RSS

ფურდიოს თაღოვანი ხიდის რესტავრაცია ერთ კვირაში დასრულდება

21 ოქტ
აჭარის მაღალმთიანეთში ისტორიული თამარის ხიდების რეაბილიტაცია ძველი არქიტექტურის შენარჩუნებით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია ფურდიოს ხიდს უტარდება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განყოფილების უფროსის ალეკო კეკელიძის თქმით, ფურდიოს თაღოვანი ხიდი, რომელიც მე-12 საუკუნეშია აგებული (მას აბრეშუმის გზადაც მოიხსენიებენ) რესტავრაცია დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება.
რესტავრატორები თაღოვანი ხიდის პირვანდელი სახის შესანარჩუნებლად ბუნებრივ ქვას იყენებენ, რომელსაც შუახევის ერთ ერთ კარიერზე მოიპოვებენ და ხელით ამუშავებენ. ხიდების რესტავრაცია და რეაბილიტაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, პროგრამის მიზანი უძველესი ხიდების ისტორიული სახის შენარჩუნებაა.

მოამზადა გიორგი ზედგინიძემ

 

დატოვე კომენტარი