RSS

„ზაფხულისთამაშობები“ ანაკლიაში, „ტურისტულიკალენდარი“-სფარგლებში

21 ივლ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პროექტ „შემოიარე საქართველოს“ ფარგლებში მომზადდა „ზაფხულის ტურისტული კალენდარი“,სადაც დატანილია 16 ივნისიდან-15 სექტემბრის ჩათვლით, დაგეგმილი ტურისტული აქტივობები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 21 ივლისს, ანაკლიაში დაგეგმილია, ზაფხულის  ,,თამაშობების’’ მოწყობა,  რაც გულისხმობს, დღის განმავლობაში  სხვადასხვა  შემეცნებით-გასართობი პერფორმანსის განხორციელებას, დღის  ბოლოს, ღია ცის ქვეშ, 21:00-ზე  გაიმართება კინოჩვენება. ნებისნიერი  მსურველისათვის დასწრება უფასოა.

დაგეგმილია შემდეგი სახის გასართობი თამაშობები და ღონისძიებები: შეკრულ თოკის რგოლით გუნდურ სირბილში შეჯიბრი; ბაგირის გადაქაჩვა; ლელო ბურთი; ლეკიანობა; მშვილდის სროლა; ტომრით სირბილი; ლახტი; ესტაფეტა; წუწაობა; ანიმატორები მსურველებს მოხატავენ (ბოდი არტი) და ფრანების გაშვება.

 

პროექტის ძირითად მიზან საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაციაარსებული რესურსის გაცნობა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობი სურვილის დანერგვა.პროექტისსლოგანიაშემოიარესაქართველო, რომელიც შიდატურიზმისპოპულარიზაციასეძღვნება.

გასართობი ღონისძიებები  ყოველ შაბათ-კვირას მოეწყობა და  საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს

 

დატოვე კომენტარი