RSS

Category Archives: გარემო

პოლიეთილენის პარკების „ეკოლოგიური კვალი“

ოლიკო ცისკარიშვილი

სხვადასხვა ბრენდის პოლიეთილენის პარკებისგან შემკობილი ხე, რომელიც ჩემს სადარბაზოსთან დგას, ფოთლებთან ერთად ჭრელაჭრულა პოლიეთილენის  პარკებს აშრიალებს. თუმცა ფოთლებისგან განსხვავებით, ისინი წლების განმავლობაში უცვლელად შრიალებენ, მეტიც სხვა ჭრელ-ჭრელი პარკებიც ემატებიან და ემატებიან. აი, ეხლაც პატარა ბიჭს, ქარმა ხელიდან გამოსტაცა წითელი პარკი და ჩვენი ეზოს თუთის ხის ტოტებმა ისიც ჩაიხუტა. გუშინწინ კი, მეზობლის ქალმა ბავშვს ეზოში პარკში გახვეული რაღაც გადაუგდო და ისიც იმ ხეზე შერჩა… ასეთი პარკებით მორთული ხეები, მარტო ჩემს სადარბაზოსთან არ დგას… საქართველოს ყველა კუთხეში შეგიძლიათ ნახოთ. ხშირად მინახავს თვალწარმტაც მთებში ტურისტებს თვალი მთებისკენ და მდინარეებისკენ კი არ გაურბით, სწორედ, პარკებისკენ დამშვენებულ ხეებსა და ბუჩქნარს უყურებენ გაკვირვებულები, მათი გაკვირვება იმის და მიხედვით იზომება, თუ რამდენად უფრო ხშირადაა გადაჭრელებული ჩვენი ქვეყნის მთა-ბარი. Read the rest of this entry »

 

ჭიაკოკონობა + ბავშვობის ნოსტალგია = ჰაერის დაბინძურება

მარიამ ქავთარაძე

„ჩემს ბავშვობაში, ჭიაკოკონობა, ცეცლის პირას, ჩემი ტოლა გოგო-ბიჭების, ერთი მხიარული შეკრება იყო . ერთმანეთს ცეცლის ალზე გადახტომაში ვეჯიბრებოდით და იყო ერთი სიცილ-კისკისი,“ – იგონებს 50 წელს მიღწეული ქალბატონი, რომელიც ჭიაკოკონობას იმერეთში ხვდებოდა, – „ვაგროვებდით ვაზის ლერწამს და იმას ვწვავდით. აბა, ეხლა რა ჭიაკოკონობაა, შეაგროვებენ „პაკრიშკებს“. იმ ახრჩოლებულ ბოლში არც ცეცხლია და ვერც ხალისობენ ბავშვები.“ Read the rest of this entry »

 

შეწყდეს ჰესომანია – ფეხმძიმე გოგონას პროტესტი ჰესების მშენებლობას

ნინი ღაჟონია

ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელში ფეხმძიმე გოგონას ფოტო გავრცელდა, რომელმაც მესტიაში გზა გადაუკეთა მძიმე ტექნიკას, მისმა პროტესტმა შედეგი გამოიღო, დროებით, ვიდრე სპეციალისტები ბოლომდე არ განიხილავენ ჰესი ზიანს მიაყენებს თუ არა ადგილობრივებსა და გარემოს, შეჩერდა. Read the rest of this entry »

 

კოლხური ბზა გადაშენების პირასაა, – ნუ მოჭრი ბზას

ნინო ალბუთაშვილი

გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, კამპანიას – „ნუ მოჭრი ბზას“ აგრძელებს.  სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ და ქოთნის ბზის შეძენას ურჩევენ, რომლის ფასი მხოლოდ ხუთი ლარია. ბზის ბუნებრივ განადგურებასთან ერთად, მისი უკანონო მოპოვების ფაქტებიც იზრდება.  ბზობის დღესასწაულისთის, მრევლი მას კონებად ყიდულობს და თითო კონის ფასი 1-დან 3 ლარამდე მერყეობს. არადა, ბზას, რომელიც  საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, გადაშენების საფრთხე ემუქრება. Read the rest of this entry »

 

ჩვენ და ნარჩენები: საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრებაა საჭირო

