RSS

Monthly Archives: მაისი 2025

ქართველი ახალგაზრების უმრავლესობა, მომავალს, სამშობლოს გარეშე, უცხოეთში გეგმავენ

ხატია ბარამიძე

გლობალიზაციის ეპოქაში საერთაშორისო განათლება ქართველ ახალგაზრდებს მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს. ზოგიერთი მათგანი საზღვარგარეთ სწავლის არჩევანს მაღალი ხარისხის განათლების, უკეთესი კარიერული პერსპექტივებისა და თვითგანვითარების მიზნით აკეთებს, ხოლო სხვებისთვის, ეს შესაძლოა ეკონომიკური გარემოსგან გამოწვეული იძულებითი ნაბიჯი იყოს. თუმცა, ყველა სტუდენტი, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა სურს, ვერ ახერხებს ამ გზის გაკვლევას.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 29/05/2025 დუიმი უკატეგორიო

 

როცა წასვლა გადარჩენაა

ლიზი ხარჩილავა

„სადღაც აქ ვარ, და მაინც მგონია, რომ არ მეკუთვნის“, – ამბობს თემო, 26 წლის, რომელიც უკვე მესამე წელია ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობს და მუშაობს. ყოველდღე ერთსა და იმავე მარშრუტს გადის: პატარა კაფედან მეტრომდე, მეტროდან – დროებით საცხოვრებლამდე, რომელიც ახლა უკვე მუდმივივითაა, – „თავიდან მეგონა, ცოტახნით წასვლა მჭირდებოდა. გავერთობოდი, ვნახავდი ახალ სამყაროს და დავბრუნდებოდი. მაგრამ მერე მივხვდი – აქ ყოფნა სიამოვნებაზე აღარ იყო, უბრალოდ გადარჩენაზე გადავიდა.“

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 28/05/2025 დუიმი უკატეგორიო

 

გარემოვაჭრეთა პრობლემები ყოველდღიურად იზრდება

მარიამ გოზალიშვილი

„პენსია არ მყოფნიდა. ორი შვილი მყავს, სტუდენტები. არ მქონდა დრო და ფუფუნება, მელაპარაკა კანონზე  – კალათა ავიღე და ქუჩაში გამოვედი,“ – ამბობს 59 წლის გარემოვაჭრე ქეთევან დვალიშვილი (სახელ-გვარი შეცვლილია), რომელსაც ხელთ ხილის კალათი უჭირავს, გვერდით პატარა სკამი უდევს. ქეთევანი წლებია გორის ხილ-ბოსტნეულის  ბაზართან ახლოს, ხილსა და ბოსტნეულს ყიდის. მის ისტორიაში ბევრია საერთო იმ ასობით ადამიანის თავგადასავალთან, ვინც გადარჩენისთვის იბრძვის და თავისი საქმიანობისთვის ყოველდღე უსამართლობას ეჯახება. ქეთევანი ვაჭრობას 2010 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაუბრუნდა.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 19/05/2025 დუიმი უკატეგორიო

 

სტუდენტური ცხოვრება ქართულად – როგორ გადავრჩეთ თვეში 300 ლარად?

ენი ცხვედაძე

 როგორც ჩემი ლექტორი ამბობს, სტატია პოზიტიურად უნდა დაიწყოო ჰოდა პოზიტიურად გეუბნები მკითხველო, რომ ამ სტატიაში გაგიზიარებ 5 მარტივ რჩევას, თუ როგორ უნდა გადარჩე თვეში 300 ლარად. რჩევები სტატიის ბოლოს შეგიძლია ნახო, ხოლო მანამდე გაგაცნობ იმ რეალობას, სადაც სტუდენტური წლები ყველაზე დასამახსოვრებელი და ლაღი მონაკვეთია შენს ცხოვრებაში.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 03/05/2025 დუიმი უკატეგორიო