RSS

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 

19 მაისი

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალზე.

ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს მკითხველებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება ქართველი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.

ფესტივალი კვლავაც უმასპინძლებს პროექტს, “მსახიობები ლიტერატურისთვის”, რომლის ფარგლებში ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს.

ფესტივალის ვიზიტორებს წელს ამერიკული განათლების კუთხე უმასპინძლებს, სადაც განათლების ცენტრის LEAF წარმომადგენლები აბიტურიენტებს უფასო კონსულტაციებსა და სემინარებს ჩაუტარებენ.

წელს პირველად ფესტივალის გარე სივრცეში, მე-4 და მე-5 პავილიონების წინ გაიმართება ფლიმარკეტი. ადგილობრივი მეწარმეები მკითხველსა და დამთვარიელებელს სხვადასხვა აქსესუარებსა და ქართულ ნაწარმს შესთავაზებენ.

ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, ფესტივალის ღონისძიებები ლაივ რეჟიმშიც გავა ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე. გარდა ამისა, მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით წიგნების შეძენა ჩვენ ციფრულ პარტნიორ veli.store-ზე, საფესტივალო ფასებად, ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თიბისი. ფესტივალს ციფრული პარტნიორია Veli.store. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერი კი მედია ჰოლდინგი „პალიტრა.“
#წიგნითევროპისკენ

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 19/05/2024 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი