ოლიკო ცისკარიშვილი

ბუნებრივი და კატასტროფული მოვლენებისაგან მოსახლეობის და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების დაცვა წარმოადგენს ტერიტორიის მდგრადი განვითარების ყველაზე აქტუალურ პრობლემას. თუმცა, საქართველოში, ეს ნაკლებად ადარდებს მავანს და შედეგები მუდმივად სახეზე გვაქვს.
გუშინ, 3 აგვისტოს, კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვთან, ამ წუთამდე ეძებენ ღვარცოფში მოყოლილ ადამიანებს და უკვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ექვსი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარება-გააქტიურება მთლიანად განისაზღვრება ბუნებრივ ლანდშაფტური პირობებით, გეოლოგიური აგებულების სირთულით, ქანების დაბალი საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების მახასიათებლებით და რა თქმა უნდა, უდიდესი ანთროპოგენული წნეხით ეკოლოგიურ გარემოზე: ათეული წლის წინ დაწყებული ტყის საფარის უსისტემო, მასობრივი გაჩეხვა, არასწორი მორწყვით და ჭაბურღილების ექსპლუატაციით მნიშვნელოვანი ფართობების დამარილება, დამლაშება, დაჭაობება, საძოვრების უყაირათო გამოყენება და სხვ.
საქართველოში განვითარებულია თითქმის ყველა სახის საშიში გეოლოგიური მოვლენები: ღვარცოფი, მეწყერი, ფართობული ეროზია, ზღვის ნაპიების გარეცხვა, მდინარეთა ნაპირების გარეცხვა და ქარისმიერი ეროზია, თოვლის ზვავები და ა.შ.
საქართველოში 60 ათასამდე მეწყრული უბანი და 3 000-მდე ღვარცოფული ხევია აღრიცხული. მათზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება ვერ განხორციელდება, მაგრამ მოსახლეობის დაცვისა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა და ამასთან გასატარებელია პროფილაქტიკური სამუშაოებიც. მთელი საქართველოს მთიანეთი მეწყერ-საშიშია, საჭიროა ჯებირების გაკეთება, საჭიროა მთიან ზოლებში ხე ტყის არსებობა. ბუნებრივი კატასტროფები ქვეყანას წელიწადში მინიმუმ 150-ით მლნ აზარალებს. რთული რელიეფის გამო, საქართველოსთვის წყალდიდობები და ღვარცოფები უკვე წლებია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში მდინარეების დიდ ნაწილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. რაც ჩატარდა, მცირეა. შედეგად, ქვეყნის ყველა რეგიონი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშეა.
ქვეყნის ეკონომიკური ზარალი წელიწადში 100-150 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მათი ექსტრემალური გააქტიურების დროს კი ზარალი ასეული მილიონობით განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ სტიქიური პროცესების ახალი აფეთქება 2001-წლიდან დაიწყო.
მდგომარეობა გამწვავდა სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მთიულეთის, აჭარის, კახეთის მთიან რეგიონებში. პროცესები გააქტიურდა მესხეთისა და გურიის რეგიონებში, სამეგრელოსა და იმერეთის მთისწინეთში.
საქართველოს ტერიტორიაზე, საფრთხე ყველგანაა. საქართველოს ყველა რეგიონი მეწყერსაშიშ ზონაშია.
სპეციალისტთა მონაცემებზე დაყრდნობით, მეწყერების საშიშროების თვალსაზრისით, საქართველო მთელ კავკასიაში უმაღლესი რისკის ზონად ფასდება. სეისმოლოგთა შეფასებით, მსოფლიოში გახშირებული მიწისძვრების ფონზე, კავკასია სეისმურად კიდევ უფრო გააქტიურდა, აქტიურობის ზრდას სპეციალისტები მომავალშიც ვარაუდობენ. მხოლოდ 2023 წლის ივნისიდან დღემდე, საქართველოს ტერიტორიაზე, ექვსი მიწისძვრა დაფიქსირდა (https://ies.iliauni.edu.ge/?page_id=121&id=523370&fbclid=IwAR2utinVzqKXiXu6UUXgtLpNVWtDcGU6Dsz9zUS2NZcIVvAWSuDd13rXVZQ). სეისმოლოგები მიიჩნევენ, რომ. კავკასიაში ვულკანების გააქტიურებაც მოსალოდნელია.
სტიქიური პროცესები, საქართველოში, ფაქტობრივად ყოველ ჯერზე, ადამიანების მსხვერპლით სრულდება.
ამჯერადაც ასე მოხდა, კლიმატური ცვლილებების, გლობალური დათბობის შედეგად, მყინვარების დნობა იყება და სტიქიური პროცესები ვითარდება. ამას თან ერთვის უსისტემო ტყის ჩეხვა, უსისტემო შენობების აგება და ა.შ.
