინტერესი არავის გამოუხატავს, შესაძლოა იმიტომ, რომ ვიღაცამ ჩათვალა – დიღმის ტრასაზე მინისტრის ხელით დარგული ნერგი აუცილებელი გასაშუქებელია და მეტი დივედენდების მომტანი, ვიდრე მსჯელობა იმაზე, აკმაყოფილებთ თუ არა საერთაშორისო გარემოს დაცვით  ნორმებს ავტოგამონაბოლქვით მოწამლული თბილისი. მართალია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ საქართველო აქტიურად უცხადებს სოლიდარობა ცივილიზებულ სამყაროს, მაგრამ ჩვენ, უბრალო ობივატელები ამ სამყაროსგან თავს მაინც მოწყვეტილად ვგრძნობთ, რადგან ჩვენი პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

საერთაშორისო ორგანიზაცია ”Gლობალ Hუმანიტარიან Fორუმ” (გენდირექტორი კოფი ანანი) შარშან გამოაქვეყნებულ დასკვნაში მითითებულია, რომ გლობალური დათბობის შედეგად ყოველწლიურად 300 ათასი ადამიანი იღუპება. 2030 წლისთვის მსხვერპლთა რაოდენობა 500 ათასამდე გაიზრდება. ორგანიზაციის სავალალო პროგნოზით, ბუნების მიმართ სასტიკი დამიკიდებულების გამო ტყის უზარმაზარი მასივები განადგურდება, მანქანების გამონაბოლქვისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზეზით კი, დედამიწა არსებობას შეწყვეტს. ჰაერის მზარდი ტემპერატურის გამო ჩვენი საუკუნის კატასტროფებად უკვე მიჩნეულია 2004 წლის ცუნამი აღმოსავლეთ აზიაში, 2005 წლის დამანგრეველი ქარიშხალი კატრინა, 2008 წლის გუსტავი-აიკი ცენტრალურ ამერიკაში.

გლობალური დათბობა ფანტომი არაა. ამასვე ადასტურებს გაერო. მისი შეფასებით, გარემოს დეგრადაცია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას. შესაბამისად, გლობალური ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება უკავშირდება ათასწლეულის განვითარების გეგმას _ სიღარიბის დაძლევას, დემოკრატიის განვითარებას და ადამიანთა კეთილდღეობას.  

ვიმედოვნებ, საკმარისი ფაქტები მოვიყვანეთ პრობლემის გასაცნობიერებლად და ბუნებრივია, დავინტერესდით იმით, თუ როგორ ცდილობს ამ საფრთხეების აცილებას ჩვენი მთავრობა, რომლის გარემოს დაცვის პირველი პირი მოსახლეობაში დღემდე არა ეკოლოგიასთან, არამედ პოპჯგუფ `სახესთან~ უფრო ასოცირდება. სხვათა შორის, ყოველწლიურმა კატალოგმა `სახე(ლ)ებმა~ გოგა ხაჩიძე წლის მინისტრად აღიარა და როგორც კატალოგიის პრეზენტაციაზე ვიღაცამ იხუმრა, ალბათ მისი გასაოცარი გულწრფელობის მიზეზით (ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, გოგა ხაჩიძემ უპასუხა, რომ მას წარმატებული პოლიტიკური კარიერის სურვილი ამოძრავებდა).

