საკურორტო ადგილებით ცნობილი აჭარის საკურორტო ქალაქი ბათუმი კახაბრის დაბლობზე მდებარეობს, რომელსაც აღმოსავლეთიდან სავშეთისა და მესხეთის ქედები ეკვრის. მისი რელიეფი- ვაკე-ბორცვიანია. კლიმატი, კი ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო, უმეტესად წვიმიანია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 6 გრადუსი. ზაფხული თბილი და ნოტიო. აგვისტოს სასუალო ტემპერატურაა 23 გრადუსი. ნალექების წლიური რაოდენობა 2718 მმ.
ფლორა-სუბტროპიკული მცენარეულობა. მაგნოლია, ევკალიპტი, დაფნა, ბამბუკი და სხვა. გარეუბნებში ხარობს ციტრუსოვანი პლანტაციები.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზღვისპირა ტენიანი სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი. ამ ადგილების მკურნალობის სახეობებია: თალასოთერაპია ( ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ზღვის წყლის აბაზანები და სხვა.)
კურორტი ბეშუმი, ხეულოს რაიონში, აჭარის მთიანეთში მდებარეობს. ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზე, მთაგორიანი რელიეფით. კლიმატი-საშუალო მთის, ზომიერად მშრალი. ზამთარი ცივი უხვთოვლიანი. იანვრის სასუალო ტემპერატურაა -5c. ზაფხული ზომიერად თბილი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17 c. ფლორა – წიწვოვანი ტყეები.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები- საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა. მკურნალობის სახეობა – პასიური კლიმატოთერაპია.
კურორტი კოკოტაური, ქედის რაიონში მდინარე აჭარისწყლის ხეობაში მდებარეობს. ბათუმიდან 25 კმ-ის მანძილზე სამხრეთ აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 680 მეტრზეა.კლიმატი-დაბალი მთის, სუბტროპიკული. ზამთარი თითქმის უთოვლო იცის. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3 c. ზაფხული თბილი, ზომიერად ნოტიოა. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 21 c.
ფლორა-ფართოფოთლოვანი (წაბლი,წიფელი) ტყეები.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ნახშირმჟავა, სულფატური-ჰიდროკარბონატული. მკუნალობის სახეობებია: მინერალური წყლის მიღება. კლიმატოთერაპია.
კურორტი მახინჯაური, მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონში. შავი ზღვის სანაპიროს ვიწრო ზოლზე, კარა-დარესა და მწვანე კონცხს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 15 მეტრზე.
კლიმატი-ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული. ზამტარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 6 c. ზაფხული ძალიან თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22 c. ფლორა-სხვადასხვა ხეხილი (ციტრუსოვანი) და დეკორატიული სუბტროპიკული ჯიშები. ბუნებრივი სამკურნალოს ფაქტორებია: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი და სუბტერმული ტემპერატურა. მკუნალობის სახეობებია: თალასოტერაპია, მინერალური წყლის აბაზანები.
კურორტი მწვანე კონცხი, ხელვაჩაურის რაიონში. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მესხეთის ფერდობებზე, ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.. ზღვის დონიდან 90 მეტრზეა. კლიმატი-ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი, რბილი, უთოვლო. იანვრის სასუალო ტემპერატურა 4,5 c. ზაფხული ძალიან თბილი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 21 c. ფლორა-სუბტროპიკული მცენარეულობა. კურორტს მსოფლიო მნიშვნელობის ბოტანიკური ბაღი ამშვენებს.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ტენიანი სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი. მკურნალობის სახეობა- ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ზღვის წყლის აბაზანები და სხვა.
მოამზადა გიორგი ზედგინიძემ



