იაპონიის ხელისუფლების განმარტებით, მკვეთრად დაეცემა მძიმე მრეწველობის მაჩვენებლები და ექპორტის მოცულობა. იქამდე კი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იაპონიის ეკონომიკის ზრდის მკვეთრი დაცემის პროგნოზი გამოქვეყნა.
“ბოლო დროს ქვეყნის ეკონომიკაში შეიმჩნევა სტაგნაციის ნიშნები, რომლებიც აღმოსავლეთ იაპონიაში დიდმა მიწისძვრამ გამოიწვია”,- ნათქვამია იაპონიის მთავრობის დასკვნაში.
საერთო ზიანი, რომელიც იაპონიას სტიქიური უბედურების შედეგად მიადგა, 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.
იაპონურმა ავტოგიგანტმა “ტოიოტამ” ევროპის ქარხნების მუშაობა შეაჩერა, რადგან იაპონიიდან სათადარიგო ნაწილების ექსპორტი აღარ ხდება. აპრილს ბოლოს კი, იგეგმება ასევე ჩრდილოეთ ამერიკის ქარხნების გაჩერებაც.
დღეს გამთენისას იაპონიაში ახალი მიწისძვრა მოხდა, მისი მაგნიტუდა 5.8 ბალს შეადგენდა.
მიწისძვრის ეფიცენტრი პრეფექტურა ფუკუშიმაში იმყოფებოდა. ატომური ელექტროსადგურ “ფუკუშიმა-1”-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.



