იმუნიზაცია, როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობა
მარიამ ეგაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) ინფლუენზას (უფრო ცნობილი, როგორც „გრიპი“) წინააღმდეგ ვაქცინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის 18 ოქტომბერს, დაიწყო. ვაქცინები საქართველოში მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს შემოვიდა და თბილისისა და რეგიონების კლინიკებში გადანაწილდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
მარნეულში, სადაც სეზონური გრიპის ვაქცინაცია მიმდინარეობს, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, ეთერ ლაფერაძის თქმით, იმუნიზაცია მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, „მედX“-სსა და სოფლის ამბულატორიებშია ხელმისაწვდომი. „ჯეო ჰოსპიტალში“ ვაქცინაცია მხოლოდ სამშაბათს და პარასკევს არის შესაძლოებელი, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში კი ყოველდღიურად“. მარნეულში იმუნიზაცია 18 ოქტომბერს დაიწყო და მუნიციპალიტეტს ვაქცინის 700 დოზა გადაეცა. ლაფერაძე განმარტავს, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემა მარნეულს არ აქვს.
რა არის სეზონური გრიპი და რა სიმპტომები ახასიათებს?
გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული ინფექციაა. გრიპის სეზონური ეპიდემია ყოველწლიურად 3-5 მილიონ მძიმე შემთხვევას იწვევს მსოფლიოში. სეზონური გრიპი არის მწვავე რესპირატორული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში ცირკულირებს. ეს წარმოადგენს დაავადების ტვირთს მთელი წლის განმავლობაში. ის ხშირად იწვევს დაავადებებს, ჰოსპიტალიზაციას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სიკვდილსაც კი. ამ უკანასკნელს მოსახლეობის უმრავლესობა ხშირად „არასერიოზულად“ უყურებს და ფიქრობენ, რომ თუნდაც მაღალი ტემპერატურა მათ სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნის, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სეზონური გრიპის სიკვდილიანობის მაჩვენებელი არც თუ ისე დაბალია. საშუალოდ, სეზონური გრიპის შტამები ინფიცირებულ ადამიანთა 0,1 პროცენტს კლავს.
გრიპის ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
მაღალი ტემპერატურა შემცივნებით, ყელის სიმშრალე, ტკივილი, მშრალი ხველა, ზოგადი საერთო სისუსტე, ოფლიანობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას სხეულის ტემპერატურა 38 C- ზე მეტად არ იწევს. საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისას 39 C-მდე მატულობს. მძიმე მიმდინარეობისას 39-40 C-ზე მეტია. გაურთულებელ შემთხვევაში გამოჯანმრთელება დგება მე7-10 დღეს…
საკმაოდ საყურადღებო და საშიშია გართულებული გრიპი – რიგ შემთხვევებში მან შესაძლოა გაამწვავოს არსებული ქრონიკული დაავადებები, გართულდეს პირველადი ვირუსული ან მეორადი ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა ინფექციებით. ჩვილ ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს ფებრილური კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი.
რა არის ვაქცინაცია?
ვაქცინაცია მარტივი, უსაფრთხო და ეფექტიანი გზაა სახიფათო დაავადებებისგან ადამიანის დასაცავად, იქამდე, ვიდრე მას ეს დაავადება შეხვდება. სპეციფიკური ინფექციებისადმი გამძლეობის წარმოსაქმნელად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ვაქცინა სხეულის ბუნებრივი თავდაცვის სისტემას იყენებს.
ვაქცინა იმუნურ სისტემას ანტისხეულების წარმოქმნას ასწავლის, ზუსტად ისე, როგორც ის ამას მაშინ აკეთებს, როდესაც დაავადებას ებრძვის. თუმცა, იმის გამო, რომ ვაქცინები ვირუსების ან ბაქტერიების მხოლოდ მოკლულ ან შესუსტებულ ფორმებს შეიცავს, არ იწვევენ დაავადებას და არც რაიმე გართულებების რისკის წინაშე გაყენებთ. ვაქცინათა უმეტესობა ინექციის სახით კეთდება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ორალურად (პირში) ან ცხვირში შესხურების გზით მიიღება.
სეზონური გრიპის ვაქცინა, როგორც ძლიერი დაცვა
სეზონური გრიპის ვაქცინა ემსახურება გრიპის ვირუსის თავიდან აცილებას, რომელიც სეზონურად, კონკრეტულ პერიოდებში ვრცელდება. ეს ვაქცინა შეიცავს გრიპის ვირუსის მიკრო ორგანიზმების გაფილტრირებულ ნაწილებს ან მათი გენეტიკური მასალით გაძლიერებულ ან ტოქსიკური თვისებებისგან თავისუფალ ვერსიებს, რომლებიც ორგანიზმს „ცნობად“ ხდის გრიპის ვირუსს და ხელს უწყობს იმუნური სისტემის მომზადებას.
როგორ მუშაობს სეზონური გრიპის ვაქცინა?
