RSS

Category Archives: გარემო

ჩვენ ვუფრთხილდებით გარემოს…

1004988_551658754923045_136365917_nსაქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლებმა  საზღვრისპირა სოფლებში საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ ახალგაზრდულ კლუბებს გრანტები გადასცეს და სხვადასხვა სახის ინვენტარი ჩაუტანეს.  ეს პირველი შემთხვევაა, როცა საზღვრისპირა სკოლის მოსწავლეებს დამოუკიდებლად გრანტის მოპოვების შესაძლებლობა მიეცათ. თემაზე: ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკოლოგია და სამოქალაქო განათლება  ცენტრმა „აფხაზეთმა“  კონკურსში გამარჯვებულები უკვე გამოავლინა. გამარჯვებული სკოლის კლუბები ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა  ეკა გვალიამ  დააჯილდოვა. Read the rest of this entry »

 

ფოთში მწვანე საფარს იღებენ

DSCF0190ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით, რომელიც ტროტუარისა და ფასადების კეთილმოწყობას ითვალისწინებს, ფოთის მერიას, გადაწყვეტილი აქვს, მწვანე საფარის აღება. მოჭრას, გადაბელვას და გადაადგილებას ემქვედებარება, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები, რომელთა ასაკი, ათეულობით წელს ითვლის. ამასთან, საზოგადოების ერთმა ნაწილმა, დღევანდელი საპროტესტო გამოსვლით შეაჩერა უკვე დაწყებული პროცესი. დღესვე, ქალაქის საკრებულოსთან შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც თავის დასკვნას დადებს. კომისიაში, დარგის სპეციალისტები, საკრებულოს წევრები, მერიისა და მასზე დაქვემდებარებული სამსახურების უფროსებთან ერთად, გარემოსადაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული. Read the rest of this entry »

 

ინდონეზიის სამხრეთში 5,5 ბალის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაინდონეზიის სამხრეთით ღამე 5,5 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა,როგორც ექსპერტები იუწყებიან ჯერჯერობით ცუნამის საშიშროება არ არსებობს.
მიწისძვრის ეპიცენტრი პროვინცია სუმლაკიდან 228 კილომეტრით არის დაშორებული,რაც გამორიცხავს პანიკის საფუძველს.ჯერჯერობით უცნობია მიწისძვრის,შედეგად მიყენებული ზარალის და გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი. Read the rest of this entry »

 

ფილიპინებში ტაიფუნ “იოლანდას” შემდეგ 4 მილიონი ადამიანი დაზარალდა

taifuniფილიპინებში ტაიფუნის, შედეგად 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ხოლო 1200 -ზე მეტი დაიღუპა,უცნობია იმ ადამიანის რაოდენობა, რომლებიც უგზოუკვლოდ არიან დაკარგული.
ამ დროისთვის ფილიპინებში განადგურებულია საცხოვრებელის ახლები, დაიტბორა ქუჩები, მოსახლეობას არ მიეწოდა გაზი და ელექტოენერგია. Read the rest of this entry »
 

ცენტრი „აფხაზეთი“ საგრანტო კონკურს აცხადებს

აფხაზსაქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მცირე გრანტები მოიპოვონ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ეგრეთწოდებულ ბუფერული ზონის, ისე საზღვრისპირა სკოლების მოსწავლეებს შემდეგი სოფლებიდან: შავშვები, ახალდაბა, ზერტი, შინდისი, ტყვიავი, ხიდისთავი, ტირძნისი და მეჯვრისხევი.  Read the rest of this entry »

 

ჭიათურის რაიონის სოფლებში მოსახლეობა ხანძარს საკუთარი ძალებით ებრძვის

xanZari kanadaSiცეცხლი ათობით ჰექტარ ტყის მასივს უკიდია ჭიათურისა რიონის სოფელებში, გეზრული-მაქათუბნის საზღვარზე, ცეცხლი ათობით ჰექტარ ტყის მასივს უკიდია.  ადგილობრივების ცნობით, ისინი ხანძრის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობენ. Read the rest of this entry »

 

ხალხის დრო Folk Radio-ში

folkradiohttp://www.youtube.com/watch?v=82KLOqW5ooU&feature=youtu.be

Folk Radio-ში (ფოლკრადიო), რომელიც მაუწყებლობს 99,3 სიხშირეზე, დავით მაღლაფერიძის საავტორო გადაცემა “ხალხის დრო” დაეთმო გარემოს დაცვასა და ამ თემებზე ქართულ მედია სივრცეში გაშუქების პრობლემებს.

აუდიო ჩანაწერი

 

ბრაკონიერები მალთაყვაში

nanadirevi 001ცოტა ხნის წინ, bazieri.ge ზე გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოები ქალაქ ფოთის უბან მალთაყვადან. საიტზე ნათქვამია, რომ აღმოსავლეთის ქარის დროს მტაცებელი ფრინველების გადაფრენის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ადგილია. პალიასტომსა და შავ ზღვას შორის ყველაზე ვიწრო ადგილი  მალთაყვაშია, მდინარე კაპარჭას ხიდი და მისი მიმდებარე ადგილები. Read the rest of this entry »

 

ჩანჩქერი, რომელიც ნიაგარის ჩანჩქერზე მაღალია

ოლიკო ცისკარიშვილი

თორთუმის ხეობაში, ჭოროხის აუზში, ოლთისის წყლის შენაკადში არის უმშვენიერესი ბუნების ძეგლი, საინტერესო წარსულის მქონე. ჩანაწერებში ცნობილია, რომ 1791 წელს ეს ადგილები მძლავრმა მიწისძვრამ ჩაკეტა ხეობა, წარმოქმნა 8 კილომეტრის ტბა. თორთუმის ტბის სიგანე  ერთ კილომეტრს აღწევს. Read the rest of this entry »

 

ტაო-კლარჯეთში თამარის ხიდები წყალმა დაფარა

ქალაქი იუსუფელიც მალე წყალქვეშ მოექცევა

ოლიკო ცისკარიშვილი

ისტორიული წყაროების მიხედვით, ამჟამინდელ ართვინის პროვინციაში, ქალაქ იუსუფელს, ახალთა ერქვა. მდინარე ჭოროხის მარჯვენა მხარეს, მარცხნიდან  პარხალისწყალი უერთდება და მიმდებარე ტერიტორიები კარგად ჩანს. ახალთის ძველი დასახლება აქვეა, მდინარე პარხალის მარცხენა მხარეს, ახალი დასახლებაა – იუსუფელი. ეს ადგილი გზაგასაყარია – იმიერ და ამიერ ტაოს გზაგასაყარი. აქედან შვიდ კილომეტრშია კავკასიძეების ციხის კომპლექსი, რომელიც ოთხთას კომპლექსში შედიოდა. იქვეა ბაზილიკური ტაძარი, რომელიც სამწუხაროდ, კაშხლის მშენებლობის დროს, დაიტბორება. იუსუფელის კაშხალი, რომელიც ამ ტერიტორიებს დატბორავს, იქნება თურქეთში ყველაზე მაღალი კაშხალი. მისი სიმაღლე 260 მეტრს მიაღწევს და მსოფლიოში მეორე ადგილზე იქნება თავისი სიმაღლით, სიმძლავრით, წყლით მოცულობით. Read the rest of this entry »