მსოფლიოში ოკეანეების დონე უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ამის შესახებ გაკეთებულ პროგნოზებში იყო საუბარი. გერმანელი მეცნიერები ზღვისპირას მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მთელს მსოფლიოში უახლოეს მომავალში არის წყალდიდობებისა და სანაპირო ზოლის დატბორვის რეალური საფრთხე. Read the rest of this entry »
Category Archives: გარემო
მეცნიერები მოსახლეობას გლობალური დატბორვის შესახებ აფრთხილებენ
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების და დახარისხების ისტორია
ნაგვის შეგროვებასა და მისი დასახლებული პუნქტებიდან გატანას დიდი ხნის ისტორია აქვს. ისტორიკოსების თქმით, ამ საქმის პიონერები ძველი ბერძნები იყვნენ, რომლებმაც 4,5 ათასი წლის წინ ნაგავთან დაკავშირებით სპეციალური კანონი მიიღეს, რომელიც ადამიანებს ავალდებულებდა ნაგავი გაეტანათ ათენიდან კილომეტრნახევრით დაშორებულ, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე.
ნაპოვნია მარტოხელა მაწანწალა პლანეტა
მარტოხელა პლანეტა, ჯერ-ჯერობით CFBDSIR2149 სახელითაა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ეს პლანეტა ვარსკვლავის გარშემო, არ ტრიალებს, ამიტომაც არის ის „მარტოხელა“. Read the rest of this entry »სენდიმ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ კორიდორს გადაუარა
ქარიშხალმა სენდიმ, რომელმაც ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ კორიდორს გადაუარა, უკვე 84 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გასული ღამის განმავლობაში, ამერიკის 16 მოქალაქეა დაღუპული. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, ერთი კი კანადის მოქალაქე. სტიქიამ 67 მოქალაქე კარიბის აუზიის რეგიონშიც იმსხვერპლა.
არქტიკა სავსეა პლასტმასის ნარჩენებით
კოსმოსში ბრილიანტების პლანეტა იპოვეს
აშშ-საფრანგეთის ასტრონომთა გუნდმა განაცხადა, რომ კიბორჩხალას ვარსკვლავედში პლანეტაა ნაპოვნი. ეს პლანეტა, დიდ საგანძურს წარმოადგენს. ექსპერტების თქმით, პლანეტა 55 Cancri, დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება. მისი დიამეტრი, დედამიწის დიამეტრზე 2-ჯერ მეტია, ხოლო მასსა – 8-ჯერ. სენსაციურია ის, რომ პლანეტა არ არის დაფარული წყლით ან გრანიტით. მისი საფარი წარმოადგენს გრაფითის და ალმასების ნაერთს, იუწყება SKY NEWS-ი.
თუშეთში დაავადებულ ფიჭვნარს შველა სჭირდება
კანადაში 26 კილოგრამიანი სოკო იპოვეს
კრასნოდარი – უბედურების ზონა
კრასნოდარის ოლქი უბედურების ზონადაა ქცეული. გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ მთელი მხარე დატბორა. შედეგად არის მსხვერპლი, რომელსაც უკვე ვეღარ ითვლიან, ხოლო დაკარგულად 7 ათასი ადამიანი სახელდება. უმეტესობა მათგანი წყალმა გაიტაცა.რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.






