RSS

Category Archives: გარემო

გარემოს დაცვის მინისტრის პრესკონფერენცია

dariali 003ხვალ, 10 აპრილს,  გაიმართება საერთაშორისო ექსპერტების მიერ ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურისმშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების საჯარო პრეზენტაციაშეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძეენერტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეგახსენებთ, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა.

ექსპერტებმა, უკვე შეისწავლეს დოკუმენტის თეორიული ნაწილი, აგრეთვე სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც მოინახულეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ადგილი, შეხვდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას. მათ ქართველ სპეციალისტებთან ერთად ადგილზე დეტალურად შეისწავლეს საკითხი და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს. აგრეთვე, თბილისში ჩატარდა შეხვედრები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯია”-ს წარმომადგენლებთან.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გეოლოგი, სეისმოლოგი, ჰიდროტექნოლოგი, აგრეთვე ექსპერტები ბიომრავალფეროვნების, სოციალური საკითხებისა და განსახლების, ენერგეტიკის ეკონომიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში

 

ლიანდაგიდან გადავარდნილი 60-ტონიანი ცისტერნებიდან ნავთობპროდუქტი იღვრება

mat katastrთბილისის აეროპორტის ხიდის ქვეშ, ლიანდაგიდან გადავარდნილი 60-ტონიანი ცისტერნებიდან დიზელის საწვავი იღვრება. სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე მოხდა.
შემთხვევის მიზეზი უცნობია. ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს მაშველები და მეხანძრეები მუშაობენ.  Read the rest of this entry »

 

“ფუკუსიმას” ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიური გაჟონვა მოხდა

fukushima1იაპონიაში “ფუკუსიმას” ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიური წყლის კიდევ ერთი გაჟონვა მოხდა. შესაბამისი განცხადება, ატომური ელექტროსადგურის მომსახურე კომპანიამ TEPCO-მ გააკეთა. თუმცა დაკონკრეტდა, რომ წყლის გაჟინვა მცირე რაოდენობით მოხდა.  Read the rest of this entry »

 

გეოლოგების დღე

svaneTisken 017გეოლოგის დღე ყოველწლიურად, აპრილის პირველ კვირა დღეს აღინიშნება. ეს პროფესიული დღესასწაული, 1980 წლის 1 ოქტომბერს პრეზიდიუმის უზენაისი საბჭოს სსრკს დადგენილებით დაარსდა.  Read the rest of this entry »

 

თბილისი, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას – “კავკასია 2013”-ს უმასპინძლებს

yazbegiskenთბილისი, 12-14 აპრილს, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას – “კავკასია 2013”-ს უმასპინძლებს. “ექსპო ჯორჯიაში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოური კომპანიებიც – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან.  Read the rest of this entry »

 

სამართალდამცველებმა უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე ამოღეს

nu moWri xes 5ბორჯომის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ხე–ტყის უკანონოდ ჭრისა და დამზადების ფაქტზე, სოფელ ახალდაბაში მცხოვრები, 1969 წელს დაბადებული ჯუმბერ ა. დააკავეს. Read the rest of this entry »

 

არგენტინაში წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა

wyali 1არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში წყალდიდობის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. წყლის სიმაღლემ 1,5 მეტრს გადააჭარბა. Read the rest of this entry »

 

საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით

dariali 0074 აპრილს, გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტებთან  ხუდონის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ  გარემოს დაცვის მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, აგრეთვე, კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯია”, რომელიც ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განმახორციელებელია.

Read the rest of this entry »

 

ჩემი მეგობარი ტყე – სასიამოვნო ფინალი

nergebi 001ამინდში გაგვიმართლა, გიჟმაჟმა მარტმა ზუსტად ამ დღეს გამოიხედა და მზიანი, თბილი ამინდი დაგვახვედრა ახმეტის დღის ცენტრში, სადაც უკვე მოუთმენლად გველოდებოდნენ პროექტ “ჩემი მეგობარი ტყის” კონკურსანტები…  და ეზო, სადაც რამდენიმე წელიწადში ჩვენს მიერ დარგული კაკლის ხეები იშრიალებს. Read the rest of this entry »

 

გლობალური გარემოსდაცვის ფონდის მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია

gvirilebi ulumbi 004დღეს, შერატონ მეტეხი პალასში, გლობალური გარემოსდაცვის ფონდის მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია შედგა. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი მცირე გრანტების პროგრამას ახორციელებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვიტარების პროგრამა. ეს არის გლობალური გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში სარგებლის მიღების ერთ-ერთი ყველაზე წარემატებული მექანიზმი, რომელიც იმართება თემზე დაფუძნებული ინვესტიციებით. პროგრამის მიზანია სათემო ინიციატივებზე დამყარებული მიდგომების გამოყენებით მოიტანოს გლობალური გარემოსდაცვითი სარგებელი. Read the rest of this entry »