თათუკა ბებია

რამდენიმე ათეული წლის წინ, ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ ნარჩენი არის ის რაც აღარ გამოდგება და თავიდან უნდა მოვიშოროთ, მარტივად რომ ვთქვათ ნაგავი.  გვინდა ეს ჩვენ თუ არა, თითოეული ჩვენგანი უნებურად სერიოზულ „ნაგავწარმოებელს“ წარმოადგენს. ადამიანის მიერ „წარმოებული“ საყოფაცხოვრებო ნარჩენი მრავალი კომპონენტისგან შედგება. ყოველდღიურად სახლიდან გაგვაქვს: მინის ჭურჭელი, მაკულატურა, პლასტიკა, ფასეული მეტალები, საკვები პროდუქტის ნარჩენები და სხვა. ადამიანები ფიქრობენ, რომ საკმარისია ეს ნარჩენები თვალს მოეფაროს და პრობლემაც გადაჭრილია. თუმცა რა ხდება სინამდვილეში? ნარჩენები გროვდება და თავს იყრის ნაგავსაყრელებზე, სადაც ის იტკეპნება, იფარება მიწით ან რომელიმე ინერტული მასალით და იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარემო დასუფთავდა, ნარჩენი „გაქრა“ და პრობლემაც მოგვარდა. Read the rest of this entry »

 

დღეს, ტყის საერთაშორისო დღეა

1971 წელს, გაეროს ინიციატივით, 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ აღიარეს. ამ დღის ძირითადი ამოცანა პლანეტის მოსახლეობის სატყეო ეკოსისტემების მნიშვნელობის გაცნობიერების ამაღლებაა. ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტყის დასაცავად სხვადასხვა აქცია და ღონისძიება ტარდება. Read the rest of this entry »

 

ნიკო კეცხოველის პრემია 2018 – აღმოაჩინე საქართველო

ორიოდე დღის წინ, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალური ტური გაიმართა. ნიკო კეცხოველის პრემია 2018 ხორციელდება პროექტის, ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’, ფარგლებში – ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.  ნახევარფინალში მონაწილეობდნენ: კახეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და მცხეთა-მთიანეთი სკოლის მოსწავლეები. კონკურსში მონაწილე თითოეულმა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით აუდიტორიას მათ მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნეს: Read the rest of this entry »

 

”ზღვის ეშმაკი” მეთევზეებმა ჩაქვის აკვატორიაში იპოვეს

ჩაქვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა თევზის უნიკალური ეგზემპლარი  მოიპოვეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა  დაადგინეს, რომ აღნიშნული თევზის სახეობა   მიეკუთვნება ”ზღვის ეშმაკს” – რომელიც, მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია. Read the rest of this entry »

 

ჩელიაბინსკში რადიაციული გაჟონვა დაფიქსირდა

რუსეთის ერთ-ერთ ოლქში, ჩელიაბინსკში დაფიქსირდა ექსტრემალურად მაღალი რადიაციული ფონი, რომელიც ათასჯერ აღემატება ნორმას. რადიაცია დაფიქსირდა ევროპაშიც. გაირკვა, რომ რადიაციული გაჟონვა ორი თვის წინ მოხდა, თუმცა ვიდრე ევროპელმა მეცნიერებმა არ ატეხეს განგაში (საფრანგეთი და გერმანია.), ამ ფაქტს არ ახმაურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რადიაცული გაჟონვა დიდია, მოსახლეობას ისევ ჩვეულ რეჟიმში უწევს ცხოვრება და ადგილობრივი ხელისუფლება არანაირ ზომებს არ მიმართავს მათი უსაფრთხოებისთვის.

Read the rest of this entry »

 

კინტრიშის დაცული ტერიტორია – ქობულეთიდან ხინოწმიდამდე

ოლიკო ცისკარიშვილი

კინტრიშის დაცულ ტერიტორია, სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან. მის შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, თბილისიდან 360 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება. შავ ზღვას და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის განმავლობაში, თითქმის იმდენივე ნალექი მოდის (3000 მმ), რამდენიც აჭარის ზღვის სანაპიროზე.

Read the rest of this entry »