სეზონური გრიპის ვაქცინა შეიცავს გრიპის ვირუსის მიკროსკოპულ ნაწილაკებს (ანუ ვირუსის ნაწილაკების ან მათი გენეტიკური მასალის ფრაგმენტებს), რომლებიც არ არიან სრულად ინფექციური. ეს ნაწილაკები არ იწვევენ დაავადებას, მაგრამ ხელს უწყობენ იმუნური სისტემის აქტივობას. როდესაც ვაქცინა ხვდება ორგანიზმში, იმუნური სისტემა „ცნობს“ ვირუსის ნაწილაკებს და იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას. ეს ანტისხეულები სპეციალურად იმ კონკრეტული ვირუსის წინააღმდეგ მოქმედებენ, რომლის წინააღმდეგაც ვაქცინა არის შექმნილი, რადგან გრიპის ვირუსი სწრაფად იცვლის ფორმას. სეზონური გრიპის ვაქცინები ყოველწლიური განახლება ხდება, რადგან მათ მოიცვან ის მასშტამები, რომლებიც, აქტიური იქნება კონკრეტულ სეზონში. გრიპის ვაქცინის არარსებობის შემთხვევაში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნებოდა. პაციენტთა უმეტესობის გამოჯანმრთელება რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ორ კვირაში ხდება.
სეზონური გრიპის ვაქცინაციის – სარგებელი
1. სეზონური გრიპის ვაქცინა წარმოადგენს – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურ საშუალებას გრიპისგან თავდასაცავად. ის მნიშვნელოვნად ამცირებს იმის შანსს, რომ ადამიანი დაინფიცირდეს გრიპით.
2. გრიპის გართულებების თავიდან აცილება – მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა არ არის 100%-ით სანდო, ის ბევრად ამცირებს გრიპის გართულებების (მაგ, პნევმონიის, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიც) რისკებს, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში (ბავშვები, ხანდაზმული ადამიანები, ორსულები, იმუნოდეფიციტური ადამიანები).
3. სეზონური გრიპის გავრცელების შემცირება
როდესაც ბევრ ადამიანს აქვს გრიპის ვაქცინა, კოლექტიური იმუნიტეტი (რომელიც ამცირებს ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას) უზრუნველყოფს საზოგადოებაში უფრო მაღალი დაცვის დონეს.
4. გრიპის ვირუსის სწრაფი განვითარება – გრიპის ვირუსი სწრაფად იცვლება და მუტაციას განიცდის, ამიტომ ყოველწლიურად ახალი ვაქცინა მზადდება. ყოველწლიური ვაქცინაცია უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ ორგანიზმი არის მზად ნაჩქარევი ცვლილებების მიმართ.
5. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – ვაქცინაცია ხვდება არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ საზოგადოებრივ დონეზეც, რადგან ის ხელს უწყობს მთელი მოსახლეობის დაცვას ინფექციებისგან.
რისკები (გვერდითი მოვლენები და შეზღუდვები)
უმეტეს შემთხვევაში გრიპის ვაქცინას აქვს მცირე და დროებითი გვერდითი ეფექტები:
1.ტკივილი ან შეშუპება ნემსის ადგილას
2.მომატებული სიცხე ან ციებ-ცხელება
3.თავბრუსხვევა ან სისუსტე
4.მყისიერი ალერგიული რეაქცია (მაგალითად, ქავილი ან გამონაყარი)
5.ვაქცინაციის შემდეგ გრიპის სიმპტომები
ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგ, თავის ტკივილი, სიცხე) ვაქცინაციის შემდეგ, თუმცა ეს არ არის რეალური გრიპი, არამედ მხოლოდ იმუნური სისტემის პასუხი ვაქცინაზე. ეს ჩვეულებრივ მოკლევადიანი და ფიზიოლოგიური რეაქციაა.
ვაქცინა შეიძლება არ იყოს სრულად ეფექტური გარკვეულ შტამებთან, თუმცა მაინც ამცირებს ინფექციისა და გართულებების რისკს.
ზოგადად, გრიპის ვაქცინის მიღება რეკომენდირებულია, რადგან მისი ბენეფიტები მნიშვნელოვნად აღემატება რისკებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.
რისკჯგუფები
ბავშვები – ბავშვები, განსაკუთრებით ასაკში 5 წლამდე, არიან გრიპის გართულებების მიმართ მეტად მგრძნობიარეები. მათ შორის ხშირად აღინიშნება ცხელება, შეშუპება და გართულებები, როგორიცაა პნევმონია, ოტიტი (ყურის ანთება), ბრონქიტი და სხვა.
რა უნდა გაითვალისწინონ? – ვაქცინაცია რეკომენდირებულია ყველა ბავშვისთვის, ხოლო განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები (ასთმა, დიაბეტი და სხვ.).
ორსულები – ორსულობის დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა ბუნებრივად იცვლება, რაც მათ უფრო მოწყვლადს ხდის ინფექციების მიმართ, მათ შორის გრიპის. გარდა ამისა, გრიპი ორსულ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გართულებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის როგორც დედას, ასევე შვილს.
რა უნდა გაითვალისწინონ? – ორსულებს რეკომენდირებულია გრიპის ვაქცინა, განსაკუთრებით მეორე და მესამე ტრიმესტრში. ეს ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას და მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს.