მთაში ძალზე დიდ საშიშროებას მყინვარული ზვავები წარმოადგენს. განსაკუთრებით საშიშია მიწისძვრით გამოწვეული მყინვარული ზვავები. ამ დროს მყინვარის ფირნის ფერდობებზე დაკიდებული პატარა მყინვარები მოწყდებიან ფერდობებს, ეცემიან ფერდობების ძირზე ან აქ არსებულ მყინვარის ზედაპირზე და ეს უკანასკნელი მას მოძრაობაში მოჰყავს, – გვიყვება გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი.
2012 წელს, მყინვარი დევდორაკიდან, რომლის ფართობი 7.55 კმ2-ია დაიძრა გლაციორუი ღვარცოფი და ადამიანები იმსხვერპლა.. დევდორაკი ხეობის ტიპის მყინვარია, იგი იწყება მყინვარწვერის მასივის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე და გრძელდება 7 კმ-ის მანძილზე. მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2330 მ-ზე. დევდორაკის მყინვარი ცნობილია თავისი მძლავრი ყინულოვანი ჩამოზვავებით რომელიც აღინიშნა 1776, 1778, 1785, 1808 და 1817 წწ. მძლავრი ჩამოზვავება მოხდა 1832 წელს, როდესაც ყინულოვანმა ზვავმა დააგუბა მდ. თერგი და მისი დინება შეაჩერა 8 საათით. ჯებირის გარღვევის შემდეგ, გლაციალურმა ღვარცოფმა დიდი ზიანი მიაყენა ქ. ვლადიკავკაზს.
ნაზვავი ყინული და ნაშალი მასალა ერთიანი ნაკადის სახით ძალზე სწრაფად გადაადგილდება ხეობაში, რაც ხეობაში ნგრევას იწვევს, ზოგჯერ თან ახლავს მსხვერპლიც. წინმსწრები ტალღის სიჩქარე 100-150 კმ/სთ-ში შეადგენს. ყინულის ზვავები და მახასიათებელია ყაზბეგი-ჯიმარას მასივის მყინვარებისათვის: დევდორაკი (1780_1832 წწ), კოლკა _ (1902, 1903, 1970, 2002 წწ.). საერთოდ ყინულოვანი ზვავები სეისმოტექნოტიკურად აქტიური რეგიონებისათვის არი სდამახასიათებელი.
მყინვარის მასის შემცირებაში დიდი როლი ყინულის ზვავებს ეკუთვნის. მისი წარმოქმნის მიზეზი სხვადასხვაგვარია: მყინვარების წინწამოწევა, ფსკერზე მკვეთრი შვერილები, ყინულჩანჩქერები, მიწისძვრები, მყინვარების პულსაცია და სხვა. საქართველოში ცნობილია დევდორაკის ყინულისზვავები; XVIII-XIX საუკენეებში მყინვარი დევდორაკის ყინულის ზვავები, რომლებიც თერგის ხეობაში გამოდიოდნენ, თერგს გადაკეტავდნენ და დროებით წყალსაცავს წარმოქმნიდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, წყალი გაანგრევდა ყინულის ჯებირს და ძლიერ საშიშ გლაციალურღვარცოფის სახით ვრცელდებოდა მდ. თერგის ხეობაში. ასეთი ყინულის ზვავები აღინიშნა 1776, 1778, 1785, 1808, 1817 და 1832, 1842, 1845 წლებში.
მყინვარების ენის ასეთი ინტენსიური უკან დახევის ფონზე კავკასიონზე დაფიქსირებულია ცალკეული მყინვარების კატასტროფული წინ წამოწევები. ამ დროს მყინვარის ტანის წრაფად იწყებს წინ მოძრაობას და დროის მცირე მონაკვეთში რამდენიმე კმ-ით გადაადგილდება. ასეთი მოქმედება ლიტერატურაში მყინვარული ზვავებით არის ცნობილი. მყინვარული ზვავებით გამოირჩევა ყაზბეგიჯიმარას მასივი, განსაკუთრებით მყინვარები: დევდორაკი და კოლკა. XVIII და XIX საუკუნეებში ძლიერი მყინვარული ზვავები აღნიშნულია მყინვარ დევდორაკზე. 1832 წელს მყინვარულმა ზვავმა გადაკეტა მდ. თერგი 100 მეტრის სიმაღლის ჯებირითდ ამდინარე შეაგუბა 8 საათის განმავლობაში. წარმოიშვა დიდი ტბა და ყინულის ჯებირისგან გრევის შემდეგ,წარმოიქმნა მძლავრი გლაციალური ღვარცოფი, რომელმაც ქალაქი ვლადი-კავკაზიც კი დააზიანა.
