ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში თეთრი დელფინი დააფიქსირა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ექსპედიციამ აღნიშნული ფაქტი 23 ივნისს დააფიქსირა.
Category Archives: გარემო
თეთრი დელფინი შავ ზღვაში
ბურთისებრი ელვა – მეხი
დედამიწის ეკოლოგიური ბალანსი საფრთხეშია
ვენერა მზეს შემოუვლის
-
2012 წლის 5 ივნისს, ჩრდილოეთ მერიკის აღმოსავლურ სანაპიროზე და ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ნაწილებშიც, მზის ჩასვლის დროს, დედამიწიდან დანახვის ზონაში პლანეტა ვენერა მზეს საბოლოო წრეს შემოარტყამს, … ეს მოვლენა 2117 წელს განმეორდება. ბოლოს, ვენერამ მზეს წრე 2004 წლის, 8 ივნისს, დაარტყა, ამ მოვლენას მილიონობით ადამიანი თვალს ადევნებდა.გასული 100 წლის განმავლობაში, ასტრონომებს ერთ–ერთი უმთავრესი კითხვა აწუხებდათ – როგორ აემოძრავებინათ მანძილი დედამიწას და მზეს შორის. ეს მათ საშუალებას მისცემდა გაეზომად მზის სისტემა.მოამზადა ბელა არუთინოვმა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება
ასტრონომები გალაქტიკების შეჯახებას წინასწარმეტყველებენ
NASA-ს მეცნიერები Hubble-ს ტელესკოპის დახმარებით ვარაუდობენ, 2 გალაკტიკის „ირმის ნახტომის“ (სადაც, მდებარეობს ჩვენი მზის სისტემა) და ანდრომედეს შეჯახებას. მათი თქმით, ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობს, რადგან მათზე ძლიერი გრავიტაცია მოქმედებს. მათი ვარაუდით, გალაქტიკების შეჯახებისას, მოხდება მათი შერწყმა.
მარსის მეტეორიტებში მეცნიერებმა “სიცოცხლის ნაწილაკები” აღმოაჩინეს
ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს მეტეორიტებზე, რომლებიც მარსიდან ჩამოფრინდა, ორგანული ნივთიერების კვალი აღმოეჩინათ. ასტრონომებმა შეისწავლეს მარსის ზედაპირიდან დედამიწაზე მოხვედრილი 11 მეტეორიტი. მათგან ყველაზე უძველესის ასაკი 4,2 მილიარდ წელს აღწევს, ხოლო ყველაზე “ახალის” დაახლოებით მილიონ წელს. მეცნიერებმა გარკვეული დრო დახარჯეს, რათა გაეგოთ, რომ მათ წინ სწორედ ამოუცნობი ობიექტებია. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ მეტეორიტები შეიძლება მიწიერი წარმოშობის იყოს ან წარმოადგენდეს კოსმოსურ ნამსხვრევს.
საქართველოს დაცული ტერიტორიები
IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით, დაცული ტერიტორია 6 კატეგორიისგან შედგება: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები. საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 9 ეროვნული პარკი, 24 ბუნების ძეგლი და 18 აღკვეთილი ტერიტორიაა. აღკვეთილი არის დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. იგი შეესაბამება IUCN-ის IV კატეგორიას.
ვეძათხეველების ტრაგედია – სტიქიამ კიდევ ერთი ახალგაზრდა იმსხვერპლა
ოლიკო ცისკარიშვილი
ვეძათხევამდე ფეხით ძლივს ავედით, ის მდინარე, რომელიც რამდენიემე დღის წინ გადაუღებელი წვიმების შედეგად, უეცრად ადიდდა და 24 წლის გარსევან გოგოჭურის სიცოცხლე იმსხვერპლა, ფეხით გამოვიარეთ. გზადაგზა, სოფლის მაცხოვრებლები გვხვდებიან დაგვიყვებიან როგორ წაიღო უცბად მოვარდნილმა მდინარემ ახალგაზრდა გარსევანის სიცოცხლე. დარდობენ სტიქიის მსხვერპლს და ჩივიან, რომ მდინარე არყალაზე ხიდიც კი არაა, რომ უცბად მოვარდნილი მდინარისგან ადგილობრივები დაზღვეულნი იყვნენ. რადგან სოფელში სკოლაც არა, პატარებს ამ მდინარის გადავლა უწევთ, ათკომლიანი სოფლის შიში საფუძველს მოკლებული არაა.
გარსევანი თბილისის პროზექტურიდან უკვე გადმოსვენებული დაგვხვდა, მასთან ბებია იჯდა და ხმამაღლა მოსთქვამდა. ეზოში მდუმარე ვეძათხეველები იდგნენ. 48 წლის გარსევანის დედა, რომელიც უკვე მეოთხე შვილის სიკვდილს გლოვობს, მოგვიანებით შემოვიდა. გარსევანი, მამაპაპისეულ სახლშიც კი ვერ დაასვენეს, რადგან იქ შეუძლებელი იყო მიცვალებულის პატრონობა, იმდენად შელახულია სახლი, კელდებიდან და სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჟონავს. სტიქიისგან დასახიჩრებული ახოვანი ვაჟკაცი, გარდაცვლილი ბიძის სახლში ასვენია.