ხანდაზმული ადამიანები (65 წლის ზემოთ) – ასაკის მატებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება, რაც ზრდის გრიპის გართულებების და სიკვდილის რისკს. მათ უფრო მძიმედ გადააქვთ გრიპით გამოწვეულ დაავადებება, მაგალითად პნევმონია და ჰოსპიტალიზაცია.
რა უნდა გაითვალისწინონ? – ვაქცინაცია აუცილებელია ხანდაზმულებისთვის. დროულად უნდა მიიღონ სამედიცინო დახმარება, თუ გრიპის სიმპტომები აღმოაჩნდათ.
ქრონიკულად დაავადებული ადამიანები – რომლებსაც ააქვთ ასთმა, დიაბეტი, გულის და ფილტვის დაავადებები (COPD) და სხვა.
რა უნდა გაითვალისწინონ? – ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად გაიკეთონ გრიპის ვაქცინა. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ გრიპის სეზონის დროს.
მითი თუ რეალობა
მითი: “გრიპის ვაქცინამ შეიძლება ავად გაგვხადოს”
რეალობა: გრიპის ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, ამიტომ ის ვერ გამოიწვევს გრიპის დაავადებას.
მითი: “თუ უკვე მქონდა გრიპი, ვაქცინა აღარ მჭირდება”
რეალობა: მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელიწადში შეიძლება რამდენიმე ტიპის გრიპის ვირუსი გავრცელდეს, ვაქცინა დამატებით დაცვას გთავაზობთ.
მითი: „ვაქცინის გაკეთება კარგია მხოლოდ მოხუცებისთვის და ბავშვებისთვის”
რეალობა: გრიპის ვაქცინა რეკომენდირებულია ყველა ასაკის ადამიანისთვის, განსაკუთრებით იმ პირებისთვის, ვინც ხშირად კონტაქტობს სხვა ადამიანებთან, მათ ექიმებთან ან ადამიანებთან, ვისაც აქვს სერიოზული დაავადებები.
მითი: „გრიპის ვაქცინის გაკეთება ყოველ წელს არ შეიძლება“
რეალობა: გრიპის ვირუსი ყოველწლიურად იცვლება (მუტირდება). ასე რომ, ყოველწლიურად ვაქცინაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ გაქვთ იმუნიტეტი იმ შტამების მიმართ, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევენ ეპიდემიას.
მითი: „ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება გრიპის ვაქცინა“
რეალობა: მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიღება, ნებისმიერს – თუნდაც ჯანმრთელ ადამიანებს – შეუძლია ისარგებლოს ვაქცინაციით.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) შეფასება
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) რეგულარულად ახდენს გრიპის ვირუსის მონიტორინგს და იცავს გლობალური ჯანმრთელობის სტრატეგიებს, რომლებიც მიზნად ისახავს გრიპის გავრცელების შეჩერებას, ვაქცინაციის მაჩვენებლების ზრდას და ვირუსის ახალ შტამებთან ბრძოლის გაძლიერებას.
WHO, ასევე, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კოლაბორაციას, რათა ეფექტურად იხელმძღვანელონ გრიპის მართვაში.
WHO ძალიან აქტიურად მუშაობს გრიპის ვაქცინაციის პროპაგანდის თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია არ არის საკმარისად გავრცელებული. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ პროგრამებს, რომლებიც უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფენ მაღალი რისკის ჯგუფებისთვის (ბავშვები, მოხუცები, ორსულები, იმუნოდეფიციტური პირები).
WHO აქტიურად მუშაობს მსოფლიოში გრიპის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილებში, სადაც ნაკლებია ვაქცინაციის მიღების უნარი ან სურვილი. გრიპის სიმპტომებისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა გრიპის გავრცელების შემცირების მიმართულებით.
სეზონური გრიპის ვაქცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა გრიპის გავრცელების შესაჩერებლად და მისი შესაძლო გართულებებისგან დაცვისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ვაქცინაციას ერიდება, ეს პროცესი მდგრადი და უსაფრთხო გზაა, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია, და ის, რაც ბევრს შეუძლია მოსალოდნელი საფრთხე მიაჩნდეს, ხშირად მხოლოდ მოკლევადიანი სიმპტომებია, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში სწრაფად გადის. სტატისტიკურად, ვაქცინირებული პირები ნაკლებად ავადდებიან გრიპით, რაც გულისხმობს ნაკლებად ხშირ ჰოსპიტალიზაციებს, სერიოზულ გართულებებსა და გარდაცვალების შემთხვევებს.
გრიპის ვაქცინა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად იქცა. ის არა მხოლოდ ინდივიდს, არამედ საზოგადოებასაც იცავს, რადგან ვაქცინირებულმა ადამიანებმა ნაკლებად შეიძლება დააჩქარონ ვირუსის გავრცელება.
აქედან გამომდინარე, სეზონური გრიპის ვაქცინა არის მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური გზა ინფექციისგან თავის დაცვისათვის, რომელთან მიმართებაშიც ყველა ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული.



