RSS

Category Archives: გარემო

კლიმატის ცვლილებების შედეგი – ნასახლარი უფლისციხეში

IMG_3521თბილისდან 85 კილომეტრში, გორის მუნიციპალიტეტში, უფლისციხის კომპლექსის მახლობლად, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს სოფელ უფლისციხის ნასახლარია, ცოტა ზემოთ, რამდენიმე მეტრში კი მიტოვებული სოფლის სასაფლაო. Read the rest of this entry »

 

ნაძვების უკანონოდ მოჭრისა და რეალიზაციის ფაქტი აღიკვეთა

abasTumani 001გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნაძვების უკანონოდ მოჭრისა და რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საამრთალდამრღვევებმა 29 ნაძვი და 347 კვიპტომერიის ჯიშის ხეები მოჭრეს. ამ დროისთვის ხეები უკვე ჩამორთმეული და დალუქულია. Read the rest of this entry »

 

ნუ მოჭრი ხეს – თსუ ეკო-კლუბის აქცია ბორჯომში

1505968_10152116817814310_745507120_oივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული „თსუ-ეკო კლუბი“ უკვე მეორე კვირაა აწარმოებს კამპანიას წიწვოვანი ხეების და განსაკუთრებით, ნაძვების გადარჩენის მიზნით. კამპანიის ფარგლებში იმართება კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის – „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“. კონკურსის მთავარი პირობაა „ნაძვის ხე დამზადებული იყოს“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და ამით არანაირი ზიანი არ ადგებოდეს გარემოს. გამარჯვებულები კი Facebook მოწონებებისა და ჟიურის საშუალებით გამოვლინდებიან. Read the rest of this entry »

 

წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

nu moWri xes 5საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო რამდენიმე წელია, ტრადიციად ჩამოყალიბდა ახალი წლის წინა პერიოდში დიდი რაოდენობით ნაძვების, სხვა წიწვოვანი სახეობების მოჭრა და მათი რეალიზაცია. ამიტომ დღეიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან კოორდინირებული თანამშრომლობით წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. Read the rest of this entry »

 

თუშეთში ფიჭვნარის გამაჯანსაღებელი ღონისძიებები 2014 წლიდან დაიწყება

Ttye 012თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიჭვნარის გამაჯანსაღებელი ღონისძიებები 2014 წლიდან დაიწყება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განუცხადა. როგორც ცნობილია, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიჭვნარს განადგურება ემუქრება. Read the rest of this entry »

 

ბათუმში კრიზისების მართვის დროებითი შტაბის სხდომა გაიმართა

17.12.13შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ბათუმში კრიზისების მართვის დროებითი შტაბის სხდომა გამართა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირებისგან ანგარიში მოისმინა. სხდომაზე აჭარაში უამინდობის გამო შექმნილი ვითარება და პრობლემების გადაჭრის გეგმები განიხილეს. გუშინ გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დღეს აჭარის რეგიონში შემოყვანილია დამატებითი ტექნიკა, რათა გზების უფრო სწრაფი და ეფექტიანი გაწმენდა მოხდეს. გეგმის მიხედვით, მთელს რეგიონში გზების გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება. Read the rest of this entry »

 

შემოგვიერთდი შენც – ნუ მოჭრი ნაძვის ხეს!!!!

nu moWri xes 5მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტყეებით მდიდარ ქვეყნებს მიეკუთვნება, ტყეების საშუალო, უცვლელი სიმჭიდროვე ბევრგან კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ქვეყნის ტყის საფარი საფრთხის წინაშეა. საქართველოში, გაუთავებელი ჭრების გამო, ტყის საფარი, საგრძნობლად არის შემცირებული. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი უკანონო ჭრები და ტყის არასწორი კონტროლია. უკანონო ხის ჭრამ საქართველოც მნიშნველოვნად დააზარალა, რამაც შესაძლოა ფატალურ შედეგებამდე მიგვიაყვენოს. Read the rest of this entry »

 

ანტარქტიდაზე -91,2 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა

ანტარქტიდაანტარქტიდაზე იაპონური კვლევითი სადგურ Dome Fuji-ის ტერიტორიაზე ცელსიუსის შკალით მინუს 91,2 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა. ეს ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ოდესმე დაფიქსირებულთა შორის ყველაზე დაბალია. Read the rest of this entry »

 

112 წლის შემდეგ ეგვიპტეში თოვლი მოვიდა

პირამიდაქაიროში 1901 წლის მერე პირველად მოვიდა თოვლი. ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ყველასათვის მოულოდნელად მოვიდა თოვლი, მოულოდნელად იმდენად რამდენადაც თოვლი ქაიროში ბოლოს 1901 წელს მოვიდა. სადღეისოდ ეგვიპტის დედაქალაქში +7გრადუსია, ეს კი ბოლო 112 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. Read the rest of this entry »

 

მუყაოს “ოცნების ქალაქში” ჩვილების გადასარჩენად ხეებს ჭრიან

muyaoბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულებმა ფიცრულების მიმდებარედ ალვის ხეების გაჩეხვა დაიწყეს. ”მუყაოს ქალაქში” მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი ქმედებას მცირეწლოვანი ბავშვების სიცივისგან დასაცავად ხსნიან. შესახლებულები ამბობენ, რომ მთავრობას შეშის გამოყოფისთვის მიმართეს, თუმცა დახმარება უწყებიდან არ მიუღიათ. Read the rest of this entry »