RSS

მშვიდობის ხიდი ტოპ-13 შევიდა

15 ნოე
თბილისის ახალი, მშვიდობის ხიდი,  156 მეტრია სიგრძეში. საინფორმაციო პორტალ techno.bigmir.net თანახმად, ხიდი ტოპ 13-ში მოხვდა მსოფლიოს მასშტაბით. მშვიდობის ხიდი, რომელიც ძველ და ახალ თბილისს აერთიანებს, ერთ ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ნაგებობაა დედაქალაქში. ხიდი აგებულია, ძირითადად მინებით, ნორმან ფოსტერის სტილში. მისი პროექტირება, იტალიელ არქიტექტორს მიკელე დე ლუკის და ფრანგ დიზაინერ ფელიპე მარტინოს ეკუთვნის. 

ხიდის კონსტრუქცია, საინტერესო განათებითაა აღჭურვილი. ღამის და საღამო საათებში, ყოველ ერთ საათში 30 000 ნათურა, მორზეს ანბანის მიხედვით, ინთება და გზვანის მესიჯს, ხიდის ორივე მხარეს. მესიჯი მოიცავს, მენდელეევის ტაბულის ფორმულებს, რომლებიც ადამიანის სხეულს შეადგენენ. არქიტექტორი აღნიშნავს, რომ „ეს მესიჯი – სიცოცხლის და მშვიდობის ჰიმნია, ერებსა და ხალხებს შორის.“

ბევრი ამ ხიდის აშენებას, ეიფელის კოშკის შენებასაც კი ადარებდა. თავის დროზე, ეიფელის კოშკმაც დიდი გავლენა იქონია, პარიზში ძველი და ახალი ეპოქის გაერთიანებაზე, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა პარიზის იერსახე. გამოკითხვის შედეგად, თბილისის მშვიდობის ხიდი მსოფლიოს მასშტაბით ტოპ 13 შევიდა, როგორც ერთ ერთი ყველაზე უნიკლური და საინტერესო ხიდი, იგი ერთ-ერთი საინტერესო მშენებლობაა, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის.მოამზადა ბელა არუთინოვმა

 

დატოვე კომენტარი