ჩემი ვარაუდით, ხაჩიძე მართლაც ენერგიით აღსავსე მინისტრია – ის განებივრებულია მედიის ყურადღებით, აქვს დატვირთული სამუშაო გრაფიკი. თუკი დაგუგლავთ, თქვენც აღმოაჩენთ, რომ მისი საყვარელი საქმე გამწვანების აქციებში მონაწილეობაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან ერთად. რა შეიძლება დავუწუნოთ მინისტრს, რომელიც მუდმივად ასწრებს `სახალხო დიალოგის~ ფარგლებში რომელიმე სოფლის მოსახლეობისთვის საიმედო მესიჯების დატოვებას და ონლაინ-კონფერენციების მოწყობას (ელექტორატთან ურთიერთობის ერთობ თანამედროვე, მაგრამ დისტანციური აზრთა გაზიარებას)? ერთი შეხედვით, ვერაფერი. დღეს ის მეურნეობაში `ივრის ჭალები~ სამონადირეო ტურიზმის განვითარების გეგმებს სახავს, ხვალ კი 2010 წლის დასუფთავების წლად გამოცხადდების ინიციატივით გამოდის. მანამდე საპარლამენტო უმცირესობასთან ის დაჟინებით უარყოფს კატასტროფულ ონკოლოგიურ მონაცემებს და ირწმუნება, რომ თბილისში დაბინძურებული ჰაერის მაჩვენებელი არცთუ საგანგაშოა. არც საკუთარი თანამშრომლების ივიწყებს და თითს უქნევს, როცა სამართალდამცველები კორუფციის მიზეზით აკავებენ. გარემოს დაცვის ოფიცილურ წარმომადგენლებს ვერც იმას დავუკარგავთ, რომ ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სიამოვნებით მონაწილეობენ გარემოს დაცვის დღეებთან დაკავშირებულ, ჩვენი პრეზიდენტის მიერ ასე ნაყვარებ სახალისო `საგანმანათლებლო~ ღონისძიებებში.

`ფოკუსის~ შეკითხვაზე, თუ რა ადგილი უკავია გლობალურ დათბობის საკითხებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიაში, სამინისტროდან გვაპასუხობენ, რომ `სტრატეგია 2010-2015 წლისთვის მხოლოდ ახლა მუშავდება. კლიმატის ცვლილების სფეროში ძირითადი მიმართულებები იქნება ქვეყანაში `სუფთა განვითარების მექანიზმის~ სრული ძალით ამოქმედება (სათბურის გაზების ემისიის შემცირების კუთხით) და კლიმატის ცვლილებასთან ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ეკონომიკის დარგების ადაპტაცია~.

ასევე, გთავაზობთ გოგა ხაჩიძის შემცირებული ინტერვიუს, რომელიც `ფოკუსმა~ ერთი კვირის შემდეგ მიიღო: 
 
არსებობს საქართველოში რაიმე სახელმწიფო სამსახური, რომელიც იკვლევს ამ პრობლემას?
კლიმატის ცვლილების შედეგები დროდადრო ანალიზდება და აისახება საერთაშორისო ავტორიტეტული მეცნიერული ჯგუფის – კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო საბჭოს ე.წ. შეფასებით ანგარიშებში. ბოლო შეფასებითი ანგარიში ასახულია გახშირებული კატასტროფები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. საქართველოს მეორე ეროვნულ შეტყობინებაში კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციისადმი, რომელიც მომზადდა 2006-2009 წლებში, ეს საკითხები ასახულია. ამ საკითხების მოგროვება შედის ჰიტრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველოს კომპეტენციაში.
ვართ თუ არა ჩვენ მიერთებულები კიოტის აქტზე და რას ვგეგმავთ მომავალში?
დიახ, მასზე ვართ მიერთებული 1999 წლიდან. შესაბამისად, ჩვენც ვმონაწილეობთ ამ პროცესში სათბურის გაზების გაფრქვევების შემცირების კუთხით. ამჟამად მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს მუშაობა კიოტოს პროტოკოლის შემდგომი მოქმედების გაგრძელების ან შეცვლის შესახებ. საქართველომ წარმოადგინა თავისი პოლიტიკური დოკუმენტი 2009 წელს დეკემბერში კოპენჰაგენში ჩატარებულ კონფერენციაზე. ამ დღეებში კი გაიგზავნება ოფიციალური თანხმობა კოპენჰაგენის აკორდთან ქვეყნის მიერთების შესახებ. თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, დამოკიდებულია იმაზე, მოეწერება თუ არა ხელი ახალ ხელშეკრულებას წლის ბოლოს მექსიკაში და რა სახის იქნება იგი. 

