მთავრობამ “ტურისტული საწარმოს” სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის №413 დადგენილებით, “ტურისტული საწარმოს” სტატუსი თავისი ინიციატივით შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებას მათი იჯარით უკან მიღების მიზნით და უზრუნველყოფს შენობის, როგორც სასტუმროს, ფუნქციონირებას ტურისტული საწარმოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
Daily Archives: 05/10/2012
მთავრობამ “ტურისტული საწარმოს” სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი დაამტკიცა
დღეს ღიმილის საერთაშორისო დღეა
ეკოფაქტი, ბუნების დაცვას, გარემოს დაბინძურებას, ტურიზმს, მეწყერებს, ვულკანებს და ა.შ. ეხება, თუმცა საქართველოში ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, გვინდა ამ დღის – ღიმილის საერთაშორისო დღის შესახებ, შევახსენოთ მკითხველს… რადგან რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, გისურვებთ, არ დაგვეკარგოს ღიმილი პოლიტიკურ ქარცეცხლების გამო…



