სანდრო ციყელაშვილი
ხაშურის მოსახლეობას უკვე დიდი ხანია ტანჯავს გზის გაუმართაობა ქალაქში, რაზეც არც პასუხის გაცემას და შესაბამისად არც პრობლემის მოგვარებას არავინ აპირებს. როდემდე უნდა გაგრძელდეს მოსახლეობის იგნორირება? – ეს კითხვა ჯერ-ჯერობით, პასუხგაუცემელი რჩება.

2023 წლის შემოდგომის მიწურულს საქართველოს შუაგულში მდებარე, ქალაქ ხაშურში, წყალკანალის პროექტი დაიწყო.
პროქტის ფარგლებში დაიწყო ხაშურის ტერიტორიაზე წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობაც. მკითხველმა ალბათ იცის, რომ წყლის სისტემის ძირითადი ნაწილი მიწისქვეშ მდებარეობს, შესაბამისად აუცილებელი გახდა მიწის ამოთხრა, რათა შეეცვალათ გაყვანილობა. ამ პროექტის დასრულება, წყალკანალის თქმით, 2024 წლის შემოდგომას იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ საქმის ნახევარი არის თუ არა გაკეთებული ესეც სათუოა. დაიწყო გაუთავებელი პრობლემები, მოგონილი მიზეზებით გაბრაზებული ხალხის დამშვიდება და ა.შ. უკვე ერთ წელზე მეტია, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა წარმოდგენა და რეალობა ერთმანეთის საპირისპიროა. ამ დროის განმავლობაში, არსად არ მოგვარებულა წყლის პრობლემა. უფრო პირიქით, გაკეთების მაგივრად გაფუჭდა გზები. კომპანიის თქმით, გზების აღდგენა ეტაპობრივად, საქმის პარალელურად დაიწყებოდა, თუმცა ეს მხოლოდ სიტყვები აღმოჩნდა. რეაბილიტაციის ნაცვლად გზები გაუარესდა. ერთ დროს მოწესრიგებული და ლამაზი ქუჩები ახლა მიყრუებული სოფლის მოუწესრიგებელ გზებს გავს. ამ ყველაფერზე პასუხი არავის აქვს. ქალაქში ნორმალურად გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. არ დარჩა ადგილი, სადაც მანქანით წყნარად შეძლებ გადაადგილებას. განსაკუთრებით საშინელი სიტუაცია ცუდი ამინდის დროს. გზებზე დგება წყლის გუბეები, რაც მათ უფრო შეუმჩნეველს ხდის. ტალახდება ტროტუარებიც და ფეხით მოსიარულეებსაც ექმნებათ დისკომფორტი. „როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? დაგდება დრო, როდესაც ეს ყველაფერი მოგვარდება?“ – ეს ის კითხვებია, რომლებიც ხაშურის მოსახლეობას აწუხებს და მოსვენებას არ აძლევს.
ხაშურლებთან გასაუბრებით უფრო გამოიკვეთა თუ რამდენად ცუდი მდგომარეობაა ქალაქში. „რა არის ტაქსისტისთვის მთავარი? მანქანა. გამართული და მოწესრიგებული მანქანა არის ის, რითაც ფულს ვშოულობთ. მას შემდეგ, რაც წყლის გამო ხაშურში გზები გაფუჭდა ჩვენი შემოსავალიც შემცირად. მაგრამ არა იმიტომ, რომ კლიენტურამ დაიკლო, არამედ იმის გამო, რომ თითქმის ყოველ თვე გვიწევს მანქანების შეკეთება. შეუძლებელია ამ გზებზე იარო და მანქანას არაფერი გაუფუჭდეს, ეს უბრალოდ გამორიცხულია. პროფილაკტილებში მომსახურებაც არაა იაფი, ასევე ემატება ნაწილების ფულიც და რა გვჩება, არაფერი. ისედაც ცოტას ვშოულობდით და ახლა ეგ ცოტაც მანქანის გაკეთებაში მიდის. სხვა გზაც არ არის, არ გააკეთებ და ვერ იმუშავებ. იმედია მალე მოგვარდება ეს პრობლემა.“ – ამბობს ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი. და მხოლოდ თავის გასაჭირზე არ ყვება.
მხოლოდ ტაქსის მძოღელები არ განიცდიან საშინელ დისკომფორტს. ხაშურლებს, რომელიც მაქნანით ყოველდღიურად გადაადგილებიან ქალაქში ტანჯვის საფასურად უწევთ დანიშნულებამდე მისვლა. „უკვე აღარ შემიძლია, მანქანით გადაადგილება და მანქანის მართვა შემზიზღდა. სულ დაძაბული ვზივარ. მანქანის გაფუჭებას, რომ თავი დავანებოთ, ასეთ გზებზე გადაადგილება ნერვებზე მოქმედებს, ხასიათზე მოქმედებს. დილით, როცა სამსახურში მივდივარ განწყობა მიფუჭდება და მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვარ. ასე გაგრძელება აღარ შეიძება,“ – გვეუბნება ერთ-ერთი მათგანი.
მართალია გზების გაუმართაობა უფრო მძღოლებს ეხებათ, თუმცა საინტერესოა რას ფიქრობენ ფეხით მოსიარულეები. რამდენიმე ადამიანთან გასაუბრების შემდეგ, გაირკვა, რომ ქვეითად მოსიარულეებს დიდად დისკომფორტს არ უქმნის გზების საშინელი მდგომარეობა, თუმცა ამინდის გაუარესებისას, მათაც ექმნებათ პრობლემები. წვიმების დროს ტალახდება ქუჩები, დგება წყლის დიდი გუბეები. მათი თქმით, ასეთ დროს, სუფთად გადაადგილება შეუძლებელია. ერთ-ერთმა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ ის ცხოვრობს ქალაქის გარე უბანში. „მაშინ როდესაც ხაშურში დიდი თოვლი მოვიდა და ამან კიდევ უფროო გააუარესა სიტუაცია, ამ პერიოდში რამდენჯერმე მივიღე უარი ტაქსის მძღოლებისგან, ისინი ჩემს სახლთან მოსვლაზე უარს ამბობდნენ, რადგან იქ საშინელი გზა იყო და არ უნდოდათ მანქანების დაზიანება“. რამდენიმე გამოკითხულმა კი ახსენა, რომ იყო შემთხვევები, როცა სასწრაფო დახმარებამ სწორედ გზის გაუმართაობის გამო დაიგვიანა ადგილზე მისვლა, რასაც პაციენტის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოყვა.
რადგან ხაშური საქართველოს ცენტრში მდებარეობს, მისი ლოკაციის გამო ყველა მხრიდან მიმავალ მანქანას უწევს ხაშურში გავლა. ამასთან ერთად, ქალაქის მოსახლეობა 2024 წლის მონაცემებით 50 000 აღწევს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. როგორც ხაშურის მოსახლეობა, ასევე გამვლელებიც იტანჯებიან გაუმართავ გზებზე სიარულით. გამოკითხულ ადამიანთა უმრავლესობის აზრით, 21-ე საუკენეში ადამიანს მოწესრიგებული გზის ინფრასტრუქტურა არ უნდა ენატრებოდეს.