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის თუ კეთდება რაიმე თქვენი სამინისტროს ეგიდით?
სამინისტრომ არასამთავრობო, საერთაშორისო და ოპოზიციური პარტიების მოსაზრებების გათვალისწინებით მოამზადა დოკუმენტი, რომელიც 3 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილების საკითხებში პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ყოველწლიურად მასშტაბურად აღინიშნება გარემოს დაცვის მსოფლიო დღე. ყველა გარემოსდაცვით ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს `მწვანე კლუბი~, სადაც ასობით სტუდენტი, სკოლის მოსწავლე, ცნობილი სახეები და ეკო-კლუბებია გაერთიანებული. ჩვენს მიერ გამოცემულია კალენდრები 2008 და 2009 წლის კალენდრები კლიმატის ცვლილების პრობლემატიკით. ასევე, კლიმატის ცვლილების სამმართველოს თანამშრომლები სისტემურად მონაწილეობენ ამ თემისადმი მიძღვნილ გადაცემებში.

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 25/06/2010 დუიმი გარემო

 

ჭიათურა

ამ ჩემი გადაღებული სურათებით, ალბათ თავი მოგაბეზრეთ. მაგრამ ძალიან მიყვარს სურათების გადაღებაც და ეს ქალაქიც. ამიტომ დღეს ჭიათურის და მის მიმდებარე სოფლების სურათებს დავდებ, ძამთარშია გადაღებული,  მაგრამ ზამთარშიც მიყვარს ეს ქალაქი. არა მხოლოდ იმიტომ რომ დედულეთია, იმიტომაც რომ ბევრმა მიატოვა და დედაქალაქს მიაშურა ფიზიკური გადარჩენისთვის. შავ ოქროს ქალაქად წოდებულ ქალაქში კი დღეს აღარც შავი ოქროს წარმოება ხდება და ოქროს გულიანი ხალხისგანაც დაიცალა.

This slideshow requires JavaScript.

და მაინც, ცოტა რამ მინდა მოგიყვეთ ამ ქალაქზე.

ზემო იმერეთი ისტორიული არგვეთის საერისთავოს ტერიტორიაზე მდებარეობს. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს, რომ ეს ადგილი უძველესი ხანიდან ყოფილა დასახლებული.

მანგანუმის ძვირფასი წიაღისეულის აღმოჩენა-დამუშავება საქართველოში შედარებით ახალი მოვლენაა და დაახლოებით საუკუნენახევარს ითვლის. თავად ჭიათურის აღმოცენებაც მასთანაა დაკავშირებული. იყო დრო, რომ ქალაქმა მსოფლიო აღიარება ჰპოვა, რადგან მეტალურგიის მძლავრი ცენტრი იყო.. ჭიათურის მანგანუმის მადანი ეგზავნებოდა მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოს, ინგლისს, საფრანგეთს, იაპონიას და ა.შ.

მანგანუმი ბუნებაში საკმაოდ გავრცელებული ქიმიური ელემენტია. როგორც რკინის მუდმივი თანამგზავრი, შედის თითქმის ყველა სამთო ქანისა და ასზე მეტი სახეობის მინერალის შემადგენლობაში.

მანგანუმი მეტალურგიაში პირველად 1839 წელს გამოიყენეს. მანგანუმი შედის ყოველგვარი სახის ფოლადისა და თუჯის შემადგენლობაში. იყენებენ ფერად მეტალურგიაში, ქიმიურ მრეწველობაში, მედიცინაში, ასანთის წარმოებაში, სარებავებისა და ფერადი მინანქრის დასამზადებლად. და სხვა და სხვა.

შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ აკაკი წერეთლის უშუალო ინიციატივით და ხელმძღვანელობით დაიწყო ჭიათურის მანგანუმის მადნის საბადოს გეოლოგიური გამოკვლევა 1872 წელს წინასწარ წარმოებული მოსამზადებელი სამუშაოების საფუძველზე, ხოლო დამუშავება _ 1876 წელს.

1879 წლიდან დაწყებული, საქართველოს ბევრი ფირმა და კაპიტალისტი მიაწყდა, რათა ხელში ჩაეგდოთ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების თვალი _ ”ერის საუნჯე”, რომლის ფასსა და ღირსებაზე ადგილობრივ მოსახლეობას და ბევრ საზოგადო მოღვაწესაც იმ დროს წარმოდგენა არ ქონდათ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ დღესაც ბევრს წარმოდგენა არ აქვს რამდენად დიდი განძის მფლობელია საქართველო.

