RSS

ჩინეთში სტიქიას 20 ადამიანი ემსხვერპლა

22 ივლ

ჩინეთის დედაქალაქ პეკინს ბოლო სამოცი წლის განმავლობაში უძლიერესი ქარი და წვიმა დაატყდა თავს. სააგენტო სინხუას ინფორმაციით, პეკინში დაღუპულია ათი, ათასობით ადამიანი კი ევაკუირებულია.

ჩინეთის სხვა რეგიონებში წყალდიდობის გამო 4 ადამინი დაიღუპა, ხოლო მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

წვიმამ დატბორა გზები და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას. ქარმა სახლებს სახურავები გადახადა.

უამინიდობის გამო გადაიდო 200-ზე მეტია ავიარეისი.

 

დატოვე კომენტარი