ბუნებრივი კატასტროფების უდიდეს რისკს იწვევს ასევე წყალმოვარდნები და წყალდიდობები. შოვის ტრაგედიამდე, რამდენიმე წლის წინ, 2015 წელს, 13 ივლისს, თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში ადიდებულმა მდინარემ ათამდე ადამიანი იმსხვერპლა.
მდინარე ვერეზე ჩავლილი კატასტროფული წყალდიდობის გამომწვევი ძირითადი ბუნებრივი მიზეზი არის ამ მდინარის წყალშემკრებ აუზში 3–3.5 საათის განმავლობაში მოსული თავსხმა წვიმა. ასეთი რაოდენობის ნალექი შედარებით პატარა მდინარის აუზში ათეული წლების განმავლობაში ერთხელ ხდება.
13 ივნისს თავსხმა წვიმებით წარმოქმნილი ზედაპირული წყალი სწრაფად მოხვდა მდინარის კალაპოტში, ძლიერ გაიზარდა მდინარის წყლის ხარჯის მოცულობა (ერთ წამში მდინარის კალაპოტის განივ კვეთში გატარებული წყლის მოცულობა). კალაპოტის წყალგამტარუნარიანობამ ვერ უზრუნველყო ნიაღვრის სწრაფი გატარება, რამაც სათავე დაუდო კალაპოტისპირა ტერიტორიების დატბორვას. ეს არის 13 ივნისს მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის ძირითადი ბუნებრივი მიზეზი უმთავრესი ხელოვნური მიზეზი ამ წყალმოვარდნის კატასტროფული შედეგებისა არის მდ. ვერეს კალაპოტის ბოლო მონაკვეთზე (რომელიც ქ. თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარეობს), ხანგრძლივი არასწორად წარმართული სამეურნეო საქმიანობის შედეგად, მდინარის კალაპოტის წყალგამტარუნარიანობის ნაწილობრივი პარალიზება. აღნიშნულმა ფაქტმა კალაპოტის გასწვრივ განაშენიანებული ტერიტორიების ნგრევა–განადგურება გამოიწვია.
შეუძლებელია არ გავიხსენოთ, 1898 წლის აპრილში აჭარაში დატრიალებული ტრაგედიაც, სადაც ფაქტობრივად, მთლიანი სოფელი გაანადგურა მეწყერმა. ხშირად გვესმის მედიიდან სტიქიური კატასტროფების გამო, განადგურებული ინფრასტრუქტურის, შენობების, გარდაცვლილი ადამიანების შესახებ ინფორმაცია.
სპეციალისტების განმარტებით, შოვის ტრაგედიის დროს მყინვარებიდან (ჩრდილოეთით ორი დიდი მყინვარია ბუბა და თბილისა) ჩამოშლილმა მასალამ ჩაკეტა მდინარის ხეობა და დაგუბებულმა წყალმა გამოიწვია ღვარცოფი. ამას დაემატა ხანგრძლივი წვიმის შედეგად ნალექის რაოდენობა, რამაც გამოიწვია უზარმაზარი მასის წამოსვლა.
რთულია შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალის პოვნა. ბუნებას თავისი დაუწერელი კანონი აქვს. ასეთ შემთხვევები მომავალშიც აუცილებლად განმეორდება. თავიდან რომ იქნეს აცილებული კატასტროფა, პირველ რიგში, მკაცრად უნდა შეიზღუდოს ტყის გაჩეხვა. გეოლოგიური სამსახურების ჩართვა რისკის შემცველ უბნებზე. პერიოდულად უნდა მოხდეს მდინარეთა კალაპოტების ჩახერგილი მონაკვეთების გაწმენდა სხვადასხვა ხელოვნური თუ ბუნებრივი ნარჩენებისგან. ქვეყანას არ აქვს სამაშველო სამსახური გამართული, არ აქვს ტექნიკა, რომლის დახმარებითაც შეძლებდა პრევენციული ღონისძიებების გატარებას, დაზარალებულთა დროულად გამოყვანას კატასტროფის ადგილიდან. თუმცა, თანამედროვე ეპოქაში, ამგვარი ტექნიკის შეძენა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს (თერმული ხედვის დრონები, სამაშველო ვერტმფრენები და ა.შ.,) უკვე, თითქმის 20 წელია, არ ხორციელდება კატასტროფების რისკების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების გატარება. აუცილებელია შეიქმნას უწყება, რომელსაც დაეკისრება პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
ფოტო აღებულია “ნეტგაზეთიდან”