 
3 Comments

ავტორი: on 18/06/2010 დუიმი გარემო

 

დაავადებულ ხეებს მკურნალობა სჭირდებათ

აღმოსავლეთის ნაძვის  არსებული ტყეების ფართობი 138 589 ჰექტარს მოიცავს. ეს კი ქვეყნის ტყეების საერთო ფართობის 5 პროცენტია. მარაგების მხრივ კი მისი ხვედრითი წილი 7.5 პროცენტია. ნაძვი მავნებელ_დაავადებათა მიმართ მეტად მგრძნობიარეა, ამიტომ ხშირად   ზიანდება მავნებლებითა და დაავადებებით, განსაკუთრებით მბეჭდავი ქერქიჭამიით – „ტიპოგრაფი“.

This slideshow requires JavaScript.

2001 წელს ბორჯომის ხეობაში მბეჭდავი ქერქიჭამიის მასობრივი გამრავლების ციკლი დაიწყო, რამაც გამოიწვია ნაძვნარების კერობრივ_ჯგუფურ ხმობა. საშიშროებაა, რომ მთელი რეგიონის ტერიტორიაზე გავრცელდეს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის მიერ 2002 წელს ბორჯომის ხეობაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ხეების თითქმის 30 პროცენტი  დაზიანებულია მავნებლებით, მათ შორის 7,84 პროცენტი უკვე ზეხმელია, ხოლო 4,8 პროცენტი ხმობადი. საფრთხე ექმნება ათეულ ათასობით ჰექტარ კორომებს.
ტყის ინვენტარიზაციისა და ტყის მართვის დაგეგმვის დახმარება საქართველოს ტყეების განვითარების პროექტის ფარგლებში (FDP) 2004 წლის მაისში ჩატარდა.
ნაძვნარებში გავრცელებული მრავალრიცხოვანი მავნე მწერებიდან ტიპოგრაფთან ერთად სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ნაძვის დიდ ლაფნიჭამიას. მისი გავრცელება შედარებით მაღალ დონეზეა ახალციხეში (8,75 პროცენტი) და ამბროლაურში (6.67). დაფიქსირებულია მავნე მწერების 21 სახეობაც. მათ შორის 18 ღერო_ტოტებზე, 1 წიწვებზე, 2 გირჩებზე.
ქერქიჭამიასგან განსხვავებით, ახალ მოვლენას წარმოადგენს ფიჭვის ღეროს ალურას გავრცელება. მათი საშუალო მაჩვენებელი 3, 55 პროცენტია. გამოკვლევისას გამოვლინდა სხვადასხვა დაავადების გამომწვევი სოკოების 15 სახეობა. მათ შორის: 11 ღეროებზე, 2 ფესვებზე, 2 წიწვებზე და 3 გირჩებზე. დაავადებებიდან გამოირჩევა ღეროების წითელი სიდამპლის გამომწვევი – Pჰელლინის პინი ვარ.აბიეტის რომელიც ნაძვნარს აავადებს 40_50 წლის ხნოვანებიდან. მის გავრცელების საშუალო მაჩვენებელი 6.33 პროცენტია. ფესვების თეთრი ფერიფერიული სიდამპლის გამომწვევი – შემოდგომის მარჯკვალა – Aრმილლარია მელლეა_ის გავრცელების საშუალო მაჩვენებელმა 2.4 პროცენტი შეადგინა. ორივე დაავადება გავრცელებულია ყველა გამოკვლეულ სატყეო მეურნეობაში.
ნაძვნარებში ჭრის ადგილების გაწმენდის დონე დაბალია, განსაკუთრებით ბორჯომ_ბაკურიანის სატყეო მეურნეობაში. ანალოგიური მდგომარეობაა ბუნებრივი ჩახერგილობების მხრივაც – ქარქცევადობით წარმოშობილი ჩახერგილობები გაუწმენდავია.
მავნე ორგანიზმთა საწინააღმდეგოდ და საერთოდ ნაძვნარის გაჯანსაღების გასაუმჯობესებლად საჭიროა მავნებელ დაავადებათა გავრცელებისა და ნაძვნარების ფიტოსანიტარული მდგომარეობის მონიტორინგი, რაც გულისხმობს წელიწადში ორჯელ ნაძვნარების ვიზუალურ და რეკოგნოსცირებულ გამოკვლევებს მავნე მწერებისა და დაავადებების დავრცელების კერების, ხმობადი და გამხმარი ხეების, ბუნებრივი და ხელოვნური ჩახერგილობების გამოსავლენად და ა.შ.
ნაძვნარების ფიტოსანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ყველა გამოკვლეულ სატყეო მეურნეობაში – ბორჯომ_ბაკურიანი, ახალციხე, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი და ა.შ. საჭიროა ჩატარდეს ამორჩევითი და პირწმინდა სანიტარული ჭრები – გამხმარი, ხმობადი და მავნე ორგანიზმებით დასახლებული ხეების სალიკვიდაციოდ.
იმ კორომებში სადაც აღინიშნება ტიპოგრაფიის გავრცელება უნდა მოეწყოს საჭერი ხეები, მავნებლის გავრცელების ინტენსივობის გათვალისწინებით. საჭერი ხეებია ბუნებრივი და ხელოვნური. ხელოვნური საჭერი ხეები სპეციალურად მოიჭრება, ხოლო ბუნებრივ საჭერებად გამოიყენება ქარქცეული, თოვლტეხილი ან სხვა რაიმე მიზეზით დასუსტებული ხეები, სათანადო დამუსავებით. მავნებლით სრული დასახლებისა და კვერცხდებით შეწყვეტის შემდეგ, ბუნებრივი თუ ხელოვნური საჭერი ხეები უნდა დამუშავდეს – გაიქერქოს და ნარჩენები დაიწვას. სატყეო პათოლოგიის პრაქტიკაში სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ ფართოდ გავრცელდა ფერომონიანი საჭერი, რომელიც გამოიყენება როგორც პროგნოზისა და სიგნალიზაციის, ისე ბრძოლის მიზნით.

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 16/06/2010 დუიმი გარემო

 

ზეთისხილი საქართველოში

სამიოდე კვირის წინ, კახეთში, სიღნაღის მახლობლად, ზეთისხილის პლანტაცია გაშენდა, ამის მოთავე ქართულ-თურქული კომპანია ”ჯეოლაივია”. მაშინ, როდესაც საქართველოში უამრავი ხე იჩეხება, ნამდვილად კარგი საქმეა ამ პლანტაციების გაშენება.

This slideshow requires JavaScript.

საქართველოში, აფხაზეთსა და კახეთის მშრალ სუბტროპიკულ ზონაში, ოდითგანვე იყო გავრცელებული ზეთისხილის კულტურა.

საქართველოში ზეთისხილის არსებობის ისტორიული ფაქტები არსებობს. მისი მოშენება 1879 წელს ახალ ათონში ბერებმა დაიწყეს და დიდი პლანტაცია გააშენეს. გასაბჭოების შემდეგ, ეს პლანტაცია საბჭოთა მეურნეობად გადაკეთდა. მერე კი ზეთისხილი სხვა კულტურით ჩაანაცვლეს.

ზეთისხილი ხარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგში, მაგრამ უმჯობეისა მისი გაშენება კარბონატულ-ყავისფერ ალავიურ ნიადაგებსა და მშრალქვიან ფერდობებზე. იძლებს -7-9 გრადუს ყინვას.

ასე, რომ საქართველოში, მალე, სულ რაღაც 3-5 წელიწადში ქართული ზეთისხილი გვექნება.

 
7 Comments

ავტორი: on 14/06/2010 დუიმი გარემო

 

ბორჯომი

ზამთარი ბორჯომში…

მიყვარს ეს სურათები, ზამთარიც მიყვარს, თუ არ მცივა მაშინ უფრო…

ეს ბორჯომია ზამთარში

This slideshow requires JavaScript.

 
2 Comments

ავტორი: on 13/06/2010 დუიმი გარემო