RSS

Monthly Archives: ნოემბერი 2024

პაპილომა ვირუსის რისკები და პრევენცია

გვანცა ლაცაბიძე

ნათქვამია, ადამიანები თავიანთ შეცდომებზე სწავლობენო. კორონა ვირუსის შემდეგ, ნებიესმიერ ახალ ვირუსზე ინფორმაცია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს და თანაც არც თუ ისე პოპულარულია, დღეს უკვე ხალხის დაინტერესებას იწვევს და მისგან თავის დაცვას ასწავლის. სწორედ, ამიტომ, დღეს ვისაუბროთ პაპილომა ვირუსზე.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 27/11/2024 დუიმი უკატეგორიო

 

სეზონური გრიპის ვაქცინა – საფრთხე თუ გამოსავალი?

იმუნიზაცია, როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობა

მარიამ ეგაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) ინფლუენზას (უფრო ცნობილი, როგორც „გრიპი“) წინააღმდეგ ვაქცინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის 18 ოქტომბერს, დაიწყო. ვაქცინები საქართველოში მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს შემოვიდა და თბილისისა და რეგიონების კლინიკებში გადანაწილდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

მარნეულში, სადაც სეზონური გრიპის ვაქცინაცია მიმდინარეობს, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, ეთერ ლაფერაძის თქმით, იმუნიზაცია მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, „მედX“-სსა და სოფლის ამბულატორიებშია ხელმისაწვდომი. ჯეო ჰოსპიტალშივაქცინაცია მხოლოდ სამშაბათს და პარასკევს არის შესაძლოებელი, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში კი ყოველდღიურად“. მარნეულში იმუნიზაცია 18 ოქტომბერს დაიწყო და მუნიციპალიტეტს ვაქცინის 700 დოზა გადაეცა. ლაფერაძე განმარტავს, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემა მარნეულს არ აქვს.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 27/11/2024 დუიმი უკატეგორიო

 

იმუნიზაცია და სამოქალაქო პასუხისმგებლობა

ის, რაც უნდა ვიცოდეთ ადამიანის პაპილომავირუსზე

ნესტან არაბული

წარმოიდგინეთ სოციუმი, სადაც წითელას, პოლიემილიტის და კიბოს მსგავსი დაავადებების პრევენცია ხდება, თუმცა კვლავ ვსნეულდებით – არა იმიტომ, რომ მათი აღმოფხვრის საშუალება არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები მათი გამოყენებისგან თავს იკავებენ. მარტივ ვაქცინაციას აქვს ძალა, რომ ეფექტურად აგვაცილოს ჩვენთვის სახიფათო მიკროორგანიზმები და დაიცვას ისინი, ვისაც ამის თავად გაკეთება არ შეუძლია. ამის მიუხედავად, დღეს ვაქცინაციას მაინც პირად არჩევანად განიხილავენ და საზოგადოებაზე ზეგავლენას არ ითვალისწინებენ – მაგრამ ვაქცინაცია ბევრად მეტია, ვიდრე პირადი არჩევანი; მეტიც – მას თავისი არსიდან გამომდინარე სამოქალაქო პასუხისმგებლობადაც უნდა აღვიქვამდეთ.

 ინფექციური დაავადებების გავრცელება საზოგადოებისათვის მუდმივი გამოწვევაა. შორეული წარსული, რომ არ გავიხსენოთ, თანამედროვე მსოფლიომ COVID 19-ით გამოწვეული პანდემია გადაიტანა და თავადვე გავხდით მომსწრენი, თუ როგორი რთული იყო მთელი ეს პროცესი. ამ ფონზე, თითქოს იმუნიზაციის მნიშვნელობის უკეთ უნდა გვესმოდეს, მაგრამ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის გარკვეული სტიგმა, განსაკუთრებით კი კულტურული ბარიერები, რომლებიც შეგვიძლია პაპილომავირუსის მაგალითზე განვიხილოთ. 

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 25/11/2024 დუიმი უკატეგორიო